x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
" აი ხამსას საქმე რაფერაა, თავისი ფეხით მევიდა ქუთაისამდე?.."-სახალისო ისტორია
imageფეისბუქმომხმარებელი მამუკა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც ქუთაისში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ანუ, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო.


"ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და გახსოვთ, ალბათ, მაღაზიაში დახლები უცებ დაცარიელდა, ბენზინი და ნავთი უცებ გაქრა... მოკლედ, ცხოვრება გაჭირდა. ალიოშა ბ-ძე მართალია, რეალობას თვალს უსწორებდა, მაგრამ ამბობდა, ეს ყველაფერი მალე ჩაივლის, კომუნისტები დაბრუნდებიან და ყველაფერი კარგად იქნებაო. თან რამდენიმე ხუმრობანარევ გინებასაც მოაყოლებდა, ოღონდ ისე, რომ ვერ მიხვდებოდი, ვის და რას აგინებდა.


ალიოშა ტიპური ქუთაისელი გახლდათ და იმ არეულ დროშიც ახერხებდა მეზობლების თუ ნაცნობების გამხიარულებას. ერთხელ ქალაქის ცენტრში შემხვდა, ვკითხე, სად მიბრძანდები ალიოშა ბიძია-მეთქი და "ოკეანეში" მივდივარ (თევზის მაღაზია იყო ქუთაისში), კაი თევზის ყიდვა მინდა და წამოდი, თუ გინდაო, რა თქმა უნდა, წავყევი. მაღაზია ცარიელი დაგვხვდა, მხოლოდ ხამსა ეყარა დახლზე. ალიოშა გამყიდვლისკენ წავიდა და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:...
- სადაა, ბიჯო, თევზი?

- ზღვაში.


- კაი კაცო, რას ლაპარაკობ, დახლზე რეიზა არაა?

- რეიზა ბიძია და, თევზს დაჭერა უნდა, დაჭერას გემი უნდა, გემს საწვავი უნდა, არაა საწვავი, დეიქცა ქვეყანა, არ გაგიგია შენ?

- მაგი კი ვიცი, ბიძია, მარა, აი ხამსას საქმე რაფერაა, თავისი ფეხით მევიდა ქუთაისამდე?....

image

0
510
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0