x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 ყველაზე მდიდარი "მათხოვარი" მსოფლიოში

როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა "მათხოვრები" უფრო მდიდრები, ვიდრე ისინი, ვინც დღე და ღამე მუშაობენ? პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ.


image







- სამბაჯი კალე

image


მუმბაის მკვიდრი თავს მათხოვრობით ირჩენს, თუმცა ეს უფრო ცუდი ნათქვამია. რადგან კალე ერთ-ერთი უმდიდრესი "მათხოვარია" მთელ მსოფლიოში. ის და მისი ოჯახი ქუჩაში ყოველდღიურად მათხოვრობენ, მათი ყოველდღიური შემოსავალი 1000 რუპიას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ოჯახი ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ფოტოში მათი მდიდრული სახლი ჩანს.







- გერი ტომსონი

image


გერის რეალურად არანაირი ფიზიკური პრობლემა არ აწუხებს, ის მათხოვრობს ინვალიდის ეტლით და ამ ხერხით ატყუებს ადამიანებს. ტომსონის წლიური შემოსავალი 100 000 დოლარს აღემატება, ის ფიქრობს, რომ ადამიანების მოტყუება არც ისე რთულია.






- ლაქშმი დესი

image


დესი 44 წელია, რაც მათხოვრობს. ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კალკუტას მკვიდრი 16 წლიდან მოყოლებული, დღემდე ქუჩის მათხოვარია. 60 წლის ასაკში, დესის საბანკო ანგარიში მილიონ დოლარს აღემატება და ის ინდოეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანადაა გამოცხადებული.






- კრიშნა კუმარ გაიტი


image


კიდევ ერთი მუმბაის მკვიდრი კრიშნა კუმარ გაიტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ცენტრალურ ბანკთან მათხოვრობას. მისი ამჟამინდელი ქონება 150 000 დოლარს აღემატება და სიაშიც შეყვანილია.






- აირვინ ქორი

image


97 წლის ქორი ნიუ-იორკში მათხოვრობს. ირვინი სხვებისგან განსხვავებით, წარმატებული მსახიობი იყო. კომედიის ჟანრის წარმომადგენელი მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ ჯეკი გლიმსონი და ვუდი ალენი. 17 წლიანი მათხოვრობის შედეგად გამდიდრებული აირვინის დღიური შემოსავალი 100 - 250 დოლარამდეა. ქორი ასევე კეთილშობილი ქველმოქმედია, მან საკუთარი ქონების 50% პროცენტი გაჭირვებული ბავშვების ფონდს გადაურიცხა, ხოლო დარჩენილი ნაწილი გაზეთების ბიზნესში ჩადო.






- სიმონ რაითი

image


პროფესიონალური მათხოვარი ლონდონის ქუჩებიდან. რაითი 37 წლისაა, ბავშვობიდან დაწყებულმა კარიერამ მას სიმდიდრე მოუტანა. მისი თვიური საშუალო შემოსავალი 50 000 დოლარამდეა.






- უილ ანდერსენი

image


43 წლის ანდერსენი და მისი 9 წლის ძაღლი ყოველდღე ქუჩაში მათხოვრობენ. ნიუ-იორკის ქუჩის წარმატებული მათხოვარი ზოგჯერ საათში 200 დოლარსაც შოულობს. ნამდვილად შესანიშნავი საქმე აქვს...






- აიშა

image


არაბი ქალი, საუდის არაბეთიდან. ის თითქმის ნახევარი საუკუნე მათხოვრობდა ქუჩაში. უსინათლო ქალის შესახებ სიმართლე მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე დღეში გაირკვა. მას 250 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა, 1 800 000 დოლარი ნაღდი ფული და ქალაქის ცენტრში 3 ბინა ჰქონდა, ქალბატონმა ეს ყვალაფერი უსახლკაროებს უანდერძა.






- სარვატია დევი

image


ჩამონათვალის ბოლო წარმომადგენელი, სარვატია დევია, რომელიც ცხოვრობს ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ვილაში. როგორც ცნობილია, მან ამ ხერხით ათობით სახლი და ძალიან დიდი ქონება შეაგროვა.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ისტორიული ჩანაწერები: 10 ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურება!

image





ქალიშვილმა მიატოვა, მაგრამ საბედნიეროდ წლების შემდეგ მხსნელად ჟურნალისტი მოევლინა...

image





წარმოგიდგენთ თანამედროვე ცხოველების უძლიერეს წინაპრებს

image





ყოველდღიური პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

image





5 დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან, რომელიც ისტორიას კიდევ დიდხანს ემახსოვრება

image



0
2064
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0