x
image
ეკა ლაცკა
თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები და მარტივი მეთოდები მის შესაჩერებლად
თუ თქვენ ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერ თმას კარგავთ ეს საგანგაშო სრულაც არ არის, რადგან ასეთი რაოდენობით თმის დაკარგვა ნორმად მიიჩნევა.

თმის დაკარგვასთან ერთად იმავდროულად ადამიანს ახალი თმა ეზრდება.

image

მაგრამ არსებობს თმის პათოლოგიური ცვენა, როდესაც დაკარგული თმის ღერები ახლის ამოსვლით არ ანაზღაურდება.

ამ პრობლემით მეტ წილად მამაკაცები ზარალდებიან, თუმცა არანაკლებ შემაწუხებელია ის ქალებისთვისაც.

image


თმის ცვენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს.


1.სტრესი (როგორც ემოციონალური, ასევე ფიზიკური

2.ჰორმონალური დისბლანსი

3.გენეტიკური ფაქტორი;

4.იმუნური დარღვევები ორგანიზმში;

5.საფუარის სოკოების ძლიერი და ანომალური ზრდა ორგანიზმში;

6.ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის დაავადებები;

7.თხევადი ცილოვანი დიეტა, რომელსაც მოსდევს უეცარი და დიდი რაოდენობით წონის დაკარგვა;

8.მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი (განსაკუთრებით ვიტამინი D, ვიტამინი A, რკინა და ცილა);

9.ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალებები;

10.ესტროგენის ნაკლებობა - ესტროგენი არის ჰორმონი, რომელიც თმაზე ზრუნავს. თუ ორგანიზმში ამ ჰორმონის ნაკლებობაა, იწყება თმის ცვენა.

11.თმის არასწორი მოვლა- თმის შეღებვა, დაუთოება, დახვევა და ცხელი ჰაერით თმის გაშრობა ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს თმაზე, რადგან იგი აშრობს თმას და იწვევს თმის ცვენას.


არსებობს რამდენიმე ბუნებრივი და მარტივი საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ თმის ცვენას.


image


*ვიტამინი В7, ცნობილი, როგორც ბიოტინი

ბიოტინი ეხმარება თმისა და ფრჩილების ზრდას.

ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე.

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კვერცხი, უცხიმო წითელი ხორცი, ბანანი, მუქი მწვანე ბოსტნეული და ტკბილი კარტოფილი - აი მცირე ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელებიც ბიოტინს შეიცავენ.


*პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი ეხმარება ორგანიზმს კანის ცხიმის გამომუშავებაში, რომელიც თავის კანს ამშვიდებს და აქრობს ქერტლს.


*ჭინჭარი

image
ჭინჭარი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ეხმარება თმას ზრდაში, ხოლო თავის კანს სისხლის ცირკულაციაში.

ჭინჭრისა და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი – 100 გრამი ჭინჭარი წვრილად დაჭერით, შეურიეთ 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე.

დაბანამდე ერთი საათით ადრე.


*ცხელი ზეთის მასაჟი

გააცხელეთ ქოქოსის ან ნუშის ზეთი და ნელი მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში. ის სისხლის მომოქცევას გაზრდის და თმის ძირებს გააძლიერებს.


* ხახვის წვენი

imageგოგირდის შემცველობის გამო ხახვის წვენი თმის ცვენას აჩერებს და სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს.

გამოწურეთ სამი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და ზემოდან პირსახოცი (მეტი სითბოსთვის).

მშრალი თმის შემთხვევაში ნიღაბი გააჩერეთ 1 საათი.

ნორმალური თმის შემთხვევაში 2 საათი,

ხოლო ცხიმიანი თმის შემთხვევაში 3 საათი.

ამის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შამპუნით.

(იგივე მეთოდით შეიძლება მომზადდეს ნივრის ნიღაბი).

უსიამოვნო სუნი რომ სწრაფად გაგცილდეთ ლიმონიანი წყალი გადაივლეთ.


*ჭარხლის წვენი

ხშირად მიიღეთ ჭარხლის წვენი, რომელიც თმისთვის სასარგებლო ბევრ ვიტამინს შეიცავს.


*ინდური მცენარე ნიმის ფოთლები


ნიმის ფოთლები ჯერ მოხარშეთ, შემდეგ დაფქვით და აურიეთ იქამდე, სანამ პასტას ტიპის არ გახდება.

თმის შამპუნით დაბანის შემდეგ, მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ, 30 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.


*აბუსალათინის ზეთის კოსმეტოლოგიური თვისებები


აბუსალათინის ზეთის პოპულარობის საიდუმლო, როგორც თმის მკურნალობის შეუცვლელი ინსტრუმენტი, მის უნიკალურ შემადგენლობაშია, რომლის ძირითადი კომპონენტები არიან ცხიმოვანი მჟავები (ricinoleic, oleic, stearic, palmitic და ა.შ.).

ისინი განაპირობებენ თმის კვებას, ამთლიანებენ დაყოფილ ბოლოებს, თმას აძლევენ სიმტკიცეს და ბრწყინვალებას.


*ოხრახუშის ნიღაბი

image

20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ სიბნელეში, 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.


*ალოეს ნიღაბი

image

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი, ერთი კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი ნივრის წვენი. დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. გაიკეთეთ ნიღაბი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ შედეგის მიხედვით.



*10 კვერცხის, თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 კვერცხის გული. კარგად შეურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში.

ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.


*რძის ნიღაბი– თბილი რძე შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით.

ნახევარი საათის შემდეგ, ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით გაზავებული თბილი წყლით, შამპუნის გარეშე.

image



0
404
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0