x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352355
  • სურათი:508425
"გამოძიებას აწარმოებდნენ...."-ლეონიდ კანევსკი 80 წლისაა
image2 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ცნობილ, ებრაული წარმოშობის საბჭოთა კინოს და თეატრის მსახიობს, ლეონიდ კანვესკის. მსახიობს 100-მდე როლი აქვს ნათამაშები თეატრში, მხატვრულ ფილმსა თუ სატელევიზიო სპექტაკლში. ბოლო წლებში გაითქვა სახელი უპოპულარესი დოკუმენტური სერიალებით: "გამოძიებას აწარმოებენ...ლეონიდ კანევსკისთან ერთად"(Следствие вели… с Леонидом Каневским»)


დაიბადა კიევში 1939 წლის 2 მაისს ებრაელების ოჯახში, 17 წლისა მოსკოვში წავიდა და ჩააბარა შუკინის თეატრალურ სასწავლებელში. 1960 წლიდან ჯერ თამაშობდა მოსკოვის ლენკომის თეატრში, შემდეგ კი მოსკოვის დრამატულ თეატრში.

image

რაც შეეხება ფილმებს, მაყურებლებს კარგად ახსოვთ კანევსკის ეპიზოდური როლი(კონტრაბანდისტი) საკულტო ფილმში "ბრილიანტის ხელი", თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა კანევსკის მოუტანა მაიორ ალექსანდრე ტომინის როლმა დეტექტურ სატელევიზიო ფილმების სერიებში"გამოძიებას აწარმოებენ პროფესიონალები"(Следствие ведут ЗнаТоКи) რომელიც 1971 წლიდან თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე გადიოდა ტელეკრანებზე.


image

2006 წლიდან ლეონიდ კანევსკი ქმნის საავტორი დოკუმენტური ფილმების ციკლს "გამოძიებას აწარმოებენ..ლეონიდ კანევსკისთან ერთად"(Следствие вели… с Леонидом Каневским), რომელიც ტელეკომპანია НТВ-ზე გადის, ფილმების სერიებში აღწერილია საბჭოთა პერიოდში მომხდარი(1917-1991)ყველაზე სკანდალური და გახმაურებული კრიმინალური ამბები, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ფილმებში პარალელურად მხატვრულად აღწერილია ყოველდღიური საბჭოთა ყოფა-ცხოვრება, დღეისთვის მთლიანად გადაღებულია 440 სერია, მათ შორის საქართველოში მომხდარი ამბებიც:(ქურდი-რეცედიცისტის ანატოლი ბეცის ამბავი, "მეღვინეების საქმე", ყალბი ფულისმჭრელი, სოხუმის ციხის ბუნტი და სხვა)

image



0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0