x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აი, ნამდვილი სასწაული
ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და მუსიკოსს ჯონათან ჯექსონს მრავალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მიუღია მონაწილეობა, თუმცა საყოველთაო პოპულარობა მას ლაკი სპენსერის როლმა მოუტანა სახელგანთქმული სერიალიდან "ჰოსპიტალი". image იგი 1982 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა კონგრესმენ რიკ ჯექსონისა და ჯენინ შარპის ოჯახში. ჰყავს და კენდისი და ძმა რიჩარდი. მისი და ამჟამად ერთერთი წამყვანი იურისტი და ფიგურაა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში. 1991 წელს ჯონათანი მშობლებმა სტუდია უნივერსალის სამსახიობო სკოლაში შეიყვანეს და სულ რამოდენიმე თვეში ნიჭიერმა და მომხიბლავმა ყმაწვილმა თავისი პირველი როლიც მიიღო, რასაც მოჰყვა უამრავი მიწვევები ფილმებიდან თუ სერიალებიდან. დამწყებმა მსახიობმა არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა ძალიან მალე, თუმცა ნამდვილი წარმატება მას ცოტა მოგვიანებით 1999 წელს ეწვია კინოფილმში "ოკეანის ფსკერზე", სადაც ჰოლივუდის სუპერვარსკვლავის მიშელ პფაიფერის შვილი განასახიერა. imageფილმის წარდგენისას მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა: "ჯონათანი იმდენად ამაღელვებლად ასრულებდა, რომ მე მას მართლა ჩემს შვილად მივიჩნევდიო."

2001 წელს მას უკვე ნამდვილი გამოცდა ელოდა პროფესიულ კარიერაში, რადგან თამაში თვით ალ პაჩინოსთან ერთად მოუწია მძაფრსიუჟეტიან თრილერში "ინსომნია(უძილობა)". გამოცდამ ნამდვილად წარმატებით ჩაიარა. მის მიმართ ინტერესი არნახულად გაიზარდა და ის პლანეტისimage50 ყველაზე სიმპატიურ მამაკაცს შორის დასახელდა. ჯონათანს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფანტასტიკური ჟანრის კინოსურათებში, თუმცა, რაც მან 2012 წელს პრემია ემის ცერემონიალისას მოიმოქმედა, თვით ფანტასტიკის საზღვრებსაც კი სცილდება. როდესაც წამყვანმა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ემის პრესტიჟული ჯილდო გადასცა, მან პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღლა განაცხადა:"უპირველეს ყოვლისა, მადლობა მამას, ძეს და სულსა წმიდას..."imageimageბოლოს კი დაამატა: "და მადლობა ათონელ ბერებს ლოცვით მსოფლიოს შეწევნისათვის." ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ამ სიტყვებზე დარბაზის რეაქცია. როგორც ჩანს, ეს იმდენად გულწრფელად და დამაჯერებლად იყო ნათქვამი, რომ ჰოლივუდურმა კინო-ელიტამ მქუხარე ოვაციებით გააცილა ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანი აღმსარებელი.


თანამედროვე სეკულარულ სამყაროში, შოუ-ბიზნესის ბულვარულ თავყრილობაზე პირჯვრის გამოსახვა(თანაც მართლმადიდებლურად)და ღვთისათვის მადლობის გადახდა იმდენად წარმოუდგენელი აქტია, რომ თავისი არსით მოწამეობასაც კი შეიძლება გაუტოლდეს. სირცხვილი, შიში და ანგარება, პიროვნებაში ჩაბუდებული ამ დამთრგუნველი თვისებების გამო, მსგავს შეკრებაზე საკუთარი რელიგიური გრძნობების გამოვლენას გამოუთქმელი გამბედაობა და სიმტკიცე ესაჭიროება. უკვე შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ეს არც წამოცდენილი ემოცია იყო და არც გაუაზრებელი ქმედება. imageჯონათანმა მთელ მსოფლიოს ამცნო სულისშემძვრელი ისტორია, თუ როგორ იქცა ყოფილი ადვენტისტი და მთელი მისი ოჯახი მართლმადიდებელ ქრისტიანებად; რაც მთავარია, ეს არ იყო სპონტანური და მხოლოდ გრძნობებზე აყოლით მიღებული გადაწყვეტილება.ის წლების განმავლობაში ეცნობოდა რელიგიურ ლიტერატურას და მოილოცავდა სხვადასხვა ქრისტიანულ ტაძრებს, მაგრამ ვერსად იპოვა ღმერთი რომელსაც ეძებდა და საოცარი ტაძარი, რომელიც მან სიზმრად იხილა. ერთხელ სრულიად მოულოდნელად ის ინტერნეტში გადააწყდა ტაძრის ფოტოს, რომელმაც ცხადშიც კი მოსვენება დაუკარგა. გაირკვა, რომ ეკლესია ვაშინგტონში მდებარეობდა და მისი წინამძღვარი ჯონათანის მსგავსად სულიერი ძიებით იყო მისული მართლმადიდებლობაში. imageგანსაკუთრებული და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ათონის მთამ და ვათოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა რომელიც მისთვის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეიყვარო გულითა და გონებით ქრისტე მაცხოვარი და ილოცო მთელი მსოფლიოსათვის. აღდგომის მარხვაში, დიდ შაბათს მთელმა ოჯახმა ნათელიღო და ქრისტეს გზას დაადგა.


2014 წელს ჯონათანმა თავის ძმასთან ერთად მუსიკალური როკ-ჯგუფი ჩამოაყალიბა, რაც საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა და მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება ამერიკელ მელომანებში. imageimage
რაც შეეხება სარწმუნოებას, ამ საკითხმა მის ცხოვრებაში სრულიად გამორჩეული ადგილი დაიკავა და მთელ თავისუფალ დროს რელიგიურ განათლებას უთმობს. imageცოტა ხნის წინ ამერიკაში გამოიცა მისი წიგნი "ხელოვნების საიდუმლო",
სადაც ის თავის პროფესიას ქრისტიანულ, საღვთო პრიზმაში განიხილავს და სერიოზული, დრამატული სახეების განსახიერებას ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მხოლოდ სამსახიობო გარდასახვა და როლების თამაშია. ათი წლის ასაკიდან ფაქტობრივად სცენაზე გაზრდილ ადამიანს ალბათ უფლებაც აქვს და იმდენი გამოცდილებაც, რომ მომავალ თაობებს სწორი ორიენტირები და რჩევები მისცეს შოუ-ბიზნესის ჯუნგლებში გზის გასაკვალად. image



"ღმერთი არავის განცდის, ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება" გვეუბნება იაკობ მოციქული. ქრისტესთან ერთერთი ყველაზე დაახლოებული მოციქული პირდაპირ გვეუბნება, რომ ღმერთი განსაცდელს არავის უგზავნის(რასაც ხშირად ვიმიზეზებთ ხოლმე)და ცხოვრების გზაზე ყველა თავად იქმნის მწუხარებებსა თუ განსაცდელებს. ჯონათან ჯექსონის მსგავსად მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვინც ყველანაირად ცდილობს(და ახერხებს)ღვთის მცნებების დაცვით ცხოვრებას და ვისზეც თამამად შეიძლება ითქვას ქართველებისათვის კარგად ნაცნობი სიტყვები: იხარეთ ორთავ სოფელსა შინა!


პ.ს. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! ქრისტე აღდგა ქრისტიანებო!!!

0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0