x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ აღინიშნებოდა საბჭოთა კავშირში 1 მაისი-მშრომელთა საერთაშორისო დღე+ ფოტომატიანე
image

ყველაფერი კი დაიწყო ჩიკაგოში, 1886 წელს, აშშ-ს
სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, კანადელ მუშათა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე, რომელიც ძალაში 1 მაისს უნდა შესულიყო, ამას შედეგად მოჰყვა ამბოხი და მუშათა გაფიცვები ჩიკაგოში.შედეგად მიტინგებს შეეწირა 6 მომიტინგე და 8 პოლიციელი, მთლიანობაში დაიჭრა 50-მდე ადამიანი.


ამ მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ, პარიზის კონგრესზე 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.


მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში და მთლიანად სოციალისტურ ბანაკში, რომელიც წმინდა პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა



ბედის ორონიით კი თვითონ აშშ-ში "წითლების შიშით" 1 მაისი როგორც უქმე დღე გააუქმეს, სამაგიეროდ სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებში მასიურად იმართებოდა მიტინგები.



საბჭოთა კავშირში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საპირველმაისო დემონსტრაციები წმინდა პროპაგანდისტული ხასიათის იყო, ან რა უნდა მოეთხოვათ "მშრომელთა დასაცავად" საბჭოთა მოქალაქეებს?, ასე რომ ეს უფრო “წითელი კარნავალი" იყო.



უფროს თაობას კარგად ახსოვთ, როგორც მიერეკებოდნენ ძალად

წარმოება-დაწესებულებებიდან თუ სკოლებიდან ხალხს, ურიგებდნენ ტრანსფარანტებს, დროშებს, ყვავილებს და ჩაივლიდნენ მოედანზე, ამ დროს კი საბჭოთა ჩინოვნიკები სახელდახელოდ მოწყობილ ტრიბუნაზე იდგნენ და ხელს უქნევდნენ დემონსტრანტებს.შემდეგ იმართებოდა სახალხო სეირნობა, ქუჩაში გამოდიოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები.


რატომ ასე პომპეზურად? იმიტომ რომ "საბჭოთა კავშირში და სხვა მოძმე სოციალისტურ ქვეყნებში ყველაზე ბედნიერი მუშათა კლასი არსებობდა, სადაც არ ირღვევა მშრომელთა უფლებები "ბურჟუებისგან" განსხვავებით", ასეთი იყო ლაიტმოტივი.

image
თბილისი

imageადიგენი
imageზუგდიდიimageთბილისიimageმახარაძე (ოზურგეთი)imageსაჩხერეimageტყიბულიimageქუთაისიimageქუთაისიimageხაშურიimage











ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა მსვლელობებს უბრალოდ მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.ლოზუნგები წმინდა პროპაგანდისტული იყო.




დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში 1 მაისობა და შესაბამისად უქმე დღეც გაუქმდა, სამაგიეროდ დღეს უკვე ჩიკაგოში და თითქმის მთელს აშშ-ში 1 მაისი დასვენების დღედაა გამოცხადებული და პროფკავშირების ლიდერები სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოდიან..ასე თითქმის მთელს მსოფლიოში-ქუჩები მუშათა უზარმაზარი დემონსტრაციებით ივსება.დღეისთვის 1 მაისი მსოფლიოს 142 ქვეყანაში ოფიციალურად აღინიშნება.



ბოლო წლებში 1 მაისს საქართველოში იმართება აქცია-მსვლელობები, რომელთა ძირითადი ორგანიზატორები თსუ-ს სტუდენტები და საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანება არის.

image



3
226
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
2019, 4 მაისი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 მაისი, 13:46
კაი გამახსენე,დავიწყებული მქონდა ეგ მარშიროვკები
2019, 1 მაისი, 22:30
"მარშიროვკები" რომ იყო და კვირეების მანძილზე გვავარჯიშებდნენ, კარგად და მწყობრში რომ გაგვევლო, ის გამახსენდა :)
0 1 3