x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91335
  • ვიდეო:340894
  • სურათი:453288
,, ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ " ვის ადანაშაულებს ედუარდ შევარდნაძე არეულობაში

ჩვენი საუბარი შეწყვიტა სარაკეტო სროლის ქუხილმა. ჩემმა თანამოსაუბრეებმა ერთმანეთს გადახედეს.

თქვენები შრომობენ, თქვა პოლკის მეთაურმა. ჩვენ გვესვრიან.

image

ეს მართალი იყო, ქართული მხრიდან ისროდნენ. ვიღაცამ, ჩემს თანამემამულეთაგან ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩემი პოლიტიკისადმი.

უკვე სამი დღის შემდეგ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაირღვა.

როცა ადამიანები ფრონტის ორივე მხარეს ასე დიდხანს ცხოვრობენ, სიძველის ატმოსფეროში, რომელიც გააღვივა ახლობლების სიკვდილმა, ქონების დაკარგვამ, მოიცავს ყველას.

image

ჩვენ ველოდით ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიას. როცა სოფელ კეხვთან დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ოსი ლტოლვილების ავტობუსს. ეს აუტანელი საშინელება იყო.

მკვლელობა კეხვთან ჩაეწერა ტერორისტულ მოქმედებათა, სკოლის დაწვის, რკინიგზის ხიდების აფეთქების, მძევლების აყვანის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების გრძელ რიგში.

ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, და ისინი ვინც ეს ომი წამოიწყო მოქმედებდნენ ჩვენთვის მტრულ გარეშე ძალასთან ერთად.

მკვლელებმა ჩაშალეს ზავი ცხინვალში, მეორე დღეს შეწყდა გაზის მიწოდება. ყველაფერ ამას ისიც დაემატა რომ დამირეკა ჩემმა“ კეთილმა მეგობარმა " გენერალ ალექსანდრ რუცკოიმ რუსეთის ვიცე პრეზიდენტმა და დამემუქრა:“ მე ავაფრენ ჰაერში ესკადრელიებს და დავბომბავ თბილისს."

image

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 26 მაისს დაგეგმილი იყო ექსპრეზიდენტის მომხრეების შეიარაღებული გამოსვლები.

2
375
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
375
  
4 მაისი, 0:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 მაისი, 0:21
შე ნაძირალავ შენი სული ჯოჯოხეთშია,რაც ბოროტებები გაქვს ჩადენილი 1966-დან როდესაც მოგათრიეს მილიციაში და გემსახურებოდა 25-25 ნომრიანი ვოლგა.
0 1 2