x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქალმა,რომელიც 27 წელი კომაში იმყოფებოდა გაიღვიძა

image
მუნირა აბდულა, იყო 32 წლის, როდესაც საბავშვო ბაღიდან თავის ვაჟთან ოთხი წლის ომერთან ერთად შინ ბრუნდებოდაინი ავტომობილს, რომლითაც ის მგზავრობდნენ დაეჯახა ავტობუსი, რის შედეგადაც მიიღო მძიმე ტრავმა თავის არეში და ოზდაშვიდი წლის მანძილზე კომაში იმყოფებოდა.

მუნირა აბდულას უკვე ზრდასრული ვაჟი ომერი იხსენებს, რომ “შეჯახებისას დედა გადმომეფარა და მაგრად ჩამეხუტა, რომ რაიმე არ დამმართნოდა, მან ჩემს გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და მე ვერ მივცემდი თავს იმის უფლებას, რომ დავნებებულვიყავი და უბრალოდ მე ის გამეშვა, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებდა.''სწორედ რომ ასე მოხდა, 27 წლის შემდეგ ქალბატონმა მუნირა აბდულამ გაიღვიძა.რაც ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო ყველასთვის. მეხსიერება არ ჰქონდა სრულად დაკარგული, რაც ნამდვილად იშვიათია.ამის შემდეგ ლონდონში, გერმანიაში ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციები, ფიზიოლოგიური პროცედურები და შემდეგ დაბრუნდა აბუ-დაბიში, სადაც ახლაც ზედმიწევნით გადის შესაბამის ფიზიოლოგიურ პროცედურებს.

ომერი იხსენებს რომ “ დედა როდესაც კომიდან გამოვიდა პირველად ჩემი სახელი წარმოთქვა, მე წლების მანძილზე ვოცნებობდი, რომ დედას ჩემთვის დაეძახა - ომერ''

ომერი ამბობს რომ ის ღიად საუბრობს დედამისის შესახებ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრები იგივე მდგომარეობაში არიან, მოუწოდებს რომ არ დანებდნენ, არ მიატოვონ და ყოველთვის ირწმუნონ სასწაულის, რადგან სასწაული ნამდვილად არსებობს.

0
276
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0