x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ბრაზილიელმა წყვილმა მილიონობით ხის დარგვით, 20 წელიწადში ტყე გამოაცოცხლა!

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, 1990 წლიდან დღემდე, დედამიწის ზედაპირიდან 129 მილიონი ჰექტარი ტყე გაქრა. გარდა ამისა, ყოველ წელს პანამის ფართობის ოდენობის ტყე დედამიწიდან ქრება. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი ბუნებრივი კატასტროფა თავიდან ავიცილოთ? რათქმაუნდა ისევ ჩვენ, ადამიანებმა უნდა მოვინდომოთ რაღაც კარგი, რომელიც ბუნების დაცვაში დაგვეხმარება. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებაა მიიღეს ბრაზილიემა წყვილმა - სებასტიაო სალგადომ და ლელია დელუიზმა, წარმოგიდგენთ დეტალებს Bored Panda -დან.


image










სალგადო, რომელმაც თითქმის ყველა პრიზი მოიპოვა ფოტოჟურნალისტიკის სფეროში, ასევე გამოაქვეყნა თითქმის ნახევარი ათეული წიგნი.

image


1990-იან წლებში რუანდის ხოცვა-ჟლეტის საშინელი ბარბაროსობის დოკუმენტებზე მუშაობისას მასში ფიზიკურმა და ემოციურმა გაღიზიანებამ გამოიღვიძა, ის თავის მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნდა, სადაც ერთ დროს ტროპიკული ტყე არსებობდა.






მაგრამ დაბრუნებისას მიიღო მეორე შოკი, როდესაც დაინახა გაშიშვლებული ტყე, სადაც მხოლოდ მინდორი იყო დარჩენილი...

image


თუმცა მისმა ცოლმა, ლეილამ მისი გამხნევება მოახერხა. ის თვლიდა, რომ თუ ბუნებას სწორად მიუდგები, მის გაცოცხლებას ყოველთვის შეძლებ.






2015 წელს სალგადომ The Guardian -თან მიცემულ ინტერვიუს დროს აღნიშნა: -"რეგიონი ჩემნაირად ავად იყო, ყველაფერი განადგურებულიყო ".

image





რეგიონის მხოლოდ 0.5% იყო ხეებით დაფარული.


image


"მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებდით, რამოდენიმე მეგობარიც დაგვეხმარა და შევძელით ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა. ჩვენ ბუნება გამოვაცოცხლეთ".






სებასტიაომ და ლელიამ ერთად ჩამოაყალიბეს ინსტიტუტო ტერა, სადაც 4 მილიონი ნერგი მოაწყეს და ტყეში დაბრუნეს.

image






"შესაძლოა სხვა გზა არც გვქონდა" - სალგადო

image


"არსებობს მხოლოდ ერთი ცოცხალი რამ, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს CO2 ჟანგბადში, ეს არის ხე. ჩვენ ტყე ახლიდან უნდა გავაშენოთ და ამისთვის საჭიროა ადგილობრივი ხეების გამრავლება რათა ქვეწარმავლები და ცხოველები ისევ დავაბრუნოთ."






ასე შეიცვალა ტყე 20 წელიწადში...

image






ერთ დროს განადგურებულ რეგიონში, დღეს ცხოველები ბინადორბენ, ფრინველები ჭიკჭიკებენ და მწერები ბზუიან.

image






მთლიანობაში 172 ფრინველის, 33 ძუძუმწოვარის, 15 ქვეწარმავალის, 15 ამფიბიის და 293 მცენარის სახეობა ტყეში დაბრუნდა. მთლიანი ეკოსისტემა თავიდა აშენდა.

image





პროექტმა, მსოფლიო მაშტაბით უამრავი ადამიანის აღაფრთოვანება გამოიწვია. აჩვენა ადამიანებს, თუ როგორ მარტივად შეიძლება ბუნების გამოცოცხლება, თუ სწორედ მას სწორად მიუდგებით.

image






"ბუნება ცოცხალია, ჩვენ უნდა მოუსმინოთ, ჩვენი გემოვნების მიხედვით ბუნების შეცვლა არ შეიძლება... ეს ცოდვაა... ცდვა, რომელიც მთლიან კაცობრიოობას გაანადგურებს მომავალში" - ციტირებს სალგადო

image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

image



ამდენი უბედურების შემდეგ, დროა ცოტა კარგიც წავიკითხოთ... - კარგი ამბები მთელ მსოფლიოდან!

image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (III ნაწილი)

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VI ნაწილი)

image



სად ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები?

image



თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!

image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!

image



7 ადგილი დედამიწაზე, სადაც მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს!

image



ყველაზე დაცული მსოფლიო ლიდერები - თქვენ რომელს გამორჩევდით?

image



მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ..

image





0
478
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0