x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ სწორად ბანანი?
ბანანი ის ტროპიკული ხილია, რომელიც შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს, ასევე აქვს უნარი, სწრაფად აღადგინოს სხეულის ფუნქცია ფიზიკური აქტივობის შემდეგ. ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას და ვიტამინი C-ს, თუმცა მისი ძირითადი ფასი კალიუმის შემცველობაა. 100 გრ ბანანი 350 გრ კალიუმს შეიცავს, ორგანიზმის სადღეღამისო ნორმა კი მხოლოდ 100 გრ-ია, კალიუმი ხომ ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს სჭირდება. გარდა ამისა, ბანანი ასევე შეიცავს რკინას, კალციუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს. ასე, რომ "ის" ძალზედ სასარგებლო ხილია.



image



როგორ შევარჩიოთ სწორად "კარგი" ბანანი?



ბანანი ყველანაირ კლიმატზე არ იზრდება, ის ტროპიკულ ქვეყნებშია და ამიტომ ნებისმიერი ფერმერის სათბურში მას ვერ წააწყდებით. ისინი აუცილებლად იმპორტირდება, თუმცა ბადებს ეჭვს, თუ რამდენად სანდოა და მავნე ნივთიერებებს ხომ არ შეიცავს ისინი? ამ ეჭვების გასაფანტად საჭიროა იცოდეთ შემდეგი ფაქტორები:



ხილის ფორმა - მას არ უნდა ჰქონდეს ნაოჭებიანი (ნაკეცებიანი) ფორმა.



ხილის კანი - მაღალხარისხიან პროდუქტს აქვს სწორი ფორმა და სრიალა, გლუვი კანი.


ხილის ფერი - სასარგებლო პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ნათელი ყვითელი ფერის. ის თუ მომწვანოა, უბრალოდ დამწიფება ვერ მოასწრო, თუმცა თუ დადებთ რამდენიმე დღე მშრალ ადგილას, მისი კანი გაყვითლდება (დამწიფდება).


შავი წერტილები - თუ ბანანის კანს აქვს შავი წერტილები, მათი მირთმევა უსაფრთხოა. ისინი აღნიშნავს, რომ ხილი საკმარისად მწიფეა და ვარგისი შესაჭმელად. (თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი კანით მხოლოდ იმდენი ბანანი უნდა შეიძინოთ, რამდენის ჭამასაც მოახერხებთ იმ დღესვე, მომდევნო დღეებისთვის ის უვარგისი გახდება).


შავი ლაქები - თუ ბანანს დიდი შავი ლაქები აქვს, ისინი არ იყიდოთ! ეს იმის მანიშნებელია, რომ მან გაფუჭება დაიწყო.


ნაცრისფერი კანი - თუ ბანანის კანი მონაცრისფროა, მაშინ ეს მიუთითებს რომ პროდუქტი განაყინია და არ იყიდოთ. (მსგავსი ფერის ბანანს ძირითადად ზამთრის სეზონზე შეხვდებით).



image



მნიშვნელოვანი ინფორმაცია: არ მიირთვათ მკვახე, მწვანე ფერის ბანანი, ვინაიდან მათში არაფორმირებული სახამებელია, რომელთა გადამუშავება თქვენს კუჭ-ნაწლავს გაუძნელდება და გამოიწვევს სიმძიმესა და საშინელ სპაზმებს დაგროვილი გაზების გამო.




ბანანის სიგრძეს არანაირი კავშირი არ აქვს მის სარგებლიანობასა და გემოსთან. უმაღლესი ხარისხის ბანანი 15-20 სმ-ია, მეორე ხარისხის კი მათზე ნაკლები სიგრძით, თუმცა მათი სიგრძე გემოსთან კავშირში სულაც არაა.


image

როგორ შევინახოთ სწორად ბანანი?



მწიფე ბანანი აუცილებლად 7-10 გრადუსამდე ტემპერატურის ქვეშ უნდა ინახებოდეს. ბანანი, რომელიც დამწიფების პროცესშია, 10-დან 13 გრადუსამდე ტემპერატურის ქვეშ. სიმწიფის მიხედვითა და შენახვის პირობების დაცვით, ბანანის შენახვა ერთი თვეა შესაძლებელი. არ არის რეკომენდებული ბანანის მაცივარში შენახვა, რადგან ისინი მალე შავდება და ლპება ნესტის დროს. თუ მაინც გადაწყვეტთ მის მაცივარში შენახვას, აუცილებლად განაცალკევეთ სხვა პროდუქტებისგან.


image


უკუჩვენებები: გარდა სარგებლიანობისა, ბანანს ასევე უკუჩვენებებიც გააჩნია. ვინაიდან ის დიდი რაოდენობით შეიცავს საქაროზას, მისი მირთმევა აკრძალულია დიაბეტის, ვარიკოზული დაავადებებისა და თრომბოფლებიტის მქონე პაციენტებისთვის.





იხილეთ აგრეთვე:



როგორ დავადგინოთ ასაწონი ტკბილეულის "ვადის" გასვლის თარიღი?image






იცოდით რას აღნიშნავს ხილზე დაკრული სტიკერები? აუცილებლად წაიკითხეთ!image





სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!image



0
494
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0