x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 ამაზრზენი ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით
image


ამ ადამიანებს ჩვენ კარგად ვიცნობთ, ზოგიერთ მათგანს ვეთაყვანებით კიდეც. ალბათ, არ მოგვერიდება რომ თითოეულ მათგანს გენიოსიც კი ვუწოდოთ, რომლებმაც საკუთარი ნიჭისა და უსაზღვრო პოტენციალის წყალობით, საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. თუმცა მათი პირადი ცხოვრება, არც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, როგორც მათი შემოქმედებითი მიღწევები. მოდით, ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების იმ ათ ყველაზე საშინელ ფაქტს გავეცნოთ, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვქონდა.


image

1. ჩარლზ დიკენსი მეუღლეს, რომელმაც მას 10 შვილი გაუჩინა, მხოლოდ იმიტომ დაშორდა რომ 18 წლის ახალბედა მსახიობი გოგონა შეუყვარდა, მოგვიანებით მან რამდენიმე გაზეთში წერილიც კი გამოაქვეყნა, სადაც ყველაფერში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებდა და საკუთარი შვილების დედას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა.


image


2. ჰენრი ფორდი ნაციონალ - სოციალიზმის იდეოლოგიის გამტარებელი და მისი ერთგული თაყვანისმცემელი იყო. ცნობილია, რომ მან რამდენიმე წიგნიც კი გამოაქვეყნა, სადაც ის ანტისემიტიზმის თემას ეხებოდა.


image


3. ცნობილი საბავშვო წიგნების - "ლორაქსი", "როგორ მოიტაცა გრინჩმა შობა" და კიდევ სხვა არაერთი პატარების საყვარელი ნაწარმოების ავტორი - ექიმი სიუზი, ავადმყოფ მეუღლეს სწორედ მაშინ ღალატობდა, როცა ის საშინელი დეპრესიითა და სიმსივნით იტანჯებოდა. მეუღლის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში კი თავის საყვარელზე დაქორწინდა.



image


4. ადამიანები ფიქრობენ რომ თომას ალვა ედისონს მრავალი გამოგონება ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. მას იდეების გენერირებისთვის რამდენიმე ადამიანი ჰყავდა დაქირავებული, რომელთაც გროშებს უხდიდა, შემდეგ მათ "ფანტაზიებს" აპატენტებდა და საკუთარ იდეებად ასაღებდა. ასევე, ის ყველას არწმუნებდა, რომ მას ფორმალური განათლება არ ჰქონდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.


image


მაგალითად, ის არ იყო ნათურის გამომგონებელი, თუმცა მან და მისმა "გამოგონებების ფაბრიკამ" იდეალური ვარვარის ძაფის აღმოსაჩენად დიდი რაოდენობით მასალა მოიძია, და რაღა თქმა უნდა, ეს გამოგონებაც საკუთარ თავს მიაწერა.


5. ამერიკელი სენატორი, ტედ კენედი, მგზავრთან ერთად მანქანით ხიდიდან პირდაპირ წყალში გადავარდა, მან ავტომობილიდან გადმოძვრომა მოახერხა, თუმცა ისე სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და სასტუმროს ნომრისკენ გაეშურა, რომ 9 საათის განმავლობაში მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არც კი შეუტყობინებია, მგზავრი დაიხრჩო, თავად კი ორთვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.


image


როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, სენატორს ამ უბედური შემთხვევის შესახებ, დროულად რომ შეეტყობინებინა, მგზავრის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ის მანქანაში ცოცხალი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მხოლოდ მას შემდეგ დაიღუპა, რაც ჟანგბადის მარაგი დახურულ სივრცეში ამოეწურა.


6. ამერიკელ დრამატურგსა და პროზაიკოსს არტურ მილერს დაუნის სინდრომის მქონე ვაჟი ჰყავდა, რომელიც მან დაბადებისთანავე ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩააბარა და მას შემდეგ აღარც კი უნახავს, უფრო მეტიც, თავის მემუარებში მისი არსებობის შესახებ არც ერთხელ უხსენებია.


image


7. 1943 წელს ბენგალიში შიმშილის დროს, კანადამ, ამერიკამ და ავსტრალიამ ინდოეთს დასახმარებლად ხორბლის ექსპორტი შესთავაზა, მაგრამ უინსტონ ჩერჩილმა უარი განაცხადა, ვინაიდან ინდოეთს "საკმარისი" რაოდენობის საკვები თავად ჰქონდა, ამიტომ მთელი სანოვაგე ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გადააგზავნა, შედეგად კი ინდოეთის 3 მილიონი მოქალაქე შიმშილისგან დაიღუპა.


image


8. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 22 - ე პრეზიდენტმა, გროვერ კლივლენდიმ, გოგონა გააუპატიურა, შემდეგ კი, მას სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა თუკი ამ ამბავს ის ხელისუფლების ყურამდე მიიტანდა, მას შემდეგ რაც გოგონამ უკანონო შვილი გააჩინა, ის მას საქვეყნოდ ამცირებდა.


image


9. პაბლო პიკასომ თავისი პირველი მეუღლე ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა, იგივე ბედი მის რამდენიმე საყვარელსაც ეწია, რომელთაგან ერთ - ერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო დანარჩენი ორი კი გაგიჟდა.


image


10. ჯონ ლენონი თავად აღიარებდა რომ საკმაოდ სასტიკი ადამიანი იყო. ის საკუთარ მეუღლეს ხშირად სცემდა, ხოლო ვაჟის - ჯულიანის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას გამუდმებით იყენებდა.


image



0
1494
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1494