x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
55 წლის ჯონი დეპს 20 წლის რუს მოცეკვავესთან აქვს რომანი
image
გაიცანით ჯონი დეპის საცოლე, 20 წლის რუსი მოცეკვავე პოლინა გლენი.


55 წლის მსახიობის ბოლო გაყრა მსახიობ ემბერ ჰერდთან საკმაოდ სკანდალურად დასრულდა, თუმცა ჰოლივუდის მორიგი სიყვარული ნამდვილად დაგაინტერესებთ, იგი საზოგადოებისთვის უცნობი გოგონაა, მასზე 35 წლით უმცროსია და არის რუსეთიდან.


როგორც Daly Mail-ი იუწყება, ახალგაზრდა გოგონა უკვე დეპის ფეშენებლურ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მსახიობი მასზე დაქორწინებას ოფიციალურად აპირებს, როგორც ცნობილი გახდა, დეპი პოლინასთან ერთად მალე რუსეთში გაემგზავრება და გოგონას მშობლებს-ირინას და გენადის ქალიშვილის ხელს სთხოვს.

image


ისინი ლოს-ანჯელესში, გასულ წელს ერთ-ერთ საღამოზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, მას შემდეგ ისინი სულ ერთად არიან, პოლინა მოსკოვშიდაც კი ჩამოყვა ჯონი დეპს, როდესაც მსახიობმა საკუთარ როკ-ჯგუფთან Hollywood Vampires-სთან ერთად კონცერტი ჩაატარა(ჯგუფი ჯონი დეპმა როკ-მომღერალ ელის კუპერთან ერთად შექმნა 2015 წელს).


პოლინა გლენი სანკტ-პეტერბურგიდან არის, იგი მოცეკვავე და ქორეოგრაფია, სამი წლის წინ გადაწყვიტა ამერიკაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში წასვლა, წაიღო რა მხოლოდ მოცეკვავის ფეხსაცმელები და ამბიციები და აჰა... ერთმა საღამომ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

image

როგორც პოლინას ბავშვობის მეგობარი აღნიშნავს, მან არც იცოდა, ვინ იყო მოსული იმ წვულებაზე, ვერც იცნო:"მას ჰქონდა იურიდიული პრობლემები ყოფილ ცოლთან და ის ამ დროს ხვდება ამ ლამაზ ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონას, რომელსაც მისგან არაფერი უნდოდა და ისიც კი არ იცოდა ვინ იყო იგი"-აღნიშნა პოლინას მეგობარმა.

image

შეგახსენებთ, ჯონი დეპი აქამდე ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული, ამის გარდა ხვდებოდა მსახიობებს ჯენიფერ გრეის და ვაინონა რაიდერს, აგრეთვე სუპერმოდელ კეიტ მოსს, ხოლო ფრანგ მსახიობთან ვანესა პარადისთან ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა ქალიშვილი ლილი როუზი და ვაჟი ჯონ კრისტოფერი.

0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0