x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ გააშუქებს ბიძინა ივანიშვილის კარგ საქმეს რუსთავი -2(არჩილ თალაკვაძე)
image


პარლამენტარი არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნებიდან"სოციალურ ქსელში ოზურგეთში ახალი დენდროლოგიური პარკის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:


"ეს სიმწვანე, საოცარი ეკოსისტემა და წვერმაღალას ორიარუსიანი უნიკალური პარკი ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტია, რომელიც დღეიდან ღია იქნება ნებისმიერი მნახველისთვის.


რუსთავი 2 რაღა თქმა უნდა, სიმწვანეში ეჭვს შეიტანს და ამ ამბავს გააშუქებს შემდეგი ფორმულით:



1. კარგი არაფერი უნდა დაინახო და არ გააშუქო შეძლებისდაგვარად
2. ყველაფერი ცუდი, თუნდაც ამინდის გაუარესება, ბიძინა ივანიშვილის ბრალია
3. თუ ამინდი არ იცვლება, მაინც უნდა მოძებნო ნეგატივი და დააკავშირო ბიძინა ივანიშვილთან
4. კარგი საქმეც კეთდება, თუმცა, თუ კარგი საქმე ბიძინა ივანიშვილთან არის კავშირში, ის კარგი არ არის.


ეს სხვა არაფერია, თუ არა ვარლამ არავიძის პრინციპი: ჩვენ ვიპოვით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის! სამწუხაროდ ეს რუსთავი 2-ის ყოველდღიურ სტანდარტად იქცა.


⚠️ამის ბოლო თვალსაჩინო მაგალითი და აბსურდის კულმინაცია: ამბავი, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ, მომგებიანი საინვესტიციო პირობით, კონკურენტულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას, თბილისში გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელმაც სანაცვლოდ ორი პროექტი უნდა განახორციელოს და 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა დახარჯოს.

გააშუქეს ასე:

თითქოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიასთან დაკავშირებული კომპანია, თურმე საჯარო აუქციონში 8 მილიონის ქონებას 10 ათასად “ისაკუთრებს”. მათი გამოგონილი სცენარით, ერთ-ერთმა კომპანიამ საჯარო აუქციონში მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტებთან დაკავშირებულ კომპანიასთან არის დაკავშირებული!!!

რაღაცნაირის რაღაცნაირი რეპორტაჟია უდავოდ. საზოგადოებამ შეაფასოს."-წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

imageimage
image
image
image
image
image




1
259
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
2019, 4 მაისი, 0:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1