x
image
_K_
როგორ ცხოვრობდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე
image

1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ირანს უამრავი ცვლილება მოუტანა. ალბათ, ეს ცვლილებები ყველაზე აშკარად ქალების ჩაცმის სტილსა და ვარცხნილობაზე აისახა. ძველმა შაჰმა 1930-იანებში ირანში აკრძალა ვუალის (პირბადე) ტარება და ბრძანა, თუ საჭირო გახდებოდა, ძალით მოეხსნათ ქალებისთვის თავსაბურავი. თუმცა, 1980-იანებში ახალმა მთავრობამ სავალდებულო კანონი შემოიღო, რის მიხედვითაც ყველა ქალს ჰიჯაბი უნდა ეტარებინა.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე სურათს, რომელიც კარგად აჩვენებს განსხვავებას, როგორ გამოიყურებოდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და მას შემდეგ.








რევოლუციამდე

image


თეირანის უნივერსიტეტში სწავლა 1977 წელს: რევოლუციის დროს უკვე უამრავი ქალი სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში; ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხელისუფლებამ, რომელმაც სოფელში მცხოვრები კონსერვატული ოჯახები დაარწმუნა, რომ ქალიშვილებისთვის სახლიდან შორს სწავლის უფლება მიეცათ.


"მათ სცადეთ, ქალებისთვის სწავლის უფლება წაერთმიათ, მაგრამ ამას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ იძულებულები გახდნენ, პოზიცია დაეთმოთ და მეტიც - წაეხალისებინათ ქალების სწავლა", - ამბობს ბარონეს ჰალეჰ აფშარი, პროფესორი იორკის უნივერსიტეტში ქალების სწავლის დარგში, რომელიც 1960-იან წლებში ირანში გაიზარდა.


"ბევრმა განათლებულმა ადამიანმა დატოვა ირანი და მთავრობამ გაიაზრა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი იყო ქალების განათლება, ისევე როგორც კაცების".





imageშოპინგი თეირანში 1976 წელს: რევოლუციამდეც გავრცელებული იყო ჰიჯაბის ტარება, თუმცა, ბევრი ქალი დასავლური ჩაცმის სტილს ამჯობინებდა მოტკეცილი ჯინსების, მოკლე კაბებისა და უმკლავო ზედების ჩათვლით.


"ფეხსაცმელები არ შეცვლილა და მისი ყიდვის სურვილი ყველა ჩვენგანში იგივე დარჩა! ირანელი ქალები არ განსხვავდებიან სხვა ქვეყანაში მცხოვრებებისგან და მათაც იგივენაირად სიამოვნებთ შოპინგი; ეს მათ ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევაში ეხმარება"; - ამბობს აფშარი.





imageპარასკევი დღის პიკნიკი თეირანში 1976 წელს: პარასკევი ვიქენდის დღედ ითვლებოდა ირანში. ამ დღეს მეგობრები და ოჯახის წევრები ერთად იკრიბებოდნენ.


"პიკნიკი ირანული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და საკმაოდ პოპულარულია საშუალო კლასის ადამიანებში. რევოლუციის შემდეგ ეს ტრადიცია იგივე დარჩა; განსხვავება ისაა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში დღეს უფრო იშვიათად შეხვდებით ერთად მჯდომ კაცებსა და ქალებს"; - ამბობს პროფესორი აფშარი.





imageსალონი თეირანში 1977 წელს: "ეს ის სცენაა, რომელსაც, ალბათ, ვერასდროს ვეღარ ნახავთ ირანში, თუმცა, სტილისტები რევოლუციის შემდეგაც არსებობენ", - ამბობს პროფესორი აფშარი, -"დღესდღეობით სალონში კაცს ვეღარ იხილავთ, დაწესებულებიდან გასვლისთანავე კი ქალები ჰიჯაბით იფარავენ სახეს. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგ ადამიანს სახლში აქვს გახსნილი საიდუმლო სალონი, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ შესვლა".





imageშაჰის პირადი მცველები 1971 წელს: ფოტოზე ახალგაზრდა უკმაყოფილო ქალი საკმაოდ ახლოს მიდის შაჰ მოჰამად რეზა პაჰლავისთან, რომელიც სპარსეთის მონარქიის 2500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. "ამ დროისთვის უკვე ბევრს აღარ მოსწონდა შაჰი, სწორედ ამან მისცა ბიძგი რევოლუციას 8 წლის შემდეგ", - ამბობს პროფესორი აფშარი.





imageთეირანის თოვლიან ქუჩებში სეირნობა 1976 წელს: "მოსეირნე ქალებს დღესაც შეხვდებით ირანის ქუჩებში, მაგრამ ვეღარ იხილავთ მათ საყურეებითა და მაკიაჟით შემკულ სახეებს. თოვლიან დღეებში ისინი თავიდან ფეხებამდე პალტოთი და შარფით იფარავენ სხეულსა და სახეს".








რევოლუციის შემდეგ

image

ქალთა პროტესტი ჰიჯაბის წინააღმდეგ 1979 წელს: ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მალევე ირანის ახალმა ლიდერმა - აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ განაცხადა, რომ მიუხედავად რელიგიისა და ეროვნებისა, ყველა ქალს აუცილებლად უნდა ეტარებინა ვუალი (თავსაბურავი). 8 მარტს - ქალების საერთაშორისო დღეს - ათასობით ქალი შეიკრიბა ამ კანონის გასაპროტესტებლად.





imageპროტესტი აშშ-ს საელჩოსთან თეირანში 1979 წელს: "იმ დროს სრულიად ნორმალური იყო, ირანის ქუჩებში განსხვავებული ადამიანები გენახათ, რომლებსაც აშშ-ს სიძულვილი აერთიანებდათ", - ამბობს პროფესორი აფშარი, -"ამერიკელები და ბრიტანელები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ირანის პოლიტიკაში და წაერთმიათ ნავთობი, ამიტომაც გასაკვირი არ არის ირანელების უნდობლობა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისადმი".





image

პარასკევის ლოცვაზე წასვლა 1980 წელს: "პარასკევის ლოცვა მორწმუნეების დღეა, თუმცა ამ დღესაც იგრძნობა კაცის დომინირება ირანულ სამყაროში. ქალსა და კაცს ლოცვის დროსაც კი ეკრძალებათ ერთ ოთახში ყოფნა".





imageსაქორწინო კაბების შოპინგი თეირანში 1986 წელს: "ვიტრინაში წარმოდგენილი ყველა კაბა დასავლურია. ირანელ ქალებს შეუძლიათ ყველაფერი ჩაიცვან, ოღონდ მთავარია, ეს დახურულ კარებს უკან გააკეთონ", - ამბობს პროფესორი აფშარი, -"ქორწილები და წვეულებები განცალკევებით ტარდება, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ეცმევათ ქალებს ამ დროს, თუ მხოლოდ ოჯახის წევრები არიან დაპატიჟებულები".





imageსეირნობა თეირანის ქუჩებში 2005 წელს: ყველა ირანელი ქალი არ ატარებს შავ ჩადრს, რომელიც სახიდან ფეხის თითამდე მთელ ტანს ფარავს. ბევრი ამჯობინებს, სადა თავსაბურავი და გრძელმკლავიანი მოსასხამი ჩაიცვას.





imageკასპიის ზღვის სანაპირო 2005 წელს: ირანელ ქალებს ეკრძალებათ საცურაო კოსტუმების ჩაცმა საზოგადოებრივ სანაპიროებზე. "ქალებსა და კაცებს არ შეუძლიათ ერთად ცურვა, მაგრამ ზოგი გამოსავალს მაინც პოულობს - ისინი ქირაობენ ნავებს, რათა ძალიან ღრმად შევიდნენ ზღვაში, სადაც გვერდიგვერდ შეძლებენ ცურვას"; - ამბობს პროფესორი აფშარი.





imageპრო-ჰიჯაბური პროტესტი თეირანში 2006 წელს: რევოლუციიდან 25 წელზე მეტი გავიდა და ამჯერად ქალები ჰიჯაბის კანონის დასაცავად შეიკრიბნენ. ფოტოზე ყველა ქალი თავიდან ფეხებამდე შავებშია შემოსილი, პატარა გოგონას გარდა.





imageფეხბურთის ყურება თეირანის შოპინგ-ცენტრიდან 2008 წელს: რევოლუციამდე ქალებს ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სპორტულ ღონისძიებებს. რევოლუციის შემდეგ ეს ოფიციალურად არ აკრძალულა, მაგრამ მათ სტადიონებზე მაინც არ უშვებენ. ვინც ეს სცადა, დაუყოვნებლივ დააპატიმრეს.




წყარო: BBC








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჰარამხანის მიღმა: როგორია გათხოვილი არაბი ქალების ცხოვრებაimage

2. რა აცვიათ სინამდვილეში ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში

image


3. სანამ უცხო ქვეყანას ეწვევით, ეს წესები გაითვალისწინეთ!

image

1
1112
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1112
  
2019, 4 მაისი, 0:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1