x
ამერიკის კონფიდენციალური შტატები (ა.კ.შ)
ამერიკის კონფედერაციული შტატები, ა.კ.შ, (CSA) აშშ-ისგან გამოყოფილი შტატების მიერ დაარსებული არაღიარებული კონფედერაცია, რომელიც დაარსდა 1861 წლის 4 თებერვალს და იარსება 1865 წლის 5 მაისამდე. კონფედერაცია აშშ-ის ღრმა სამხრეთის შვიდმა მონობის მომხრე შტატმა დააარსა, რომელთა რეგიონული ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით კი ბამბაზე, ეს შტატები პროდუქციის წარმოების პლანტაციურ სისტემაზე იყვნენ მოწყობილნი, რომელიც, დიდწილად მონათა შრომას ეყრდნობოდა.თითოეულმა მათგანმა შეერთებული შტატებისგან გამოყოფა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც 1860 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატმა აბრაამ ლინკოლნმა გაიმარჯვა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მონობას და მის გაფართოებას. 1860 წლის მარტში ლინკოლნმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ერთი თვით ადრე კი კონფედერაციამ საკუთარი მთავრობა გამოაცხადა, თუმცა შეერთებული შტატების მთავრობამ კონფედერაცია და მისი მთავრობა არალეგალურად ცნო. აპრილში ომის დაწყების შემდეგ, ზემო სამხრეთის ოთხი შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოეყო და კონფედერაციას შეუერთდა. მოგვიანებით კონფედერაციამ მისური და კენტუკი შემოიერთა, როგორც კონფედერაციის წევრები.
შეერთებული შტატების მთავრობამ შტატების გამოყოფა უარყო და კონფედერაცია არალეგიტიმურად აღიარა . აშშ-ის სამოქალაქო ომი 1861 წლის 12 აპრილს დაიწყო, მას შემდეგ რაც კონფედერანტებმა ფორტ სამტერს შეუტიეს, კავშირის მცირე ციხე-სიმაგრე, რომელიც სამხრეთ კაროლინაში, ჩარლსტონის ნავსადგურში მდებარეობდა. 1865 წლისთვის, მძიმე ბრძოლების შემდეგ, კონფედერაციული შტატების სამხედრო ძალების უმეტესობა დანებდა, რამაც საბოლოოდ ამერიკის კონფედერაციული შტატების გაუქმება გამოიწვია. არცერთ უცხოურ სუვერენულ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია კონფედერაციული შტატები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. პირიქით გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთის იმპერიამ კონფედერაციას აგრესიული და მეომარი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ომის ფორმალურად დასრულებამდე, ჯეფერსონ დეივისმა სინანულით თქვა, რომ კონფედერაცია 1865 წელს გაქრა.
1861 წლის 11 მარტს შვიდმა შტატმა სამხრეთ კაროლინამ, მისისიპიმ, ფლორიდამ, ალაბამამ, ჯორჯიამ, ლუიზიანამ და ტეხასმა კონფედერაციული შტატების კონსტიტუცია მიიღეს. ახალმა კონსტიტუციამ 7 თებერვალს მიღებული კონფედერაციული შტატების დროებითი კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომელშიც აღნიშნული იყო სურვილი „მუდმივ ფედერალურ მთავრობასთან“ დაკავშირებით. პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა აშშ-ის ყველა შტატს მოუწოდა გამოეყოთ მებრძოლები, რათა სამხრეთში ფორტ სამტერი და სხვა ფედერალური შენობები კონფედერანტებისაგან გაენთავისუბლებინათ. რის საპასუხოდაც ოთხმა მონათმფლობელმა შტატმა ვირჯინიამ, არკანზასმა, ტენესიმ და ჩრდილოეთ კაროლინამ შეერთებული შტატებისგან გამოყოფა გამოაცხადეს და კონფედერაციას შეუერთდნენ. მისური და კენტუკი წარმოდგენილნი იყვნენ პარტიზანული ფრაქციების მიერ, რა დროსაც ამ ორი შტატის ლეგიტიმური მთავრობა მხარს კავშირს უჭერდა. კონფედერაციაში ასევე შედიოდა ხუთი ცივილიზებული ტომიდან ორი და არიზონას კონფედერაციული ტერიტორია. მცდელობები მერილენდის გამოყოფასთან დაკავშირებით სამხედრო სასამართლოს მიერ ფედერალური მოვალეობების დაკისრებით დასრულდა. ხოლო დელავერში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოყოფის მომხრეები იყვნენ, მცდელობისაგან მაინც თავი შეიკავეს. ვირჯინიის დასავლეთ ნაწილებში კავშირის მომხრე მთავრობამ ახალი შტატი დასავლეთ ვირჯინია დააარსა, რომელიც 1863 წლის 20 ივნისს კავშირს შეუერთდა. რიჩმონდში კონფედერაციულ მთავრობას წევრ შტატებთან ცოცხალი ძალის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად კონფედერანტებმა მაინც შეძლეს ომისთვის თითქმის მთელი თეთრკანიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის მობილიზება.
კონფედერაცია 1861 წლის მარტში მონტგომერის ხელშეკრულებით შეიქმნა ლინკოლნის ინაუგურაციამდე და 1865 წლამდე იარსება, 1865 წლის აპრილი, მაისის თვეებში კი კონფედერაციული შტატები დაიშალა. კონფედერაცია სამხრეთის შვიდი შტატის დელეგაციების მიერ იყო ფორმირებული, აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის დაარსებამდე შვიდივე შტატი შეერთებული შტატების შემადგენლობიდან ოფიციალურად გამოვიდა თუმცა მათი გამოყოფა აშშ-ის მთავრობამ დე-ფაქტოდ სცნო. აპრილში ბრძოლების დაწყების შემდეგ, აშშ-ის ოთხმა მონათმფლობელმა შტატმა ოფიციალურად განაცხადა გამოყოფის შესახებ და კონფედერაციულ შტატებს შეუერთდნენ. მოგვიანებით ორმა შტატმა მისურიმ, კენტუკიმ და ორმა ტერიტორიამ კონფედერაციულ კონგრესში ოფიციალურად მიიღო ადგილი.

ა.კ.შ-ში შემავალი შტატები:

სამხრეთ კაროლინა - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 20 დეკემბერი, 1860. ა.კ.შ-ში შესვლა 4 თებერვალი, 1861

მისისიპი - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 9 იანვარი, 1861 . ა.კ.შ-ში შესვლა 4 თებერვალი, 1861


ფლორიდა - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 10 იანვარი, 1861 .ა.კ.შ-სი შესვლა 4 თებერვალი, 1861

ალაბამა - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 11 იანვარი, 1861. ა.კ.შ-ში შესვლა 4 თებერვალი, 1861

ჯორჯია - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 19 იანვარი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 4 თებერვალი, 1861

ლუიზიანა - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 26 იანვარი, 1861. ა.კ.შ-ში შესვლა 4 თებერვალი, 1861

ტეხასი - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 1 თებერვალი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 2 მარტი, 1861

ვირჯინია - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 17 აპრილი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 7 მაისი, 1861

არკანზასი - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 6 მაისი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 18 მაისი, 1861

ჩრდილოეთი კაროლინა - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 20 მაისი, 1861, ა.კ.შ-ში შესვლა 21 მაისი, 1861

ტენესი - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 8 ივნისი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 2 ივლისი, 1861

მისური - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 31 ოქტომბერი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 28 ნოემბერი, 1861

კენტუკი - ა.შ.შ-სგან გამოყოფა 20 ნოემბერი, 1861 ა.კ.შ-ში შესვლა 10 დეკემბერი, 1861


image

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:დუნი
დუნი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0