x
image
alex999
Mediator image
Mediator image
ამდენი უბედურების შემდეგ, დროა ცოტა კარგიც წავიკითხოთ... - კარგი ამბები მთელ მსოფლიოდან!

ხანძრები, მიწისძვრები, არჩევნები და სხვა პოლიტიკური თუ ბუნებრივი პრობლემები - ბოლო პერიოდში კარგი თითქმის არსაიდან გვესმის, მაგრამ reuters -მა იზრუნა ჩვენზე და გამოაქვეყნა ყველაზე კარგი ამბები, რომელიც ცოტა გაგვახალისებს. წარმოგიდგენთ ამ სიახლეებს:


image








1. სანდერლენდში 18 წლის ახალგაზრდამ სახელად პეიჯ ჰანტერმა სამოტივაციო წერილების საშუალებით 6 ადამიანი თვითმკვლელობისგან იხსნა. წყაროს თანახმად, ახალგაზრდამ პოლიციისგან ამ საქციელისთვის სპეციალური ჯილდოც კი მიიღო. ხიდზე და მის მიდამოებზე უამრავი სამოტივაციო წერილია მიმაგრებული სხვადასხვა წარწერებით: "ცხოვრება გრძელდება", "მარტო არ ხარ", "არიან ხალხი ვისაც შენ სჭირდები", "შენ ხარ მამაცი, ძლიერი და არაჩვეულებრივი" და ასე შემდეგ... Reddit -ის ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით 6 ახალაგზრდა თვითმკვლელობას აპირებდა ამ ხიდზე, მაგრამ აზრი ამ წერილებმა შეაცვლევინეს.

image








2. ახალ ზელანდიაში მეჩეთებს ბაიკერთა ბანდები იცავენ. ტერაქტის შემდეგ, პოლიციის გარდა მუსლიმებს ადგილობრივი ბაიკერთა ბანდაც იცავს.

image







3. დღესასწაულზე კანადაში სასურსათო მაღაზია დარჩა ღია, როგორც მეორე დღეს გაირკვა არაფერი დაკარგულა. "ოჯახის დღეს" სასურსათო მაღაზია შემთხვევით ღია დარჩა, მოქალაქეებმა პროდუქტი შეიძინეს, თუმცა საფასურიც დატოვეს. მოვლენა 18 თებერვალს განვითარდა.

image







4. მსოფლიოში უამრავი კომპანია კვირაში 4 დღიან სამსახურის ტესტირებას ანხორციელებს. უცხოური პრესის თანახმად, დასაქმებული პირები უფრო მოტივირებულად მუშაობენ, რათა კვირის ბოლო უკვე 3 დღისგან შედგება, სამუშაო საათები ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში 40 საათიდან 32 საათამდე შემცირდა.

image







5. ქალბატონმა ძალიან ბევრი უსახლკაროს სიცოცხლე იხსნა. კენდის პეინმა სოციალურ ქსელში გახსნა სპეციალური ანგარიში უსახლკაროების დასახმარებლად. შეგროვილი თანხით 82 უსახლკარო გადაარჩინა.

image







6. ლუდსახარში კომპანია SaltWater -მა წამოიწყო ახალი თავსაფარების პროგრამა, რომელიც დამზადებულია ხორბლის და ქერისგან. აქედან გამომდინარე ცხოველების და თევზების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, თუ პლასტმასის თავსაფარის ნაცვლად ქერისგან და ხორვბლისგან დამზადებულ თავსაფარს შეჭამენ.

image







7. კალიფორნიაში მდებარე შინაური ცხოველების მაღაზიაში გაიყიდება მხოლოდ ის ცხოველები, რომლებსაც თავშესაფარიდან გადმოიყვანენ. აქედან გამომდინარე, უპატრონო ცხოველებს ახალი მეპატრონე ეყოლებათ.

image







8. კომპანია LEGO -ს დაწყებული ახალი პროგრამის თანახმად, 2030 წლამდე გამოშვებულ იქნება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარემოს დაცვას ხელს შეუწყობს.

image







9. წყვილმა მიგრანტებისთვის 15 მილიონი დოლარი შეაგროვა. შარლოტ და დევი ვილნერებმა მიგრანტი ბავშვების გადასარჩენად გახსნეს დახმარების ფონდი, დაწყებული მარკ ცუკენბერგიდან, ძალიან ბევრმა ადამიანმა ფონდს დახმარება გაუწია. ვილნერებმა 15 მილიონი დოლარი შეაგროვეს და ისინი ამ თანხით დაეხმარებიან მიგრანტს ბავშვებს.

image







10. კენიაში არაკანონიერი ნადირობა მარტორქებზე 87% ით, ხოლო სპილობეზე 85% იკლო. კენიაში მიღებული ახალი კანონის თანამხმად, ვინც უკანანონოდ ინადირებს სპილოსა და მარტორქაზე სიკვდილით დაისჯება, ამ წითისთვის შედეგიანია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ცხოველები გამრავლებას შეძლებენ.

image







11. უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს დაემატათ ახალი გაკვეთილები. ამ გაკვეთილების საშუალებით მოსწავლეებს შეეძნებათ ტყუილის ამოცნობა, პროპაგანდის და ა.შ.

image







12. Adidas -მა გაყიდა მილიონი წყვილი ეკო მეგობრული ფეხსაცმელი, რომელიც დამზადებული რეციკლირებული ოკეანის პლასტმასისგან. როგორც კომპანიამ განაცხადა, 2024 წლიდან გარემოს დაცვის მიზნით რეგულარულად ასეთი ტიპის ფეხსაცმელებს გამოუშვებენ...

image







13. ბანგლადეშში ერთ ექიმმა შამპურის ბოთლის გამოყენებით, პნევმონიით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75% -ით შეამცირა. მოგახსენებთ, რომ 2017 წელს ნაგუსლისხმევ ქვეყანაში პნევმონიით 920 000 ბავშვი დაიღუპა. ბანგლადეშელმა ექიმმა მოჰამედ ჯობაიერ ჩისტიმ შამპუნის ბოთლების გამოყენებით შექმნა აპარატურა, რომლის საშუალებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75% -ით შემცირდა.

image







14. რუსეთის ფედერაციამ მიღებული ახალი კანონის თანახმად, შორეულ აღმოსავლეთში დამწყვდეული 100 -ზე მეტი ვეშაპი გაანთავისუფლა. რუსეთის ფედერაციას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა ფრანგი ზღვათმცოდნე ჟან-მიშელ კუტუსოუ(ცნობილი ჟაკ-ივე კუტუსოუ ვაჟი).

image











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (III ნაწილი)

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VI ნაწილი)

image



სად ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები?

image




ყველაზე დაცული მსოფლიო ლიდერები - თქვენ რომელს გამორჩევდით?

image



თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!

image



4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!

image



მსოფლიოს ყველაზე საოცარი შადრევნები (ყველაზე შემოქმედებითი შადრევნები)

image



ქალიშვილმა მიატოვა, მაგრამ საბედნიეროდ წლების შემდეგ მხსნელად ჟურნალისტი მოევლინა...

image




0
347
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0