x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
36 წლის "მოსკვიჩი-2140 რომელიც ფაქტობრივად ისევ ახალია
image

წინა ავტომომოხილვაში გაგაცანით 1977 წელს გამოშვებული "მერსედეს- 450 SLC AMG, რომელიც გერმანელმა ქალბატონმა იმდენად იდეალურად შეინახა, რომ სულ ახალთახალი გეგონებათ. ახლა გაგაცნობთ მოსკვიჩ-2140-ს, რომელიც ასაკის მიუხედავად, იდეალურად არის შენახული.

image

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 1983 წელს გამოშვებული "მოსკვიჩი-2140", ფაქტობრივად ახალი, რადგან გარბენი მხოლოდ 2027 კილომეტრი აქვს, მაგრამ აქ მარტო გარბენი არაა გადამაწყვეტი ფაქტორი, ავტომობილი აბსულუტურად ახალივით გამოიყურება, გეგონებათ ახლახან ჩამოვიდა კონვეირიდანო.


image

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც ავტომობილის მფლობელი ხანში შესული ქალია დნეპროპეტროვსკიდან. სხვადასხვა მიზეზის გამო ქალბატონი ავტომობილით ძალიან იშვიათად გადაადგილდებოდა, უმეტესად მანქანა იდგა ავტოფარეხში.

image

გარდა იმისა, რომ ავტომობილი იდეალურად არის შენახული, აღსანიშნავია ფერი - საფირმო ყვითელი, სახელწოდებით "მიმოზა", ამ ფრად "მოსკვიჩები" 1981-84 წლებში იღებებოდა.

image

ავტომობილის მთლიანი ძარა იდეალურ მდგომარეობაშია, დაჟანგვის პროცესის მისხალიც კი არ შეინიშნება, არც მტვერი, არც კოროზია. მეტიც, დღემდე შენარჩუნებულია ბამპერის ქვეშ მიკრული ტრანსპორტირებისთის განკუთვნილი რაღაც ქაღალდი.

image

"მოსკვიჩ"-2140-ის წარმოება 1975 წლიდან დაიწყო და გამოდიოდა 1988 წლამდე, გზადაგზა ხდებოდა მოდელის უმნიშვნელოდ მოდერნიზირება, მაგალითად, ამ მოდელის წინა ფანჯრები საჰაეროს გარეშეა, ასევე ავტომობილის ბორბლები ხუფების გარეშეა, აღსანიშნავია, რომ 1983 წლამდე "მოსკვიჩ"-2140-ის ძარა გერმანიიდან იმპორტირებული ფირმა AG Krupp-ის მეტალით მზადდებოდა, 1984 წლიდან კი"Запорожсталь" რკინის ფურცლებით ჩანაცვლდა.

image

image

შტამპი გვაუწყებს, რომ ავტომობილი 1983 წლის 13 აგვისტოს არის შეძენილი.

image

დიდი ხნის დგომის შემდეგ ავტომობილის რამდენიმე ტექნიკური მომსახურეობა დასჭირდა, პირველ რიგში გამოიცვალა აკუმულატორი და ტექნიკური სითხეები და რაც მთავარია, მას აქვს ორიგინალი, სულ ახალთახალი საბჭოთა საბურავები Ми-166.


36 წლის შემდეგ ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, იქოქება ადვილად ნებისმიერ ამინდში, მოტორი სტაბილურად გაწონასწორებულად მუშაობს, სიჩქარის კოლოფი იდეალურად მსუბუქად ირთვება, ერთადერთი - მუხრუჭებია ოდნავ სუსტი, პატარა პროფილაქტიკა სჭირდება ამ მხრივ.

image
image
image


ავტომობილში ელექტროობა და ნებისმიერი გადასართავი ღილაკი გამართულად მუშაობს, მათ შორის ორიგინალი რადიომიმღები А 373МЭ.

image

სანივთე უჯრაში ინახებოდა იდეალურად შენახული, საბჭოთა დროინდელი მზის სათვალე, რადიოს პასპორტი და საგზაო წესების წიგნი, აგრეთვე 1983 წლის გაზეთი. აქვეა აფთიაქიც.

image

image


image

იხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
445
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0