x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გაინტერესებთ რძის პროდუქტებზე სიმართლე? მისი გაგების შემდეგ რძეზე უარს იტყვით
image

წლების მანძილზე მეცნიერები და ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ რძე და რძის პროდუქტები აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი ძვლებისთვის. თუმცაღა უკანასკნელი კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს და უფრო მეტიც, ზრდასრულ ადამიანებს კვების რაციონში რძის პროდუქტების შეზღუდვას ურჩევს. ქვემოთ უფრო ვრცლად გაეცნობით რძის მავნე მოქმედების შესახებ.


1. მოტეხილობები - შვედეთში ჩატარებული ერთ-ერთი ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ქალები რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ რძესა და რძის პროდუქტებს, მოტეხილობების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე იმ ქალებს, ვინც საერთოდ ან მცირე რაოდენობით მიირთმევს რძესა და რძის პროდუქტებს.


2. პროსტატის სიმსივნე - ზოგიერთი კვლევით დადასტურდა, რომ რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარებას შეუძლია პროსტატის სიმსივნის რისკისა და განვითარების სიჩქარის გაზრდა. ამისთანავე, მამაკაცები, რომლებიც მცირე რაოდენობით მიირთმევენ რძის პროდუქტებს, პროსტატის კიბოს დაბალი რისკის მაჩვენებლები აღენიშნებათ.



3. ლაქტოზის აუტანლობა - ლაქტოზა რძის შაქარია, რომელსაც ადამაინების უმრავლესობა რთულად ინელებს. ლაქტოზის აუტანლობა გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა შეკრულობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება მუცლის ღრუში, გამონაყარი კანზე და სხვ. უარეს შემთხვევაში ეს სიმპტომები გვიან ასაკში ვლინდება, როდესაც პრობლემა უფრო მძიმე ფორმას იღებს.


4. აკნე - როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ დაადასტურა რომ რძის პროდუქტები აკნეს მკურნალობას უფრო ართულებს.


5. მაღალი ქოლესტერინი - ერთი ჭიქა რძე დაახლოებით 24 მგ ქოლესტერინს შეიცავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია და ქოლესტერინის მაღალი დონის დროს მისი მიღება არაა რეკომენდირებული.


6. საკვერცხეების სიმსივნე - ქალები, რომლებიც დღეში 2 და მეტ რძის პროდუქტს მიირთმევენ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან საკვერცხეების სიმსივნის განვითარების ვიდრე ის ქალები, ვინც ნაკლები რაოდენობით ან თითქმის არ მიირთმევს რძის პროდუქტებს.


7. ოსტეოპოროზი - მიუხედავად იმისა რომ რძეში და რძის პროდუქტებში დიდი რაოდენობით ვიტამინები და კალციუმია, მათი ორგანიზმის მიერ მოხმარება არ ხდება. უფრო პირიქით, ეს ნივთერებები ძვლებიდან კალციუმის მარილების გამოდევნას იწვევს და ასუსტებს მათ.


image

ალბათ იკითხავთ რატომ?

თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული რძე და რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიბიოტიკებს, ჰორმონებს, შაქარს, მარილსა და ცხიმს.

რძეში შემავალი კალციუმი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე სასარგებლო გვეგონა, აღოჩნდა რომ პირიქით მოტეხილობების რისკს ზრდის. მცენარეული კალციუმის ათვისება და გამოყენება უფრო უადვილდება ადამიანის სხეულს, ვიდრე ცხოველურის.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რამდენად საშიშია ბავშვთა მოვლის პროდუქტების არასწორად შერჩევა?


მიზეზები, რომელიც იწვევს იმპოტენციას


თუ თქვენს ბავშვს ეს სიმტომები ხშირად აწუხებს, მაშინ...


რატომ არის ალუბალი ჯანმრთელობის საწინდარი?


რა მიზეზები ასუსტებს მამაკაცის ლიბიდოს




0
414
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0