x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღვთის სამსჯავროზე...

image


გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღმრეთის სამსჯავროზე. დიდხანს უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა კაცმა და ჰკითხა მას:
— უფალო, ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი! — ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა მან.
— როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება?
— მე ნორმალური არაფერი მცმია, — ჯიუტად აგრძელებდა ადამიანი — ქატოსა და ხმელ ბარდას ვჭამდი, არაფერი დამილევია, წყლის გარდა, ქალს არ გავკარებივარ. ჩემს ორგანიზმს მუდმივი მარხვით ვაუძლურებდი და სულ ვლოცულობდი…
— მერე რა — შეაწყვეტინა ღმერთმა. — მე ვიცი, რომ იტანჯებოდი — მაგრამ, რისთვის იტანჯებოდი?
— შენი სახელის სადიდებლად, — არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა კაცმა.
— ძალიან კარგი სახელი კი გამომივიდა! — მწუხარებით გაიღიმა ღმერთმა. — ესე იგი, მე ხალხს ვაშიმშილებ, ვაიძულებ ძონძებში იაროს და სიყვარულის სიხარულს ვართმევ?
სიჩუმემ დაისადგურა… ღმერთი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.
— და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? — გაახსენა თავი ადამიანმა.
— ვიტანჯებოდიო, ამბობ, — ჩუმად ჩაილაპარაკა ღმერთმა. — როგორ აგიხსნა, რომ გაიგო… აი, მაგალითად, დურგალი, აქ შენს მოსვლამდე რომ იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, ხალხისთვის სახლებს აშენებდა. ის სულ მუშაობდა, სიცხეში, სიცივეში... ხან შიმშილობდა კიდეც და ხშირად, ჩაქუჩსაც ირტყამდა თითებში და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სახლის მშენებლობას აგრძელებდა და გაწეული შრომის ანაზღაურებასაც იღებდა. შენ კი, გამოდის, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაქუჩს ირტყამდი თითებში. — ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა… — მერედა, სახლი სად არის? შენ გეკითხები, სად არის სახლი?!!

imageimageimageimageimageimageimage








0
559
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0