x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაზილიელ ფრენბურთელს პირდაპირ ეთერში გული წაუვიდა(ვიდეო)
image
ბრაზილიელ ფრენბურთელს, ოლიმპიურმა ჩემპიონს პირდაპირ ეთერში ბრაზილიის სუპერლიგის მატჩის შესვენებაზე ინტერვიუს დროს გული წაუვიდა.


ბრაზილიელ ფრენბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ჟაკლინ კორვალიოს sport TV -სთან ტელეინტერვიუს დროს გული წაუვიდა, ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გამოცემა AS-მ გამოქვეყნა.


კადრებში ჩანს, რომ საუბრის დროს კორვალიომ მოულოდნელად თვალები დახუჭა და ძირს დაეცა, გოგონას პირველი დახმარება ოპერატორმა და კორესპონდენტმა აღმოუჩინეს.


როგორც გაირკვა სპორტსმენს მოულდონელად წნევა დაუვარდა, როგორც თვითონ სპორტსმენმა ახსნა, ცუდად გახდომის მიზეზი დარბაზში ძლიერი სიცხე გახდა.



35 წლის ჟაკლინ მარია კორვალიო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, (პეკინი-2008 და ლონდონი 2012)აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი(2006 და 2010 წლები)მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდულ ნაკრებს შორის(2001)

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0