x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Tbilisi Open Air წარმოგიდგენთ - Tbilisi Newcomers
image


Tbilisi Newcomers ახალბედა, ნიჭიერი მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტიTbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა. ბენდები და მუსიკოსები, ჟანრის მიუხედავად, განაცხადის ფორმას ავსებენ. განაცხადების ავტორმუსიკოსთა შოუქეისის შემდეგ ფინალური ლაივ კონცერტის მონაწილეები ვლინდებიან. გამარჯვებული პროექტი კი ფესტივალის მთავარ სცენაზე დაკვრის უფლებას იღებს.


Tbilisi Newcomers 2019-ში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მისამართზე http://tbilisiopenair.ge/newcomers უნდა შემოიტანონ. გამოგზავნონ 3 საავტორო ნამუშევარი, ბენდის/პროექტის აღწერა და ფოტოსურათი/ბრენდბუქი. განაცხადების მიღება 3 მაისის ჩათვლით გრძელდება.


9 დ 10 მაისს “ხიდში“ შოუქეისები გაიმართება, ფინალური ლაივ კონცერტი კი 26 მაისს ჩატარდება. Newcomers-ის გამარჯვებული პროექტი Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაკვრის შანსს მიიღებს. Singer Stage კი 2 ფავორიტ პროექტს მისცემს დაკვრის საშუალებას.



წლევანდელი Newcomers-ის მონაწილეთა ნამუშევრების მოსმენას ამ ლინკზე შეგიძლიათ - Tbilisi Newcomers 2019.


Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული სხვადასხვა წლებში გახდნენ LOUDspeakers, Bedford Falls, Lua, Killages…


Tbilisi Open Air კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია. 2019 წელს ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში ჩატარდება. Open Air-ზე წელს Franz Ferdinand-ის, Mogwai-ს, Rhye-ს, Michelle Gurevich-ის, The Subways-ის, David August-ის, 1200 Mics-ის, მწვანე ოთახის და არაერთი საერთაშორისო, თუ ქართველი მუსიკოსის მოსმენას შეძლებთ.



0
5
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0