x
image
_K_
როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს
imageრაც უფრო მეტი ტანსაცმელი გაქვთ, უფრო რთული ხდება გემოვნებიანი ლუქის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უკვე ყველაფრის ტარება შეგიძლიათ, მაინც უნდა გაითვალისწინოთ ჩაცმის რამდენიმე მარტივი წესი, რათა შექმნათ საკუთარი სტილი და კომფორტულად გრძნობდეთ თავს სამოსში.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა შეუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს ფერების მიხედვით. გაითვალისწინეთ!








თეთრი შარვალი

თეთრი უნივერსალური ფერია, რომელსაც ყველა ფერის ფეხსაცმელი მოუხდება, გარდა შავისა - ამ ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა პრეტენზიულსა და უგემოვნოს გამოგაჩენთ.

image








ნაცრისფერი შარვალი


როცა არ იცით, რა ფერის შარვალს შეუხამოთ თქვენი საყვარელი ფეხსაცმელი, ნაცრისფერი შარვალი იდეალური ვარიანტია, ის ყველა ფერთან მოდურად გამოიყურება.

image








შავი შარვალი

გავრცელებული აზრია, რომ შავი ყველა ფერს უხდება. თუმცა, ყველა ფერი არ უხდება შავს! როგორც უკვე ვახსენეთ, არ ჩაიცვათ შავი შარვალი თეთრ ფეხსაცმელთან და პირიქით, ასევე მოერიდეთ ყავისფერს. შავი უფრო "ბიზნესის" ფრად აღიქმება, ყავისფერი კი - ყოველდღიური ტანსაცმლის ფრად. თუ საინტერესო ლუქის შექმნა გსურთ, აირჩიეთ ნათელი ფერები.

image








ბეჟი/კრემისფერი შარვალი

ეცადეთ, კრემისფერი შარვალი ყოველთვის ნათელ, ღია ფერის ფეხსაცმელს შეუხამოთ. არ ჩაიცვათ შავი ფეხსაცმელი - ეს მკვეთ კონტრასტს შექმნის და უგემოვნოს გამოგაჩენთ.

image








ღია ყავისფერი შარვალი

ამ შემთხვევაშიც გამორიცხეთ შავი და ნაცრისფერი ფეხსაცმელი. სცადეთ სხვა ფერები და მიხვდებით, რომელი ფეხსაცმელი უხდება ამ კონკრეტულ შარვალს.

image








მუქი ყავისფერი შარვალი

ამ ფერის შარვალთან ფეხსაცმელი რთულად შესახამებელია. უთხარით "არა" შავს, ნაცრისფერს, იასამნისფერსა და წითელს. საინტერესო არჩევანი იქნებოდა მწვანე ან მუქი ლურჯი ფერის ფეხსაცმელი.

image








ლურჯი შარვალი

მუქი, ღია თუ ნებისმიერი ლურჯი ფერის შარვალი ყველა ფერთან მიდის. კარგი და მარტივი არჩევანია!

image








მწვანე/ხაკისფერი შარვალი

ამ შემთხვევაში, ერთადერთი ფერი, რომელსაც თქვენი ლუქის განადგურება შეუძლია - მწვანეა. ჩაატარეთ ექსპერიმენტი სხვა ფერებზე.

image








ბორდოსფერი/წითელი შარვალი

ამ ფერის შარვალთან ბევრი ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - იისფერი და მუქი ყავისფერი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 მთავარი ტრენდი

image


2. როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში 2019 წელს

image


3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

0
659
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0