x
image
ღიმილიანი
9 ხრიკი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ურთიერთობების მოგვარებაში - გაითვალისწინეთ!
imageჩვენ ბევრ პრობლემას ვხდებით ცხოვრებაში და ხანდახან გვინდა ჯადოსნური ღილაკი არსებობდეს მათ მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, ასეთი ღილაკი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთაც შეუძლიათ თქვენი ცხოვრების გამარტივება და ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება.


წარმოგიდგენთ გამოცდილ 9 ხრიკს.


თუ გინდათ მომავალში ვინმესგან მხარდაჭერა მოიპოვოთ, სთხოვეთ მას უმნიშვნელო დახმარება დღეს

image

ერთხელ ბენჯამინ ფრანკლინმა გადაწყვიტა იმ ადამიანის გულის მოგება, ვისაც ის დიდად არ მოწსონდა. სწორედ ამ ადამიანს შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა მოეხდინა მის პოლიტიკურ კარიერაზე. მას ჰქონდა დიდი ბიბლიოთეკა, ამიტომ ფრანკლინმა მისწერა მას ძალიან ზრდილობიანი წერილი და სთხოვა იშვიათი წიგნი რამდენიმე დღით. ამ ადამიანმა წიგნი დაუყოვნებლივ გაუგზავნა ბენჯამინს, მან კი მალევე ისევ ძალიან მადლიერი წერილით უკან დაუბრუნა, როცა ისინი შეხვდნენ უკვე მეგობრები იყვნენ, რადგან წიგნმა ისინი დაახლოვა. მოგვიანებით იგი თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერდა: " ადამიანმა თუ ერთხელ რაიმე კარგი გაგიკეთა, სავარაუდოა რომ მომავალშიც დაგეხმარება". ამას ჰქვია თხოვნის ეფექტი .


როგორ შეგვიძლია მისი ცხოვრებაში გამოყენება?



ვისთანაც დაახლოებაც გინდათ, სთხოვეთ რაიმე წვრილმანი, მაგალითად, ფანქარი, შემდეგში უფრო მეტი შანსია ის კიდევ დაგეხმაროთ, რადგან უკვე გარკვეული ნდობა მოპოვებული გექნებათ. თუ ადამიანს არ მოსწონხართ, ჰკითხეთ აზრი რაიმე მნიშვნელოვანთან დაკავშირებით, ეს შესაძლოა მომავალში თქვენი კარგი ურთიერთობის მიზეზი გახდეს.

გამოიყენეთ მხოლოდ ერთი სიტყვა იმის გასაგებად ვინმეს მოსწონხართ თუ არა


ამოირჩიეთ ერთი სიტყვა და როცა ეს ადამიანი ამ სიტყვას ახსენებს თავი დაუქმნიეთ და გაუღიმეთ, თუ მას მოსწონხართ, იგი ამ სიტყვის ბევრჯერ გამოყენებას დაიწყებს.


გამოიყენეთ საღეჭი რეზინი დასაწყნარებლად

image

როდესაც გაღიზიანებული ხართ, კვლევების თანახმად, კარგია საღეჭი რეზინი დაღეჭოთ, ამის ბევრი ახსნა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაღიზიანების დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც მალე განეიტრალდება საღეჭი რეზინის ღეჭვით, რადგან ამ დროს სისხლი იწყებს თანაბრად მოძრაობას და მიეწოდება თავის ტვინს, ადამიანი მალევე წყნარდება.

უთხარით საიდუმლო იმ ადამიანს, რომელთან დაახლოებაც გინდათ


ეს კარგი ხერხია ურთიერთობის ასაწყობად, ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ მასე ენდობით და მნიშვნელოვნად მიიჩნევთ ინფომრაცია მასაც გაანდოთ.


მიეცით ადამიანს ამორჩევის საშუალება, ორი ალტერნატივა

imageთქვენ თუ გინდათ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ ან დაითანხმოთ რაიმეზე, აუცილებელია მას სწორად დაუსვათ შეკითხვა. არ ჰკითხოთ მას ის გააკეთებს თუ არა, არამედ შესთავაზეთ ორი ვარიანტი. მაგალითად, მოხსენება გჭირდებათ თქვენი კოლეგისგან? არ ჰკითხოთ მას გააკეთებს თუ არა, ჰკითხეთ, როდისთვის ექნება მზად, ხვალისთვის თუ რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება.


დაუშვით შეცდომა, რომ უფრო მეტი ყურადღება მიიქციოთ


პატარა შეცდომის დაშვება სასარგებლოა, ხშირად ჩვენ ვცდილობთ სხვის თვალში იდეალრი გამოვჩნდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, სჯობს ადამიანებს თავი იდეალურად არ მოაჩვენოთ და თუ ამ შეცდომაზე თქვენ სიცილს დაიმსახურებთ, გაიცინეთ მათთან ერთად, შემდეგზე ისინიც კომფორტულად იგრზნობენ თავს თქვენთან და არ ეცდებიან საუკეთესოს როლი ითამაშონ, მაგრამ ნუ დაუშვებთ ხშირად ერთსა და იმავე შეცდომებს, თორემ ადამიანები იფიქრებენ, რომ თქვენ სააკმარისად კარგი არ ხართ.


თუ რაიმე საერთო ინტერესი გამონახეთ სხვა ადამიანთან, მას უფრო მეტად მოეწონებით

image ყველასთვის ცნობილია სარკის ეფექტი, მაგრამ თუ თქვენ ვერბალურადაც დაადასტურებთ, რომ ბევრი საერთო გაქვთ იმ ადამიანთან, რომელთანაც ურთიერთობის აწყობაც გსურთ, უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ ყველას გვაქვს მიდრეკილება მოგწვონდეს და გავუგოთ ჩვენნაირებს.


უთხარით კომპლიმენტები ყოველდღიურად


ეს აუცილებელია განწყობისათვის და არ უნდა დაგავიწყდეთ მაშინაც კი, როცა საშინელ ხასიათზე ხართ. უთხარით კომპლიმენტები თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობთ, მათ კარგ განწყობას შეუქმნით და თქვენ კიდევ დადებითი ენერგია უკან დაგიბრუნდებათ.


ნუ შეაფასებთ საკუთარ თავს მეტისმეტად, სამყაროს ცენტრი ნამდვილად არავინაა

image

ჩვენ ეგოცენტრულები ვართ, მაგალითად ჩვენ თუ კარგად არ გამოვიყურებით დილით, გვგონია, რომ ამას ყველა შეამჩნევს, თუმცა ასე არაა. ამასს ყურადღების ცენტრში ყოფნის ეფექტი ჰქვია.


როცა ქალაქგარეთ ხართ, ხომ დიდად არ ზრუნავთ თქვენ გარეგნობაზე და იმას მიირთმევთ, რაც გესიამოვნებათ? ნუ იფიქრებთ და იდარდებთ გადამეტებით თქვენს გარეგნობაზე, მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოახერხოთ განტვირთვა.


რა ფსიქოლოგიურ ხერხს იყენებთ თავად ცხოვრებაში? გაგვიზიარეთ მოსაზრება!

1
734
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
734
  
2019, 4 მაისი, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1