x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტურისტული მატარებელი, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროს არაფრით ჩამორჩება
image

მატარებელი, რომელიც ერთ დროს ყველაზე მოხერხებული საშუალება იყო გადაადგილებულიყავით ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე დღეს უკვე მეორეხარისხოვანი გახდა, ტურისტები დროის მოგების მიზნით მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ მგზავრობის დრო.ამასთანავე რკინიგზა ასოცირდება მონოტონურ პეიზაჟებთან, მეზობლის ხვრინვასთან და Wi-Fi- ის უქონლობასთან.



მაგრამ დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ათიათასობით დოლარი ერთკვირიან მოგზაურობაში ინდოეთის თუ აფრიკის ლანდშაფტების ან ევროპის ღირშესანიშნაობის დათვალიერებაში და სხვათა შორის ამ მატარებლების ბილეთების შეკვეთა 6 თვით ადრე მაინც უნდა მისცეთ, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან საუკეთესო 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვაგონებში განთავსებულია სპა-სალონები, ფიტნეს-დარბაზები, ღამის კლუბები, ხოლო კუპეში მგზავრებს ელოდება ძვირფასი შამპანური და საუცხოო დესერტი, აღარაფერს ვამბობთ კომფორტულ საწოლზე და სააბაზანოზე.


იაპონური მატარებელი Seven Stars, ძირითადად ორ ან ოთხდღიან ექსკურსიაზეა გათვლილი კუნძულ კიუსიუზე, რიცხვი "შვიდი"(Seven)-ერთგვარი სიმბოლოა:რეგიონის 7 პრეფექტურა და ერთდროულად ვაგონების რაოდენობა.


image

პროექტის ავტორია ცნობილი სამრეწველო დიზაინერი ეიძი მიტუკა, რომელსაც ათობით პროექტი აქვს შექმნილი რკინიგზის კომპანია JR Kyushu-სთვის.


Seven Stars-ის ვაგონები პრაქტიკულად ნატურალური ხისგან არის გაწყობილი, რომელიც გათვალისწინებულია 28 მგზავრისთვის, მაგრამ ყველაზე მაგარად გაუმართლებთ ბოლო ვაგონის მგზავრებს, რომლის უკანა კედელი მთლიანი შუშითაა შეცვლილი, ასე რომ ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ პეიზაჟებით ისე, რომ დივანიდან არც წამოდგნენ.

image

image

image

image

image

შემდეგი მატარებელი, რომელიც უნდა გაგაცნოთ არის Golden Eagle(ოქროს არწივი), რომელიც სტარტს იღებს მოსკოვიდან და ტრანსციმბირის მაგისტრალით მონღოლეთის საზღვრამდე მიდის, გზად გაივლის უამრავ ქალაქს და ბაიკალის ტბას.არის ალტერნატიული მარშრუტიც მოსკოვი-პეკინი, მგზავრობა ორი კვირა გრძელდება, რომლის ფასი 16 695 აშშ დოლარიდან იწყება.

image

image

image

image


image

image

image

მატარებელი Rovos Rail აფრიკაში მოძრაობს, სამდღიანი ექსკურსია ვიქტორიას ჩანჩქერსაც მოიცავს, ხოლო 9 დღიანი მგზავრობისას ნამიბის უდაბნოსაც მოინახულებთ.ამ სუპერკომფორტულ მატარებლით მგზავრობა 5695 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.

image

image

image

image

image

image

0
1241
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0