x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შეიქმნა კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი
image
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა პირველად შეძლეს სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერების მიღება, რომელსაც კედარციდინი ჰქვია(
kedarcidin) ეს ნივთიერება ეფექტურია სიმსივნური უჯრედების და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.ნათქვამია Phys.org.-ის პრეს-რეალიზის განცხადებაში.


მკვლევარებმა მხოლოდ 10 წლის შემდეგ განსაზღვრეს კედარციდინის მოლეკური სტრუქტურა, მას შემდეგ, რაც იგი ბუნებაში აღმოაჩინეს.


ნაერთი ამოიღეს თითქმის 30 წლის წინ ინდოეთში, ნიადაგის ნიმუშიდან.

image


გაირკვა, რომ მას გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, იწვევს დნმ-ში მიკრორგანიზმების და სიმსივნის უჯრედების დაზიანებას და ხელს უშლის მათ შემდგომ ზრდას. თუმცა რთული სტრუქტურის გამო მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ღებულობდნენ ამ ნივთიერებას ლაბორატორიული წესით.


"ამ არაჩვეულებრივმა მოგზაურობამ შეგვძინა ახალი მოლეკულური ცოდნა და აღმოგვაჩენინა პერსპექტიული მექანიზმები სიმსივნესთან და წამალდმგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის გამოწვევა ქიმიასა და ბიოლოგიას შორის, დღეიდან უკვე ჩვენი ახალი ბიოლოგიური ცოდნა და ქიმიური უნარი საშუალებას მოგვცემს დავამზადოთ შემდეგი თაობის ანტიბიოტიკი და კიბოს საწინააღმდეგო აგენტი"-აცხადებს იაპონელი პროფესორი ჰირამა(Hirama), რომელმაც ჯერ კიდევ 1997 წლიდან დაიწყო მუშაობა კედარიციდინის რეაქტიული ბირთვის მიღებაზე.



მომავალ კვლევებში მეცნიერები აპირებენ კედარციდინის მუშაობის მექანიზმს დააკვირდნენ, რომლებიც კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ეფექტური იქნება.


წინასწარი პროგნოზით 2050 წლისთვის დამატებით კიდევ 10 მილიონი ადამიანი დაიტანჯება რეზისტენტული ინფექციებით, ამიტომ ახალი თაობის ანტიბიოტიკის შემუშავება ძალზე აუცილებელია, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიბიოტიკები არაეფექტური იქნება მკურნალობის დროს.



0
284
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0