x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საფრანგეთში სილამაზის კონკურსის მონაწილე ტრაგიკულად დაიღუპა

image
საფრანგეთში ტრაგიკულად შეწყდა სილამაზის კონკურსის "მის საფრანგეთის"მონაწილის, 22 წლის მორგან როლანდის სიცოცხლე.2017 წელს მორგანი "მის ვიცე-ლუარა" გახდა.


ტრაგედია ლუარას რეგიონში სოფლის გზაზე მოხდა, როდესაც გოგონა ველოსიპედით მისეირნობდა, მოულოდნელად მორგანს გზა მანქანამ გადაუჭრა, გოგონამ ველოსიპედი სხვა მხარეს მიმართა, რომ ავარია აეცდინა, იქ კი ველოსიპედიანად მისაბმელიანი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა, რა დროსაც ბორბლებმა ჩაითრია.image

მეხანძრეები პირველები იყვნენ, ვინც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, გოგონა ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანამდე იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს.



Miss France-ს გენერალურმა დირექტორმა სილვი ტელიერმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსი პოსტი გამოაქვეყნა:"როდესაც ბედისწერა გვართმევს 22 წლის გოგონას სიცოცხლეს, ჩვენ მხოლოდ ამ ტრაგედიით უნდა ვიყოთ დამწუხრებულები"image

მორგან როლანდი ადგილობრივ სახანძროში მუშაობდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გოგონა მოხალისედ ჩაეწერა სახანძრო სამსახურში, მთელი საფრანგეთის მეხანძრეები აპირებენ საგანგებო პატივი მიაგონ გოგონას, სახანძრო სამსახურის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე უამრავი პოსტები იდება ამ ამბავთან დაკავშირებით.

image

0
460
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0