x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე მასიური ქილერი მსოფლიო ისტორიაში,რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანი მოკლა
image

ხულიო სანტანა ამჟამად 64 წლისაა, საკუთარი კარიერის მანძილზე მოკლა პოლიტიკოსები, ოქროსმაძიებლები და მოღალატე ცოლები, შავბნელი საქმიანობა ყველაზე სისხლიანმა ქილერმა 1971 წელს დაიწყო.




ყველაზე მასიურმა დაქირავებულმა ქილერმა, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანი მოკლა, პირველად დაწვრილებით აღწერა საკუთარი პროფესიონალი მკვლელის სისხლიანი კარიერა.


ხულიო სანტანა, რომელიც ამჟამად 64 წლისაა 492 მკვლელობის შემდეგ შეწყვიტა დათვლა, მისი პირქუში და სახიფათო კარიერა აღწერილია წიგნში " სიკვდილის სახელი"(The Name of Death), რომელის ავტორი გახლავთ ბრაზილიელი რეპორტიორი კლესტერ კავალსანტი( Klester Cavalcanti)


image

სანტანამ The New York Post -თან საუბარში განაცხადა, რომ ყოველ მკვლელობას დაწვრილებით აღწერს:ვინ მოკლა, ვინ დაიქირავა და რამდენი გადაუხადეს.




სანტანა, რომელსაც ბავშვობიდან მორწმუნე ქრისტიანად ზრდიდნენ 17 წლისამ დაიწყო თავის შავბნელი კარიერა.

მანამდე სანტანა ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცხოვრობდა და მებადურობით ირჩენდა თავს, როდესაც ერთ დღესას ბიძამისი ციცერონმა, რომელიც პროფესიონალი ქილერი იყო, მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.


პირველი დავალება, რომელიც ბიძამისი ციცერონისგან მიიღო, იყო ადგილობრივი მეთევზის, 38 წლის ანტონიო მარტინესის მკვლელობა, რომელმაც სავარაუდოდ მეზობელ სოფელში 13 წლის გოგონა გააუპატიურა.

მიუხედავად იმისა, სანტანამ დაიფიცა, რომ აღარავის მოკლავდა ამის შემდეგ, მან ასეულობით მკვლელობა ჩაიდინა მთელი ქვეყნის მასშტაბით.


მალე ის ბრაზილიის მთავრობამ ოფიციალურ ასასინად დანიშნა, სანტანა 1967 წლიდან 1974 წლამდე ხელისუფლებას კომუნისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა მდინარე არაგუაიას აუზში.


1970-იან წლებში მას უბრძანეს დაეკავებინა ბრაზილიელი პოლიტიკოსი და მემარცხენე ბოევიკი ჟოზე ჯენოინი, რომელიც პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, შემდეგ კი უბრძანეს მოეკლა 22 წლის სკოლის მასწავლებელი მარია ლუსია პეტიტი.

imageფოტოზე:მარია ლუსია პეტიტი და ჟოზე ჯენიონი


მას შემდეგ, რაც ბრაზილიაში 1985 წელს სამოქალაქო მმართველობა აღდგა, სანტანა პოლიტიკურიდან სამოქალაქო მსხვერპლებზე გადავიდა.1987 წელს, როდესაც მან ქმრიანი ქალი მოკლა, რომელსაც ღალატში ედებოდა ბრალი, სანტანა პოლიციამ დააკავა, თუმცა წინასწარი დაკავების საკანში მხოლოდ ერთი დღე და ღამე დაჰყო, ქრთამის სახით საკუთარი მოტოციკლი მისცა სამართალდამცავებს, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.


ამავე პერიოდში სანტანამ აღმოაჩინა, რომ ბიძამისი მწარედ ატყუებდა, ყოველ მკვლელობაზე მას მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდა, დანარჩენს კი ბიძამისი უტეხავდა, სანტანა ამბობს, რომ თითო მკვლელობაზე 60-80 დოლარს იღებდა, რაც ბრაზილიაში მინიმალური თვიური ხელფასის ექვივალენტი იყო, ასე გრძელდებოდა 20 წელიწადი...როდესაც გაიგო ეს ამბავი, მას შემდეგ ბიძამისს აღარც დალაპარაკებია.

imageფოტოზე:სახლი ფონტო-ფრანკოში, სადაც ერთი პერიოდი ცხოვრობდა ხულიო სანტანა



სანტანამ თავის შავბნელი საქმიანობა 2006 წელს, 52 წლის ასაკში შეწყვიტა, მას შემდეგ, როცა ცოლმა ულტიმატუმი წაუყენა.


"მე აღარ მინდა ამაზე ფიქრი, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი უკვე დასრულებულია..ყოველთვის მწამდა ღმერთის, მჯერა, რომ უფალმა მომცა იმის ძალა, დამეძლია რაც გადავიტანე საკუთარ ცხოვრებაში ამ ბოროტი სამსახურის გამო, ვიცი რომ არასწორად ვიქცეოდი"-დასძინა The New York Post-თან ინტერვიუში სანტანამ.


მან განაცხადა, რომ არასდროს უსაუბრია თავის საქმიანობის შესახებ საკუთარ ორ ზრდასრულ შვილთან და მშობლებთან, რომლებიც უკვე კარგა ხანია გარდაიცვალნენ.იგი ამჟამადაც ინკოგნიტოდ ცხოვრობს და რეპორტიორებს ფოტოს გადაღების უფლებასაც არ აძლევს.


სანტანა მადლიერი თავის ცოლის, რომელიც მოუწოდა და ულტიმატუმი წაუყენა მიეტოვებინა საკუთარი შავბნელი საქმიანობა.





0
433
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0