x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134428
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 15 გიჟური ისტორია წარსულიდან
image
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბევრი უცნაური რამ მოხდა; ზოგი რამ იმდენად გიჟურად ჟღერს, რომ ფილმის ან მულტფილმის შინაარსს ჰგავს. მაგალითდ, მე-15 - მე-19 საუკუნეებში ევროპელები მუმიებს ყიდულობდნენ, რათა მათგან წამლები შეექმნათ. 150 წლის წინ კი ინჟინრებმა ჩიკაგოს ყველა შენობა რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ასწიეს.


სტატიაში გთავაზობთ ისტორიებს, რომლებიც ერთი შეხედვით გიჟურად მოგეჩვენებათ, მაგრამ რეალურად მოხდა.








15. ბაბუინი ოფიციალურად მუშაობდა რკინიგზაზე.

1880-იანებში სამხრეთ აფრიკაში ბაბუინი, სახელად ჯეკი, რკინიგზის მესიგნალე ჯეიმსის ასისტენტად მუშაობდა. ჯეიმსს ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა, ამიტომაც ბაბუინს ასწავლა, როგორ დახმარებოდა რკინიგზის სიგნალის მიცემაში; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა.


ერთხელ მგზავრებმა იჩივლეს იმის შესახებ, რომ რკინიგზას მაიმუნი მართავდა. ჩატარდა ოფიციალური გამოძიება, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ბაბუინს ჰქონდა საკმარისი უნარები იმისთვის, რომ ოფიციალურად ემუშავა. მისი ხელფასი დღეში 20 ცენტს შეადგენდა. 9 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ჯეკს ერთი შეცდომაც არ დაუშვია.


image








14. ეგვიპტეში ძალიან მარტივი იყო მუმიის ყიდვა.

მე-11 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი და ექიმი Avicenna აღწერს მუმიჯოთი მკურნალობის მეთოდებს. ადამიანმა, რომელმაც მისი ნაშრომები გადათარგმნა, შეცდომა დაუშვა და ისე გამოვიდა, თითქოს ექიმი მუმიებისგან ამზადებდა წამალს. ასე რომ, მე-15 საუკუნეში ეგვიპტეში დაბალზამებული გვამების გაყიდვა დაიწყეს.


ევროპელები ყიდულობდნენ მუმიებს, მარხავდნენ მათ მიწაში და იყინებდნენ როგორც სამედიცინო დანიშნულებით, ასევე ყავისფერ საღებავად. ეს მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ხდებოდა, როცა ევროპულმა მას-მედიამ მუმიებთან დაკავშირებული მითების დამსხვრევა დაიწყო.

image








13. მსოფლიოში ყველაზე გრძელი კონცერტი ახლაც მიმდინარეობს.

2001 წელს ყოფილ წმინდა ბურჩარდის ეკლესიაში ჰალბერშთადში, გერმანიაში, ჯონ ქეიჯის მუსიკალური პიესის As Slow As Possible ორგანზე შესრულება დაიწყეს. ორიგინალი ვერსია მხოლოდ 20 წუთს გრძელდება, მაგრამ კომპოზიტორის მიმდევრებმა გადაწყვიტეს, დაკვრა 639 წლის განმავლობაში გაეგრძელებინათ. გუნდის შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება, პიესის დაკვრის დამთავრების თარიღად კი 2640 წელია დათქმული. ის ისტორიაში ყველაზე გრძელ კონცერტად მიიჩნევა.

image








12. იაპონელი პარტიზანი 30 წლის განმავლობაში უარს ამბობდა დანებებაზე, რადგან ეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

1945 წელს იაპონელმა ოფიცერმა ჰიროო ონოდამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფილიპინების ჯუნგლებში იბრძოდა, მიიღო შეტყობინება, რომ ომი დამთავრდა. ონოდამ გადაწყვიტა, რომ ეს მტრის მოფიქრებული პროპაგანდა იყო და თავის 3 ჯარისკაცთან ერთად განაგრძო აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლა.


2 ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა, 1 მოკლეს, თავად ჰირუ ონოდა კი ჯუნგლებში თითქმის 30 წელი დარჩა. 1974 წლის თებერვალში, ის იპოვეს და ხელისუფლებას გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ მან ფილიპინელი ჯარისკაცები დახოცა, გაითვალისწინეს ამის ჩადენის გარემო პირობები და ონოდა სახლში დააბრუნეს. ის სიკვდილით დასჯას გადაურჩა.

image








11. პარაპლანით მფრინავი ერთუჯრედიან გროვა-წვიმის ღრუბელში (cumulonimbus cloud) იყო და გადარჩა.

2007 წლის 14 თებერვალს 35 წლის ევა უისნიერსკა პარაგლაიდერით ფრენის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, რომელიც ავსტრალიაში ტარდებოდა. ფრენის დროს ის თითქმის 10 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა და ერთუჯრედიან გროვა-წვიმის ღრუბელში მოხვდა. ექსტრემალური სიცივისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო მან გონება დაკარგა.


40 წუთის შემდეგ მისმა პარაპლანმა დაშვება დაიწყო. მან გაიღვიძა, როცა მიწიდან დაახლოებით 7 კილომეტრის სიმაღლეზე იყო. ევამ მოახერხა ღრუბლიდან თავის დაღწევა და პატარა ფერმასთან უსაფრთხოდ დაშვება. მართალია, სხეულის ნაწილები მოყინული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც გადარჩა.

image

image







10. კაცმა თვითმფრინავი შუა ნიუ-იორკში დასვა.

ამერიკელმა პილოტმა თომას ფითზპატრიკიმ მოახერხა, თვითმფრინავი ნიუ-იორკის ქუჩაში ორჯერ დაესვა. პირველად მან ეს 1956 წლის 30 სექტემბერს გააკეთა. მას ადგილობრივ ბარში ნიძლავი ჰქონდა დადებული, რომ ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკში თვითმფრინავით 15 წუთში ჩაფრინდებოდა. თომასმა აეროდრომიდან მოიპარა თვითმფრინავი, გადაფრინდა ნიუ-იორკში და ბართან ახლოს დაეშვა. ის 100 დოლარით დააჯარიმეს.


2 წლის შემდეგ სხვა ბარის ბარმენმა არ დაიჯერა თომასის ისტორია, ამიტომაც მას მოუწია, ისევ მოეპარა თვითმფრინავი და იგივე გაემეორებინა, რისთვისაც 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

image








9. პინგვინს ანიმეს სილუეტი შეუყვარდა.

2007 წელს იაპონიის ტობუს ზოოპარკმა 11 წლის ჰუმბოლდტის პინგვინი, სახელად გრეიპ-კუნი იყიდა თავის მეწყვილე - მიდორისთან ერთად. ისინი ერთად 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ მიდორიმ გრეიპ-კუნი უფრო ახალგაზრდა პინგვინის გამო მიატოვა. მარტო დარჩენილმა გრეიპ-კუნიმ ძალიან მოიწყინა.


თუმცა, 2017 წლის აპრილში გრეიპ-კუნის ყურადღება ანიმეს სილუეტმა ჰულულუმ მიიპყრო, რომელიც დამთვალიერებლების მოსაზიდად დადგეს. გრეიპ-კუნი საათობით ცდილობდა, მიწვდენოდა ჰულულუს. ის სოციალურ მედიაში დიდად პოპულარული გახდა, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და იმავე წელს გარდაიცვალა.

image








8. ჩიკაგო რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა ასწიეს.

ჩიკაგო დაბალ, ჭანჭრობიან ადგილას მდებარეობს, ამიტომაც წარსულში წვიმის შემდეგ აქ ფეხით სიარული შეუძლებელი იყო. 1856 წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მთელი ქალაქი რამდენიმე სანტიმეტრით აემაღლებინა და ახალი წყლის მილები დაემონტაჟებინა.


1860-იანებში ინჟინრებმა ხრახნიანი დომკრატების დახმარებით უზარმაზარი ნაგებობები და რამდენიმე ტროტუარი მაღლა ასწიეს. გასაოცრად, ამას ქუჩებში და თავად ნაგებობებს შიგნითაც ყოველდღიური ცხოვრება არ შეუფერხებია. ასე რომ, როცა მუშები მაღაზიას მაღლა სწევდნენ, მის შიგნით მყიდველები შოპინგს განაგრძობდნენ ისე, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო.

image








7. ფოსტალიონი 33 წლის განმავლობაში აშენებდა სასახლეს ქვებისგან, რომლებიც სამსახურის დროს შეაგროვა.

ფერდინანდ შევალი ფრანგი ფოსტალიონი იყო, რომელიც წერილების გადაცემის დროს გზაში უჩვეულო ქვებს აგროვებდა. 1879 წლიდან დაწყებული 33 წლის განმავლობაში ამ ქვების გამოყენებით ის სასახლეებს აგებდა. როცა 1912 წელს სამუშაო დაასრულა, ფოსტალიონმა ითხოვა, ნაგებობის შიგნით დაეკრძალათ. იმის გამო, რომ ეს საფრანგეთში არალეგალური იყო, მან კიდევ 8 წელი გაატარა ადგილობრივ სასაფლაოზე მავზოლეუმის შენებაში.


ეს ნიჭიერი კაცი 1924 წელს გარდაიცვალა, მავზოლეუმის აშენებიდან 1 წლის შემდეგ. სხვათა შორის, მან სიკვდილამდე აღიარება მოიპოვა პაბლო პიკასოსგან და ანდრე ბრეტონისგან. მოგვიანებით, მისი ორივე შედევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ცნეს.

image








6. სელაპმა ლაპარაკი ისწავლა.

1971 წელს ბოსტონის აკვარიუმში მოიყვანეს სელაპი, რომელსაც სკოტი დანინგი ზრდიდა. კაცი სელაპთან ერთად რამდენიმე თვე ცხოვრობდა და მას ჰუვერს ეძახდა. სელაპმა ადამიანის საუბრის იმიტაცია ისწავლა. მართალია, მისი ლექსიკონი საკმაოდ შეზღუდული იყო, მაგრამ ჰუვერი ნაცნობ სიტყვებს კარგად გადმოსცემდა. მას შეეძლო, ადამიანები ახლოს მიეხმო და ეთხოვა მათთვის, მისი სახელი ეთქვათ. ასევე, შეეძლო ეყვირა “Get out of there” (გაეთრიეთ აქედან)!


თავდაპირველად, როცა ჰუვერი აკვარიუმში მოხვდა, 5 წლის განმავლობაში ხმას არ იღებდა. შემდეგ კი, როცა თავი კომფორტულად იგრძნო, დაიწყო ისეთი ფრაზების თქმა, როგორიცაა “Hello, there” (გამარჯობა)! და “Come over here” (მოდი აქ)! ამის წყალობით, ჰუვერი გახდა მსოფლიოში პირველი ძუძუმწოვარი, რომელმაც საუბარი შეძლო.








5. კაცი 40 წლის განმავლობაში აშინებდა ხალხს.

დევიდ ჯონსონი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის ცნობილია, როგორც ბუშმენი. 1980 წელს მან გადაწყვიტა, უჩვეულო გზით ეშოვნა ფული. დევიდი იმალება ევკალიპტის ტოტებს უკან, ელოდა ადამიანებს, რომლებიც შეუმჩნევლად ჩაუვლიან და აშინებს მათ "უგა-ბუგა"-ს ძახილით. უკვე 40 წელია, ბუშმენი ამ გზით ართობს ხალხს. ის წელიწადში დაახლოებით 60 000 დოლარს შოულობს. ქვევით მისი პერფორმანსის ერთ-ერთ ვიდეოს გთავაზობთ.

image







4. მორი ტბაში 120 წლის განმავლობაში ტივტივებდა.

ორეგონში არის ადგილი, რომელსაც კრატერის ტბას ეძახიან. უკვე 120 წელიწადზე მეტია, მასში მორი ტივტივებს. მისი "მოგზაურობის" საწყის თარიღად 1896 წელი მიიჩნევა, როცა ის გეოლოგმა იოზეფ ს. დილერმა აღმოაჩინა. ეს თითქმის 1 მეტრიანი მორი ყოველთვის ვერტიკალურ პოზიციაშია.


სავარაუდოდ, მორი ტბაში ზვავის შემდეგ მოხვდა და ყინულივით ცივმა წყალმა ფორმა შეუნარჩუნა, არ მისცა დაფშვნის უფლება. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ თვითონ ხე სულ ცოტა 450 წლის მაინც იქნება.

image








3. კაცი მეტეოზონდით 4500 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

1982 წელს კალიფორნიელმა ლარი უალტერსიმ გადაწყვიტა, დირიჟაბლი შეექმნა ჩვეულებრივი ეზოს სკამისა და 45 ჰელიუმით გაბერილი მეტეოზონდისგან. მან თან წაიღო რადიო, სენდვიჩები და იარაღი (სურდა, მიწაზე ბუშტების თოფით გახეთქვის შედეგად დაშვებულიყო). ის მხოლოდ 10 მეტრის სიმაღლეზე აფრენას გეგმავდა, მაგრამ თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. ლარის ბუშტების გახეთქვა შეეშინდა, ამიტომაც ჰაერში 14 საათის გატარება მოუწია.


ცაში ყოფნის 45 წუთის შემდეგ, უალტერსიმ რამდენიმე ბუშტს ესროლა. ის ნელა ეშვებოდა ძირს, სანამ ბუშტები დენის კაბელებში არ აიხლართა. კაბელები გაწყდა, რამაც ელექტრობის გათიშვა გამოიწვია. საბედნიეროდ, კაცი გადარჩა. მიწაზე დაშვების შემდეგ ის 1500 დოლარით დააჯარიმეს და დარვინის პრიზით დააჯილდოვეს.

image








2. კატა, სახელად დასტი, კლეპტომანი გახდა.

2011 წელს კალიფორნიელი კატა, სახელად დასტი, პოპულარული გახდა კლეპტომანიის წყალობით. მას შემდეგ, რაც სახლში მეზობელი ბაღებიდან 600-ზე მეტი ნივთი შემოზიდა, ზედმეტსახელად კლეპტო-კატა შეარქვეს. დასტი იპარავდა მანქანის გასარეცხ ხელჯაგებს, ღრუბლებს, ჭურჭლის საწმენდ ნაჭრებს, ფეხსაცმელებს, წინდებს, ხელთათმანებს, საცვლებს, წინსაფრებს, სათამაშოებს, უსაფრთხოების ნიღბებს, საცურაო კოსტუმებს და ა.შ. როგორც წესი, კატა "დანაშაულს" ღამით ჩადიოდა. მისმა პატრონებმა Animal Planet-ის გუნდთან ერთად დასტის ქმედებების კამერაზე ჩაწერა მოახერხეს.








1. ქალმა თქვა, რომ კურდღლები გააჩინა და ექიმებმაც დაუჯერეს.

1726 წელს ინგლისელმა მერი ტოფტიმ მოახერხა, ექიმები დაერწმუნებინა, რომ კურდღლები გააჩინა. სინამდვილეში, ის მართლაც იყო ორსულად, მაგრამ ნაადრევად იმშობიარა. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ ცხოველების სხვადასხვა ნაწილი დაბადა, რამაც ადგილობრივი ქირურგი ჯონ ჰოვარდი ძალიან დააინტერესა. მან ამ საქმის გამოძიება დაიწყო. აიღო ქალის "დაბადებული" ხორცის ნაჭრები, რომლებიც, როგორც ამტკიცებდა, კურდღლებს ეკუთვნოდა და ამაში ფიზიკოსებიც დაეთანხმნენ. როცა მეფემ შემთხვევის შესახებ გაიგო, საუკეთესო ექიმები გაგზავნა ამ საქმის გამოსაკვლევად.


რამდენიმე გამოძიებისა და კვლევის შემდეგ ქალი გამოტყდა, რომ იტყუებოდა და ჯონ ჰოვარდს ქრთამს აძლევდა. სინამდვილეში, მან "გააჩინა" კურდღლები, რომლებიც მეუღლემ აჩუქა.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ წარმოედგინათ ჩვენს წინაპრებს მომავალი 100 წლის წინ - 17 გიჟური ილუსტრაცია

image


2. 14 ცნობილი ისტორიული ფოტო, რომელიც სინამდვილეში ყალბია

image


3. არასწორი თარგმანის 6 მაგალითი, რამაც კაცობრიობა შეცდომაში შეიყვანა

image

0
1482
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0