x
image
ელენე გუმა
"პატრიარქმა ბრძანა - "ქრისტე აღდგაო", იქნებ მისი მაინც ისმინოთ, ჩემი თუ არ გჯერათ???"- ლევან ღვინჯილია
image


აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური დება კითხვა "ქრისტე აღდგა" თუ "ქრისტე აღსდგა"


ყველა ადამიანი თავიანთი ვერსიების დაცვას ცდილობენ და დრემდე ერთ აზრამდე ვერავინ მივიდა.


თუმცა ბოლო წლებში საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც სწორ ფორმად "ქრისტე აღდგას" აღიარებს .



სწორედ ამ თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება სოციალურ ქსელში ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია.


როგორც ღვინჯილია წერს, პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეშიც კი "ქრისტე აღდგა" მოიხსენია და იქნება ახლა მაინც დაიჯეროს ხალხმა სწორი ფორმა რომელიცაა.


"სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ბრძანა - "ქრისტე აღდგაო" (-ს-ს გარეშე!!!); იქნებ მისი მაინც ისმინოთ, ჩემი თუ არ გჯერათ???

"... რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II"."- წერს ღვინჯილია.



მაშ ასე, ჩემო მეგობრებო, ქრისტე აღდგა, გილოცავთ!


2
311
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
311
  
2019, 29 აპრილი, 11:57
გამოთქმები კი გრამატიკულ წესებს არ ემორჩილება
2019, 29 აპრილი, 11:56
და მაინც, რელიგიური ფონის გათვალისწინებით მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოთქმაშია დაშვებული აღსდგა >>> ''ქრისტე აღსდგა''
0 1 2