x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
როგორ ვაჩუქოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე - 15 ჭკვიანური ხერხი
imageჩვენ, ადამიანები, ვყიდულობთ ნივთებს, მოძველების შემდეგ ვყრით მათ და ისევ ახალს ვყიდულობთ. თუმცა, არსებობს ხერხები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, ძველ ნივთებს მეორე შანსი მივცეთ და ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ. სტატიაში სწორედ ამ ხრიკებს წარმოგიდგენთ. ისიამოვნეთ!








15. გადააქციეთ ძველი, გაცვეთილი კიბე მოდურ თაროდ.

ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ძველი ნივთები ჩვენი სახლის მოდურ დეკორაციად გადაიქცეს. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ და ჩვენც გვიზიარებენ იდეებს.

image








14. გამოიყენეთ ძველი მანქანის ბორბალი ფეხსაცმლის ძირად.

თუ თქვენი საყვარელი ფეხსაცმლის ძირი დაზიანდა, ნუ იჩქარებთ ახლის ყიდვას. მისი გამოყენება ისევ შეგიძლია!



✸იპოვეთ მანქანის ბორბალი, რომელსაც აღარ იყენებთ.

✸მოჭერით ფეხის ზომის ნაწილი ბორბლიდან.

✸მონიშნეთ და შემდეგ ამოჭერით ფეხის ფორმა ბორბლის ნაწილიდან.

✸გამოიყენეთ ძლიერი წებო, რათა ის ფეხსაცმლის ძირს მიაწებოთ.

✸მოჭერით ზედმეტი ნაწილები.

✸მზადაა!

image









13. მანქანის ძველი ღვედის გამოყენება შესაძლებელია მოსახერხებელ გასაღებების დამჭერად.

image









12. თუ 2 ძველ ჩოგანს იპოვით, მათგან მოდური სარკეების დამზადება შეგიძლიათ.

აქ ყველაზე რთული შესაფერისი ფორმისა და ზომის სარკის ამოჭრაა. როცა ამოჭრით ან იპოვით მას, უბრალოდ ჩოგანზე უნდა მიამაგროთ და კედელზე ჩამოკიდოთ.

image








11. ძველი ჰუდისგან შეგიძლიათ თქვენს ძაღლს კომფორტული ბინ-ბეგი დაუმზადოთ.

ცხოველების მოყვარულებს გაუხარდებათ, როცა გაიგებენ, რომ მარტივად შეუძლიათ თავიანთ ძაღლს კომფორტული საწოლი დაუმზადონ. უბრალოდ, აიღეთ ძველი ჰუდი, ამოავსეთ ბამბით, მიეცით მრგვალი ბალიშის ფორმა და მკლავის ბოლოები ამოკერეთ.

image








10. პლასტმასის ძველ ბოთლს შეგიძლიათ ასეთი დანიშნულება უპოვოთ - გაზარდეთ მასში საყვარელი მცენარეები და გაალამაზეთ სამზარეულო.

image








9. ძველი ჩექმა შეგიძლიათ ასეთ ორიგინალურ ყვავილის ქოთნად გამოიყენოთ.

სცადეთ, ახალი და ორიგინალური სახლი უპოვოთ თქვენს საყვარელ მცენარეებს.

image








8. ასევე, ყვავილის ქოთნებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თუნუქის ქილები და პლასტმასის ბოთლები.

image








7. ცარიელი ბოთლები სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის გასახალისებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ!

ყველა ადამიანი ხელოვანია. თუმცა, ზოგიერთში ამ ნიჭს მთელი ცხოვრება სძინავს. იქნებ დროა, გააღვიძოთ თქვენში და ვინჩი: აიღეთ ცარიელი ბოთლები, ფუნჯები და მიეცით ფანტაზიას გასაქანი.

image








6. იმის მაგივრად, რომ ისხდეთ და ელოდოთ, როდის აივსება თქვენი თაროები მტვერით, შეგიძლიათ, თავად ძველი წიგნები გადააქციოთ თაროებად.

image








5. გგონიათ, ძველ კარს არაფერი შეგიძლიათ მოუხერხოთ? ახალ სამზარეულოს მაგიდაზე რას იტყვით?

მაღაზიებში ნაყიდი ავეჯი ვერასდროს შეედრება საკუთარი ხელით გაკეთებულს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაქვთ ნივთები, რომელთან დამშვიდობებაც არ გინდათ, გადააქციეთ ისინი რაღაც სხვად, რაღაც ახლად.

image








4. გააოცეთ მეგობრები, თუ როგორ შეინარჩუნეთ დარიჩინით ძველი ტანსაცმელი.

რთულია, ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმლით ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეთ, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების გზა არსებობს. რას იტყვით ტანსაცმლის შეღებვაზე? როგორც აღმოჩნდა, ამისთვის დარიჩინი მშვენიერი საშუალებაა.

image








3. შექმენით სასანთლეები ძველი ფინჯნებისგან.

დაფიქრდით, მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენ ცვილს ვკარგავთ სანთლების ნარჩენების გადაყრით. გთავაზობთ, ეს პატარა ცვილის ნაჭრები ერთ ყუთში შეაგროვოთ და შემდეგ მათგან ახალი სანთელი დაამზადოთ. დაადნეთ და ჩაასხით ის ძველ ფინჯანში, გაუკეთეთ სანთლის ძაფი და თქვენი ხელნაკეთი სანთელიც მზად იქნება!image








2. ცარიელი კვერცხების ყუთი მარტო კვერცხების ჩასადებად კი არა, სამკაულებისთვისაც გამოდგება!

შეიძლება, თავიდან უცნაურ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ყუთის საყვარელ ფერად შეღებვა დაგავიწყებთ, რომ მასში ერთ დროს კვერცხები იყო მოთავსებული.

image








1. აიღეთ გაცვეთილი სკამი, გადაღებეთ, გახერხეთ ორად და დაამზადეთ ექსტრავაგანტული თაროები.

ალბათ, თქვენს სტუმრებს ასეთი უჩვეულო და ექსკლუზიური დიზაინი დააბნევს. ასეთი თაროს გაკეთებას ნამდვილად ბევრი წვალება სჭირდება, მაგრამ დღის ბოლოს სიამაყით იქნებით სავსე და მიხვდებით, რომ შრომა ამ შედეგად ნამდვილად ღირდა!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 სასარგებლო ხერხი სახლის საქმეებისთვის

image


2. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან - 3 სასარგებლო და უსაფრთხო ხერხი

image


3. როგორ დავალაგოთ სახლი ნაკლებ დროში - 15 სასარგებლო ხერხი

image

0
532
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0