x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
Aliexpress – სტატია მათთვის, ვისაც სურს შეკვეთების განთავსება
ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა, სოციალურ ქსელში არსებულმა არაერთმა პოსტმა, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვიტეს ნივთის შეძენა, მოძებნეს ონლაინ ადამიანი, რომელი დაჰპირდა ნივთის გამოწერას Aliexpress-დან და თანხის გადარიცხვის შემდეგ, უბრალოდ აორთქლდა, არ პასუხობს ზარებს, შეტყობინებებს და ა.შ.

image

პირველად, როდესაც გამოწერა გადავწყვიტე ფეხსაცმლის, ვისარგებლე ვებ-გვერდით www.urbanog.com, რადგან მისაღები ფასები იყო საკმაოდ, მოვძებნე გოგო, რომელიც იწერდა ონლაინ და ვთხოვე მას გამოწერა. როდესაც შევთანხმდით ფასზე, იმ მომენტისთვის სრულიად მისაღები იყო აღნიშნული თანხა, გადავიხადე, შემდეგ შევხვდი მას დიღომში და მივიღე კუთვნილი გზავნილი. მას შემდეგ, კიდევ სამჯერ ვისარგებლე მისი მომსახურებით. ერთხელაც, სახლში დაბრუნებულმა, გადავთვალე სრული ხარჯები, რაც დაემატა ფეხსაცმლის საფასურს და აღმოჩნდა რომ დაახლოებით 20-25 ლარით ზედმეტი მიჯდებოდა თითოეული ფეხსაცმელი, ამას დამატებული ვაზისუბნიდან დიდ დიღომამდე გასვლის დრო და ენერგია. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად მეცადა და გამომეწერა სასურველი ნივთები, რაც სრულიად მარტივი აღმოჩნდა.

რადგან ყველაზე აქტუალური ვებ-გვერდი ამ ეტაპზე გახლვავთ www.aliexpress.com, ამიტომ დავწერ როგორ შეძლებთ გაიაროთ რეგისტრაცია და გამოწეროთ ნივთები.



პირველ რიგში რეგისტრაციის გავლის შემდგომ, გირჩევთ გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია, რადგან უმრავლესობა ნივთებისა, მობილური აპლიკაციით უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე ვებ-ბრაუზერის მეშვეობით.


პირველი საფეხური გახლავთ, რეგისტრაცია.

image

როდესაც რეგისტრაციას დააჭერთ, გამოიტანს შემდგომ გვერდს

image

გვერდზე ნახავთ რეგისტრაციის გავლის 2 საშუალებას. ერთის მეშვეობით აუცილებელია ყველა ველის შევსება, ხოლო მეორის მეშვეობით, ზედა მარჯვენა კუთხეში იხილავთ sign up using facebook. შეგიძლიათ გაიაროთ სრული რეგისტრაცია თქვენი სურვილისამებრ, ან მიაბათ თქვენი ფეისბუქ გვერდი.

შემდეგი საფეხური გახლავთ, თქვენივე კომფორტისთვის, დოლარის კურსის ცვლილება და ქვეყნის მითითება, სადაც იღებთ შეკვეთას.

image

აუცილებელია, აღნიშნული გრაფის ჩამოშლა, სადაც ქვეყანა რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიუთითოთ საქართველო, ხოლო კურსი გადაიყვანოთ GEL (georgian lari), რუბლი ხშირ შემთხვევაში ეთითება ავტომატურად.


ამის შემდგომ, თქვენს გვედზე რომ გადახვიდეთ, შეგიძლიათ დააჭიროთ შემდეგ გრაფას, რომელიც არის ფოტოზე მოცემული

image

ავტომატურად მოხდება თქვენს გვერდზე გადასვლა და გამოჩენს შემდეგ ფანჯარას, სადაც აუცილებელია მოხდეს თქვენი მისამართის დამატება, რათა პროდუქტის მიღება შეძლოთ. (გამოწერების რაოდენობას ნუ მიაქცევთ ყურადღებას) :D :D

image

როდესაც გადახვალთ თქვენს მისამართზე, გამოიტანს შემდეგ ფანჯარას

image

მე პირადად მაქვს ორი მისამართი მითითებული, რადგან ერთი არის ამერიკის მისამართი, ყოველი შემთხვევისთვის თუ დამჭირდა გამოწერა ამერიკის მისამართზე, საიდანაც შემდგომ შესაბამისი ორგანიზაცია მომაწვდის შეკვეთას. მეორე მისამართი კი არის საქართველოში არსებული, რომლითაც ამანათს ვიღებ პირდაპირ საქართველოს ფოსტაში. იმისთვის რომ დაამატოთ ახალი მისამართი, აუცილებელია დააწვეთ გრაფას, სადაც მითითებულია add a new adress. ამის შემდეგ, გამოვა შემდეგი გვერდი

image

აღნიშნულ გვერდზე მიუთითებთ თქვენს სახელს და გვარს, როგორც არის მოწმობაში. შემდეგ გრაფაში ქვეყანას და ქალაქს. მესამე გრაფაში მისამართს, რომელსაც გაანაწილებთ ორად და მეორე ნაწილს ჩაწერთ მეოთხე გრაფაში. შემდეგ ისევ მონიშნავთ ქვეყანას და ქვემოთ მიუთითებთ ქალაქს. რაც შეეხება ზიპ კოდს, აქ აუცილებელია მიუთითოთ იმ ფოსტის კოდი, რომელ ფოსტაშიც გსურთ ამანათის მიღება. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას შეძლებთ, საქართველოს ფოსტის შემდეგ გვერდზე http://www.gpost.ge -ზე ინდექსების განყოფილებაში (სამწუხაროდ საქართველოს ფოსტის გვერდს აქვს ხარვეზი და ვერ მოვახდინე სქრინის გაკეთება). შემდგომ მიუთითებთ თქვენს მობილურ ნომერს და დაიმახსოვრებთ აღნიშნულ მონაცემებს.

ნივთების მოძიება შესაძლებელია შემდეგი საძიებო ველების მეშვეობით, რომელშიც არის არაერთი კატეგორია და დიდი არჩევანის საშუალება

image

სასურველი კატეგორიის არჩევის შემდგომ, შეგიძლიათ მოიძიოთ ნივთები რომლებსაც აქვთ გამოწერის საფასური დამატებული და ასევე ნივთები, რომლებიც შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გამოაგზავნინოთ. free shipping მიუთითებთ და გამოიტანს ნივთებს, რომლებთაც არ აქვთ გამოგზავნის საფასური დამატებული

image

შემდეგ, როდსაც მოახდენთ თქვენთვის სასურველი ნივთების შერჩევას, შეძლებთ მათს კალათაში დამატებას. კალათა მდებარეობს მარჯვენა კუთხეში და მითითებულია მის გვერდით ის რიცხვი, რა აროდენობაც გაქვთ კალათაში დამატებული. როდესაც კალათას დააწვებით, გამოიტანს ნივთების ჩამონათვალს.

image

სასურველი ნივთების მონიშვნის შედეგად, გამოიტანს სრულ თანხას, რაც იქნება გადასახდელი, მათი შეკვეთის შემთხვევაში. შემდგომ დააჭერთ მონიშნულ გრაფას და გადაგიყვანთ გადახდის გვერდზე, სადაც თქვენი ბარათის მონაცემების შეიყვანთ და დაასრულებთ შეკვეთას. სამწუხაროდ, სქრინის გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან ავტომატურად მოახდენს ჩემს მიერ მიბმული ბარათიდან თანხის ჩამოჭრას.


სულ ეს არის :) ჩემი რჩევა იქნება, არასდროს გამოიწეროთ ნივთები flash dials გრაფიდან, რადგან კეთდება ცრუ ფასდაკლება. არც ერთ ნივთს არ აქვს უფასო გამოგზავნის ფუნქცია და ფასდაკლება რეალურად არ გამოდის. image

შესაძლოა სრულყოფილი არ გახლავთ სტატია, მაგრამ ვეცადე ძირითადი კითხვებისთვის მეპასუხა. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, მომმართეთ. წარმატებები

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო კალატოზიშვილი
ნინო კალატოზიშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0