x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"დედამიწა ისევ შედის უარყოფით ენერგოველში, იყავით მზად"- ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
image


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ.


ცაგარელის თქმით, დედამიწა ისევ შედის უარყოფით ენერგოველში, ეს პროცესი გასტანს 7 მაისამდე, ამიტომ სიტუაცია ისევ დაიძაბება, ბევრი იქნება წინაღობები, ბარიერები, კონფლიქტების და გაუგებრობის ტენდენცია, როგორც სახლში ისე სამსახურში მოიმატებს.


"შესაძლოა იყოს ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხე, არ არის გამორიცხული სიტუაცია დაიძაბოს სამსახურეობრივ სფეროში. შესაძლოა სხვადასხვა სახის მოულოდნელობებმა იჩინონ თავი. ამიტომ იყავით მზად ამ მოულოდნელობებისგან, რადგან მე ზუსტად ვერ გეუბნებით რა სახის შეიძლება იყოს ის. მოულოდნელობის კვირა რომაა, ეს უდაოა და იმედი ვიქონიოთ რომ ეს სასიამოვნო სიურპრიზები იქნება."



გთავაზობთ თოთოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს.


ვერძი - საკმაოდ დაძაბული ხართ, ენერგოტონუსი კლებულობს, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ. ტრავმულმა და კონფლიქტურმა სიტუაციებმა იჩინონ თავი. ელოდეთ პროვოკაციების ზრდას, შესაძლოა სხვადასხვა კონფლიქტის პროვოცირება მოხდეს, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. ჯანმრთელობის პრობლემები მატულობს. შესაძლოა სერიოზული შეცდომები დაუშვათ. არავითარი სერიოზული ხელშეკრულებები და კაპიტალდაბანდებები.


კურო - ეს ნიშანი ფავორიტია, შესაბამისად ენერგოტონუსი მაღალია. მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებულია, შესაძლებლობები წარმატების უდაოდ მაღალი აქვს ამ კვირაში, მაგრამ წყალქვეშა დინებები, მათ ცხოვრებაშიც შეიტანენ გარკვეულ პრობლემებს. იყავით ცოტა პრაგმატული მოქმედებისას, ალბათობა კონფლიქტებისა როგორც სახლში, ასევე სამსახურში მატულობს. არ არის გამორიცხული ამ კვირაში სხვადასხვა ფინანსურმა დანაკარგებმაც იჩინონ თავი. ჯანმრთელობას რაც შეეხება, უმჯობესდება.


ტყუპები - თქვენთვის რთული პერიოდია, ენერგოტონუსი არასტაბილურია, შინაგანი მერყეობა მატულობს თქვენში, რის გამოც დროული არჩვეანის გაკეთება გაგიჭირდებათ, ნუ იქნებით ზედმეტად შეუპოვარი, თორე შესაძლოა სხვა ზოდიაქოს ნიშნები გამოიწვიოთ. არ არის გამორიცხული სიყვარულსა და ინტიმურ პარტნიორებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. ფრთხილად იყავით ფულთან. თქვენთვის წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენს ზურგსუკან უფრო და უფრო მოიმატებენ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.


კირჩხიბი - კონფლიქტური, დაძაბული პერიოდია, მიუხედავად იმის, რომ ენერგოტონუსი მდგრადია. ინტუიცია მზარდია, მაგრამ სხვა სახის დაძაბულობებია მოსალოდნელი, მაგალითად პარტნიორების დამოკიდებულება თქვენდამი დაიძაბება. შესაძლოა ხელშეკრულება და მოლაპარაკება შეიცვალოს, ან არ შესრულდეს. თუმცა 7 რიცხვის შემდეგ ყველაფერი გაგიადვილდებათ, მაგ დრომდე კი ეცადეთ შეცდომები არ დაუშვათ.


ლომი - რთული პერიოდი გაქვთ 7 მაისამდე, კონფლიქტების ალბათობა, კოლეგებთან მიმართებაში, მატულობს. სამსახუროებრივი უსიამოვნებები შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე. შესაძლოა აღმოჩნდეთ ჭორების და ინტრიგების წინაშე. ეცადეთ აკონტროლოთ სიტუაცია თქვენს ირგვლივ და სხვები თქვენს გეგმებში არ ჩართოთ. ყველაზე კარგი იქნება არ გათქვათ თქვენი ინფორმაცია, რათა ხელი არ შეუშალონ ამ იდეას განხორციელებაში.


ქალწული - მიუხედავად იმის რომ ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული, ფრიად ორგანიზებული და აქედან გამომდინარე შანსების მიღების ტენდენცია არის, მაინც შესაძლოა წყალქვეშა დინებებმა შეაფერხოს და პრობელმები შეუქმნას ამ ყველაფერს. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან იყავით რაც შეიძლება ფრთხილად, მოვერიდოთ მათთან კამათს, წინდახედულად ვიმოქმედოთ და ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ. მშვიდად გავიაროთ ეს პერიოდი.


სასწორი - მოდი ვთქვათ რომ კონფლიქტების დროა, სასწორებს მართებთ თავისი საფირმო თვისებების, ანუ დიპლომატიის, თავდაჭერის და თავდაჯერებულობის გზით კომპრომისების მიღწევა, სხვანაირად კონფლიქტებს ვერ გაექცევით, შესაძლოა თქვენც აღმოჩნდეთ ამის მაპროვოცირებელი. ნებისმიერი პარტნიორი, საქმიანი თუ სასიყვარულო, შესაძლოა გახდეს გარკვეული დაპირისპირების ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ ამ პერიოდში აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ და პრობლემები არ შეიქმნათ.


მორიელი - ერთის მხრივ, მორიელი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ენერგოტონუსი მაღალი აქვს, მაგრამ ცის კაბადონზე ნეგატიური ასპექტები პლანეტებისა მორიელზეც ახდენენ ზეგავლენას, რაც გააძლიერებს იმპულსურობას, აგრესიას რაც შექმნის დაძაბულობას, მათ შორის, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან, მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ, ნუ ეცდებით ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღებას.


მშვილდოსანი - მაქსიმალურად ეცადეთ რომ ცოტა კულისებს მიღმა იმოქმედოთ, რადგან ემოციურობა ხელს შეუშლის თქვენს გეგმებს განხორციელებაში. ზედმეტად ნუ იხმაურებთ და ეს იქნება თქვენთვის უფრო წარმატებული. დოკუმენტებთან იყავით ყურადღებით, რადგან შეცდომების დაშვების ტენდენცია საკმაოდ მაღალია და ეს შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ფაქტორი გახდეს შემდგომ.


თხის რქა - ენერგოტონუსის მიუხედავად, გაგირთულდებათ ყოველდღიური საქმიანობა. დროდადრო შეიძლება მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინონ თავი. მნიშვნელოვანია თანაბრად გადაანაწილოთ ფიზიკური რესურსები, რათა შემდგომში თავი არ იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა.


მერწყული - უმთავრესია სიმშვიდე. ეს პერიოდი მშვიდად გაიარეთ, ზედმეტი კონფლიქტების გარეშე, რაც მეტი ურთიერთობა გექნებათ ახლობლებთან, ბუნებასთან მით უკეთესი. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობებს. პერიოდი არ არის გადასარევი, რადგან ენერგოტონუსი დაბალია და ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს.


თევზები - მთლიანობაში კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მაღალია, ახლობლებათან ურთოერთობა იქნება საკმაოდ კარგი. შემოქმედებითი კუთხითაც პერიოდი საკმაოდ კარგია, მაგრამ ეს წყალქვეშა დინებები ქმნიან პრობლემას და მთავარი პრობელმა იქნება ხელმძღვანელ პირებთან კონფლქიტების მოგვარება, გმართებთ დიპლომატია და განსაკუთრებული ტაქტის გამოჩენა, მოერიდეთ კამათს. რაც მეტი კონტაქტი გექნებათ ბუნებასთნ, მით მეტად აუვლით გვერდს უსიამოვნებებს. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, არ არის სასურველი ახალი საქმის, ახალი სამსახურის დაწყება, მოერიდეთ ფინანსურ ხარჯს. რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და სწორად იმოქმედეთ.



0
3015
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3015
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0