x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქუვეითში ექიმი ამტკიცებს,რომ ყველა ჰომოსექსუალს განკურნავს და "ნატურალად" აქცევს
image

დოქტორი მარიამ ალ-სოჰელი ამტკიცებს, რომ იცის როგორ განკურნოს მამაკაცები ჰომოსექსუალიზმისგან, სანამ მთელს მსოფლიოში იზრდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მანამდე ქუვეითში ექიმმა მიაგნო გეების განკურნების "რეცეპტს".


მარიამ ალ-სოჰენთან ინტერვიუ MEMRI-ის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო საშუალებების კვლევითაა დაკავებული.


მარიამის მკურნალობის მეთოდი სამ ძირითად მეთოდს მოიცავს, ესაა დიეტა, ლოცვები და რექტალური სუპოზიტორი(ანუ ანუსში გასაკეთებელი სამკურნალო სანთლები).მკურნალობის უმეტესი მეთოდი ტრადიციულ ისლამურ მედიცინას ეყრდნობა.



დოქტორი ალ-სოჰელის განცხადებით. რეაბილიტაციის კურსის დროს "ჰომოსექსუალიზმით დაავადებულ პაციენტს" განსაკუთრებული დიეტა უნდა დაენიშნოს, ესაა ბოსტნეული, რომელიც მიწიქვეშ იზრდება:კარტოფილი, სტაფილო, თალგამი და ბოლოკი.მისი თქმით სწორედ ეს პროდუქტები დაემხარება ჰომოსექსუალს "კაცად იგრძნოს თავი".

image

ლოცვები გასაგებია, მაგრამ საინტერესოა რისგან შედგება მესამე პრეპარატი, სამკურნალო სანთელი?მარიამ ალ-სოჰელი ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმს იწვევს "ანალური ჭიის" იშვიათი სახეობა, რომელიც სპერმით იკვებება.


ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ქალბატონ მარიამს იდუმალებით მოსილ ჭიის პოვნაში, ხოლო პაციენტებს ისღა დარჩენიათ იმედის აღსავსე მზერა მიაპყრონ სტაფილოს და ბოლოკს მარიამ ალ-სოჰელთან ვიზიტის დროს.




0
341
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0