x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
,,ჩემო სულის სუნთქვავ აფხაზეთო"
imageეჰ, რა უზომოდ მომენატრე ჩემო პატარა აფხაზეთო, არ გეგონოს, რომ დამავიწყდი ან მიგატოვე.როგორ მინდა სულ შენთან ვიყო, შენს მიწაზე მედგას ფეხი და შენი ჰაერით ვსუნთქავდე.იქ ხომ სულ სხვა ჰაერია“სულ სხვა მზე და სულ სხვა ზღვა", შენზე ფიქრები არ მასვენებს, იმედს კი მაინც არ ვკარგავ.მჯერა ოდესმე ისევ ერთად ვიქნებით.არ იქნება საზღვრები და ზღუდეები.ჩვენი იყავი, ხარ და იქნები!მენატრები, მესიზმრები, მჭირდები:

უშენოდ არაფერს არა აქვს აზრი,

გულში დაიბუდა სიმარტოვემ,

მაგრამ ძვირფასო ნუ შეშინდები


მე არასოდეს მიგატოვებ!

არ დაიჯერო, რომ სხვისი ხარ!ჩემი დარდი და ტკივილი ხარ.მიყვარხარ და მენატრები.ცოტაც დაგვაცადე, არ დაკარგო იმედი!მე სულ ვლოცულობ და მჯერა, რომ კვლავ ერთად ვიქნებით.მინდა მოგეფერო, მაგრამ:

“როგორ მოგეფერო ვერ მიგწვდები,

როგორ გეამბორო, მომიტევე,

ო, ამ გაზაფხულზე შეგპირდები

იებს გადაგაყრი დაჭრილ მკერდზე"...

მალე დაგიბრუნებთ აფხაზეთო, დაგველოდე...

0
222
2-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0