x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ათეიზმის ტალღა წალეკვით ემუქრება კაცობრიობას - პეტრე კოლხის სკანდალური სტატუსი

image



სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს.


"ვეთანხმები იმ აზრს, რომ ათეიზმის ტალღა წალეკვით ემუქრება კაცობრიობას. ჯანსაღი ათეიზმი არ არის გამაღიზიანებელი, მაგრამ ქილიკი და სარკაზმი ძალიან ცუდი მოსასმენია... დიდმა ქვეყნებმა შეიძლება მსგავსი პრობლემა დაიტიოს, ჩვენთვის ეს “ქარიშხალი" დამანგრეველია...
ისე კი, არაფერი ხდება უმიზეზოდ...
ჩვენში ათეიზმზე მეტად ნიჰილიზმი, ეგზიზსტენციალიზმი, უიმედობა, სტერსი, დეპრესია არის გაბატონებული...
თუ სწორად დავაკვირდებით, ხელისშემწყობ ფაქტორებს აუცილებლად დავინახავთ...
რაც ყველაზე მეტად გულს მიკლავს და სევდაში მაგდებს არის ის, რომ ერთი სასულიერო პირი მეორეს არ ინდობს და მიწასთან ასწორებს... ზურგსუკან, სხვების თანდასწრებით ძირს უთხრის, პირში კი აფერისტილად უღიმის ან იუდას კოცნით ეამბორება...
როცა ამას ნაკლებად მორწმუნე მოისმენს და დაინახავს, ცხადია, მღვდლის მიმართ ყველანაირი კრძალვა და პატივისცემა ეკარგება...
თვითკრიტიკა ყველაზე სწორია, ყველაზე ჯანსაღი და მომგებიანი...
თუ დღეს ადამიანები ტაძარში იშვიათად მოდიან, ან საერთოდ არ მოდიან, იქნებ ჩვენ ვართ დამნაშავე?!
ღვთისმსახურება მარტო კვერექსების დაზეპირება და პანაშვიდების გადახდა არ არის...
საქმეს, რომელსაც ემსახურები, აუცილებლად სიყვარული უნდა ახლდეს... გაქრა, აღარ არის სიყვარული...
მღვდლები ერთმანეთის ლანძღვით და შეურაცხყოფით არიან დაკავებულნი, ვის სცალია ეკლესიაში სანუგეშოდ მისული ადამიანისთვის?!
ათეიზმი?! ეს ძალიან ცოტაა!.. მე ის მიკვირს, ქვებს რომ არ გვესვრიან...
ჩვენში თუ არ დავინახავთ პრობლემას, მერე კი არ შევეცდებით გამოსწორებას, არც ქვები აგვცდება!.."- წერს პეტრე კოლხი.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0