x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101489
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
7 ფრაზა, რომელიც არაფრით არ უნდა უთხრან მშობლებმა ბიჭებს - ეს არასწორია!
image


მშობლების დიდი სურვილია, ბიჭები ღირსეულ და ძლიერ მამაკაცებად აღზარდონ, ხშირად ესაუბრებიან მათ და არიგებენ, ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ ზოგჯერ ამ დარიგებების დროს იყენებენ ისეთ ფრაზებს, რაც არასწორი ან მოძველებულია. ბიჭებთან მიმართებით ჯერ კიდევ შემორჩენილია მოძველებული მიდგომა და სტერეოტიპები და ხშირად მშობლები ვერ აანალიზებენ, როგორ ანგრევენ მათ ფსიქოლოგიას, როცა ეუბნებიან - " ბიჭები არ ტირიან!", "გოგო ხომ არ ხარ, ასე რომ იქცევი.." და ა.შ.

წარმოგიგდენთ ფრაზებს, რომლებიც არაფრით არ უნდა უთხრათ თქვენს ბიჭებს.

1. ძალიან მგრძნობიარე ხარ!


უნდა გახსოვდეთ, რომ ბიჭსაც სჭირდება ემოციებისგან დაცლა და იმის გამოხატვა, რასაც გრძნობს, ემოციური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ფსიქოლოგები. თუ თქვენი ბიჭი მგრძნობიარეა, უნდა გიხაროდეთ, ხშირად ესაუბრეთ და აახსნევინეთ რას და რატომ გრძნობს, ეს ორივეს დაგეხმარებათ მომავალ ურთიერთობებში.

2. ბიჭები არ ტირიან!

ყველაზე ხშირად გამოყენებული ფრაზა. ხომ ხვდებით, რომ ეს სტერეოტიპია? დიახ, ბიჭები სწორედაც რომ ტირიან, მაგრამ ეს სირცხვილი სულაც არაა!

3. ასეთი რაღაცები გოგონებისთვისაა!

ადრეულ ასაკში ასეთმა ფრაზებმა შეიძლება თქვენი პატარას ფსიქოლოგია არასწორად განავითაროს, თქვენ უნდა დააკვირდეთ ბიჭის ქმედებას და თუ დაუშლით, ამას შეიძლება ბავშვის ჩაკეტილობა მოჰყვეს, აუცილებლად სცადეთ მასთან საერთო ენის გამონახვა, არასწორია მხოლოდ მითითებებით საუბარი.

4. რატომ არ შეგიძლია იყო უფრო...

ასეთი, ისეთი, მისნაირი და ა.შ. შედარებები ბიჭს თვითშეფასებას უქვეითებს. თუ გინდათ, რომ მაგალითი უჩვენოთ, უჩვენეთ ამ ფრაზის გარეშე, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ბავშვიც რაც არ უნდა პატარა იყოს, ის უკვე ინდივიდია.

5. გოგოსავით თამაშობ!

ისევ შედარება! აქ კიდევ ერთი პრობლემაა, როცა ამას ეუბნებით ბიჭს, ის ფიქრობს, რომ გოგო რაღაცით ნაკლებია ბიჭზე და ბიჭს უვითარდება უპირატესობის განცდა, ბავშვს თავიდანვე უნდა აუხსნათ, რომ ბიჭიც და გოგოც თანასწორუფლებიანი და თანაბარშესაძლებლობებიანია.

6. შენ უნდა მოიგო!

კარგია, ბავშვს მოტივაცია მისცეთ, მაგრამ "უნდა" მოგების აუცილებელობას უსვამს ხაზს, ეს კი არასწორი მიდგომაა. ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ "წაგება და მოგება ძმები არიან" და ხშირად, წაგებით მან შეიძლება უფრო მეტი ისწავლოს და შეიძინოს, ვიდრე მოგებით!

7. ბიჭები ყოველთვის ბიჭები იქნებიან!

ესეც არსწორი მიდგომაა, ნუ მისცემთ მას ასეთ უპირატესობას. ასწავლეთ, რომ ბიჭი და გოგო თანასწორია, თქვენ მას ასეთი ფრაზებით უპირატესობის გრძნობას გაუჩენთ, რაც მომავალში უფრო სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს.

0
1003
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0