x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"და მაინც, საიდან მოდის ?..." - მსოფლიოს მიერ აღქმული "ქართული სილამაზე "
ქართული სილამაზე არაერთხელ მოქცეული მსოფლიო ყურადღების ცენტში.

საქართველოში მოგზაურობდნენ და თან მიჰქონდათ შთაბეჭდილებათა დიდი სკივრი, სავსე ჩვენი ქვეყნის გასაოცარი ბუნებით, განსაკუთრებული ხალხითა და ქართული სილამაზით.


*ემილია მეილს ზარენბა (პოლონელი ფოტოგრაფი):

“მე გადავუღე სურათი ერთ–ერთ ქართველ გოგონას მცხეთაში, ის სხვა ქართული სილამაზეების წარმომადგენლებთან ერთად იდგა სვეტიცხოველთან და მეგობრის ჯვრისწერის ცერემონიას ელოდებოდა.

აღვნიშნავ, რომ ქართველი ქალების სილამაზე ზღვარს სცილდება, მათ იციან საკუთარი თავის მოვლა და ლამაზად ჩაცმა, რაც მთავარია უმეტესობა მათგანი საკმაოდ განათლებულია.

ეს არის ქვეყანა არა მარტო ულამაზესი ხალხით, არამედ ულამაზესი ბუნებითა და უმდიდრესი წარსულით."



image


*იტალიელი მოგზაური ჟუზეპე გიუდისი :

“საქართველოს ქალს ვახასიათებ, როგორც ექსტრემალურად ულამაზესს მთელს მსოფლიოში, აქ ადამიანს ყველაზე მეტი მოთმინება სჭირდება, რათა მათი სილამაზის გამო ცდუნება და კონტროლის დაკარგვა ძალიან ადვილია.”


*იოჰან ვინკელმანი, გერმანელი არქეოლოგი:

“იშვიათად მოიძებნება ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ამდენი ლამაზი და კარგი შესახედაობის ხალხი ცხოვრობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ სჩვევიათ საკუთარ სილამაზეზე ხმამაღლა საუბარი”.


*იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840)

„კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მხედველობაში მაქვს საქართველო.“

image


*ოლეგ პანფილოვისთვის
(აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვისბიუროს ხელმძღვანელი)

კი ქართველი ბავშვი არის უსაზღრვრო აღფრთოვანების ობიექტი

აი, რას წერს ის

image

- "წერილი საქართველოდან"

...არასოდეს მინახავს საქართველოში ულამაზო ბავშვი და ყოველთვის მიკვირს, რატომ? ამბობენ რომ ისინი სიყვარულით იბადებიან! არ იგულისხმება თავად მუცლადყოფნის პროცესი, ლაპარაკია იმ სიყვარულზე, რასაც მშობლები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ... ცისფერთვალება ანგელოზები, შავთვალა ცელქი პატარები საქართველოს სიამაყეები არიან...

მათ მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს იჩენენ!"



მაინც რისი ბრალია ასეთი გამორჩეული მახასიათებლობა? ამ კითხვაზე პასუხს ყველაზე სრულყოფილად ალბათ, რასოლოგიისა და ანთროპოლოგიის ბუმბერაზი წარმომადგენელი ფრიდირიხ ბლუმენბახი იძლევა:

image

"კავკასიის დიდი ხნის შესწავლის შემდეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ საქართველოში არა მარტო კავკასიის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ქალები და პატრიოტი კაცები ცხოვრობენ.

ხშირად მეკითხებიან, რამ გამოიწვია ქართველი ადამიანის სახის

ნაკვთების ასეთი სილამაზე, მისი ჩამოყალიბება. პასუხი ცხადია, როგორც გავარკვიე და რასაც ჩემი თვალებით ვხედავდი – ქართველი მამაკაცები ერიდებიან უცხო ტომელებთან შეუღლებას და ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები თითქმის არ მიჰყვებიან ცოლად უცხოტომელებს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეს გამოწვეულია არა მარტო პატრიოტიზმით და ჯიშის შენარჩუნების სურვილით, არამედ, მათ უბრალოდ ძალიან მოსწონთ ერთმანეთი!

ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათთან ურთიერთობის დროს!

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ერი, რომელმაც კავკასიაში ყველაზე კარგად შეინარჩუნა თავისი სახე, ყველაზე ნაკლებად აღრია თავისი სისხლი უცხო სისხლთან.

ადრე ქართველ ბიჭებს და გოგოებს თურქები და სპარსები იტაცებდნენ თავისი ჯიშის გასაუმჯობესებლად და ეს არც მიკვირს, თვითონ თურქები და სპარსებიც აღიარებენ ამას.

საოცარი ერია, ქართველი კაცი და ქართველი ქალი სრულად ავსებენ ერთმანეთს."


ქართული სილამაზე ხშირად ექცეოდა მსოფლიო ელიტის ცენტში.

გავიხსენოთ ქართველი თავადის ასული, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე, რომელმაც 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და რომლის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილი .... იგი კოკო შანელის მოდელი გახლდათ…

image ფოტოზე: მერი შერვაშიძე

კოკო შანელის მოდელები იყვენენ ასევე: ქართველი თავადის ასული რიმა ერისთავი, მელიტა ჩოლოყაშვილი და მისი ქალიშვილზე ლილია ზელენსკაია.

image ფოტოზე: ლილია ზელენსკაია


რადგან ქართული სილამაზის თემას განვიხილავთ, მკითხველს ერთ საინტერესო ფაქტს შევახსენებ.

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რომის პაპ იოანეს ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი მოუთხოვია, რადგან სხვადასხვა ქვეყნების ტიპურ სახეებს აგროვებდა.

მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავასა და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს.

პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივეს სილამაზის მიმართ და უთქვამს:

ესენი : მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა – დიდებული ევროპაა;
ო, ეს - ლიანა ასათიანი – მშვენიერი აღმოსავლეთი;
აი, ეს სახე კი - დოდო ჭიჭინაძე, მგონი, მართლაც ქართულიაო“...

image ფოტოზე : დოდო ჭიჭინაძე

სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს...

პასუხგაუცემელი კი მარადიულად რჩება კითხვა, რომელიც გოგლა ლეონიძემ ჩვენ ყველას ერთად დაგვისვა:

"და მაინც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის..."

image
ფოტოზე : ლიკა ქავჟარაძე



1
1295
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1295
  
2019, 28 მაისი, 14:32
ეს ასე კი არის მარა დღეს საართველოში ქართული გვარით( უგვაროდაც) ხვა წარმოშობის ხალხი დადის, ტუმც წარმოშობა მათ სახეზე ააწერიათ, ქართველები სანტრელი გამხდარან საკუტარ ქვეყანაში, სამწუხაროდ
0 1 1