x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ინგუშეთის მთებში ნაპოვნი თამარ მეფის საფლავი თუ უძველესი ალანების ოქრო?
image
ახლახანს გავრცელდა საინფორმაციო გამოშვებაში, რომ ინგუშეთის მთებში ნაპოვნია უძველესი საფლავი. ჟურნალისტი აცხადებს, რომ იქ შეიძლება იყოს დამარხული უძველესი ალანების უთვალავი სიმდიდრე. ეს სახელმწიფო თათარ-მონღოლური ურდოს დროს განადგურდა.

შესასვლელი აღმოჩენილი იქნა საგზაო სამუშაოების დროს. არქეოლოგებმა გათხრების დაწყებამდე გამოთქვეს ვერსია, რომ ამ გამოქვაბულში შეიძლება იყოს ქართველი თამარ მეფის საფლავი. ეს ვერსია დაიბადა გვირაბის ახლოს ქვის ჯვრის პოვნის გამო. აღმოჩენის შესახებ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მეცნიერებს აცნობეს.image

ასინოვსკის ხეობაში, რომელიც ინგუშეთის მთებში მდებარეობს, დიდი საერთაშორისო კონკურსების ჩასატარებლად გზის სამუშაოებს აწარმოებდნენ. მუშებმა პირველად დაინახეს მდინარის საპირისპირო სანაპიროზე მღვიმე. მღვიმის შესასვლელი წყლის ნაკადის მიერ გადარეცხილი იქნა კლდის ფერდობზე, რომელიც მიწით იყო დაფარული.image

ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, შესაძლებელია მღვიმეში აურაცხელი სიმდიდრე იყოს ჩაფლული. არსებობს ლეგენდა, რომ ბუთუ ხანის ჯარების შეტევის დროს, უძველესი ალანის ხალხმა ასეთ მღვიმეში დამალა საგანძური. ინგუშეთის ტერიტორიაზე ოქროს მუზარადიც არის ნაპოვნი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში.image


თუმცა, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ თეორიული გათვლებია, რომ გაკეთდეს უფრო ღირებული დასკვნები, საჭიროა, სერიოზული სამეცნიერო მასალის მოპოვება.

არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, ეს კოლექტიური სამარხი უკვე დიდი ხნის წინ გაძარცვული იყო და იქ ვერაფერი აღმოაჩინეს.

შესაძლებელია, რომ თამარის სამეფო საგანძური დიდი ხანია გადანაწილებულია კერძო კოლექციებში. თუმცა, მეცნიერებმა მაინც უნდა მოძებნონ უამრავი ისტორიული საგანძური.


.

3
1789
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1789
  
2019, 30 აპრილი, 12:23
მეცნიერებიც უამრავჯერ შემცდარან, თან ალანები ძირძველი კავკასიელები არც არიან, მომთაბარე ეთნოსი იყო და ტრამალებში ბინადრობდნენ, მოგვიანებით დაიდეს ბინა კავკასიაში.
ინგუშეთში რამდენიმე ძველისძველი ქრისტიანული სალოცავია, რომელსაც მუსლიმი ინგუშები დიდ პატივს მიაგებენ დღესაც.
ერთადერთი ერი კავკასიაში, რომელიც ჩვენი უანგარო მეგობარია ინგუშებია.
2019, 30 აპრილი, 12:14
რატო დაასკვნეს მეცნიერებმა რომ შეიძლება ყოფილიყო, თუ იქაც ცხოვრობდნენ ქრისტიანები
2019, 29 აპრილი, 20:34
არცერთი წყარო არ ადასტურებს ინგუშეთში თამარ მეფის დაკრძალვის ალბათობაზეც კი. სავარაუდოდ ადგილობრივი დიდგვაროვანი ქალბატონის სამარხია, თან ნუ დაგვავიწყდება ჩრდილოეთ კავკასიელები ქრისტიანები, რომ იყვნენ.
0 1 3