x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მათ უკეთესი გარეგნობისთვის პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს - ყველა დროის სიმპათიური მამაკაცები
image


21 -ე საუკუნე პლასტიკური ქირურგიის აღორძინების საუკუნეა. მას ბევრი ადამიანი მიმართავს, ზოგი წარმატებულად, ზოგი კი წარუმატებლად.


ზოგიერთი წარუმატებელი ოპერაციის მიუხედავად, მაინც ცდილობ კიდევ სცადოს და ისე მიაღწიოს სასურველ შედეგს.


ხშირად პლასტიკურ ქირურგიას არა ხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც მიმართავენ.



დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებსაც არ შეეშინდათ დანის ქვეს ყოფნა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს.


1.მაიკ დუგლასი - როდესაც შენი ცოლი შენზე 25 წლით უმცროსია და თან თუ ის კეტრინ ზეტა ჯონსია, ადრე თუ გვიან იძულებული ხდები გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს მიმართო. დუგლასი ამ საკითხს გონივრულად მიდგა, თუმცა არ გადაუჭარბებია და მან უბრალოდ მოიშორა ზედმეტი კანი კისერსა და ღაბაბს შორის და სახე გადაიჭიმა.


image


2. რეი ლიოტა - მას ცოტა ზედმეტი მოუვიდა და ბოტოქსმა მის სახეს ემოციების გამოხატვის საშუალება წაართვა.

image


3.ალექსანდრ მასლიაკოვი - 77 წლის ასაკშიც კი ახალგაზრდად გამოიყურება, ეს კი ბოტოქსის დამსახურებაა. მასზე ასევე ამბობენ რომ ქუთუთოების გადაჭიმვა და სახის ოვალის კორექცია აქვს გაკეთებული.

image

4. მიკი რურკი - 80 -იანების სექსიმბოლოს სახე კრივის და ნარკოტიკების გამო საშინელ მგომარეობაში იყო. პირველი პლასტიკური ქირურგიის შემდეგ ის უარესად გამოიყურებდა, ვიდრე ოპერაციამდე. დროთა განმავლობაში მსახიობმა შეძლო საკუთარი გარეგნობა მოეწესრიგებინა, თუმცა

პირვანდელი "ლამაზმანის" გარეგნობის დაბრუნება ვერ შეძლო.


image


5. კრისტიანო რონალდუ - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი აღნიშნული გარეგნობით ბუნებას არ დაუჯილდოვებია. მან გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, რამდენიმე ჩარევა სახის მოყვანილობაზე და ასევე სტოამტოლოგებისგან ვარსკვლავური ღიმილი.


image


6. სილვესტერ სტალონე - მის სახეს თუ დააკვირდებით ძნელია მიხვდეთ რა და როგორ გაიკეთა, თუმცა ასაკი მაინც თავისას შვება. სტალონეს კი, მიუხედავად პლასტიკური ქირურგიისა, თითქმის არ ეტყობა ოპერაციის კვალი სახეზე.


image


7. პაველ პრილუჩნი - მას პოპულარობა გარეგნობამ მოუტანა. გარეგნობისთვის კი პრილუჩნის ყურების კორექტირება დასჭირდა.


image

8. ჯორჯ კუნი- ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ახაგაზრდობის შენარჩუნებას პლასტიკური ქირურგიით არ ცდილობს, თუმცა იმისთვის რომ მის სახეს სოცოცხლე შემატოს, თვალის ირგვლივ და შუბლზე კანს იჭიმავს.

image

9. ჟან კლოდ ვანდამი - გაახალგაზრდავებაზე არც მას უთვამს უარი და ამისთვის პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, თუმცა მისი ფოტოებიდან ძნელად თუ იტყვით, რომ მას ეს გამოუვიდა.


image

10. ტომ კრუზი - მან ასაკს ბრძოლა გამოუცხადა და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა მისი სახის ახალი კონტურები ცოტა საეჭვოდ გამოიყურება.


image


11.ენრიკე იგლესიასი - ერთი შეხედვით მუდმივად ახალგაზრდა, თუმცა დრო მასაც თანდათან ერევა. ამიტომ ენრიკე ინგლესიასი ხშირად სტუმრობს კოსმეტოლოგებს, რათა ახალგაზრდობა შეიანრჩუნოს.


ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვების გადაწყვეტილება, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია პლასტიკური ქირურგიის სასაწაულებზე დასკვნები გავაკეთოთ.










0
520
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0