x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
  „დედა, მადლობა ასეთი ლამაზი, თბილი და ჩემი გულის შესაფერისი...“-რა სიურპრიზი გაუკეთა ხათუნა ჟორდანიამ ნინი ქარსელაძეს

image

ხათუნა ჟორდანიამ ნინი ქარსელაძეს სიურპრიზი გაუკეთა და სიმღერა დაუწერა. ქარსელაძემ მოკლე ვერსია სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა:

„ნოემბრის დასაწყისში გავფრინდი საქმეებზე, ხათუნამ დამირეკა და მთხოვა ოქროს გოგოს ნომერი, Tsira Bzishvili -ს.
ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემს გარეშე სიარული არც სადმე უყვარს და დიდად არც უჩემოდ ახასიათებს რამის კეთება. ჩავეკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა, სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. დეკემბრის ბოლოს ჩამოვფრინდი და იმ საღამოსვე ვკითხე, რად გინდოდა ცირას ნომერი თქო? სიურპრიზს გიმზადებ და მალე გაიგებო. არ გამკვირვებია მისგან, რადგან ეს მისი ჩვეული ყოფაა, უბრალოდ იმდენად დამაინტერესა ვერაფრით მოვისვენე. სულ ამაზე ვფიქრობდი, 2 კვირის წინ მეუბნება, სიმღერა დავწერეო, ხოდა ახლა შენ მიხედე და მეორე ოქროს გოგოს Irina Sanikidze - ს მიუტანე ტექსტზეო:) ( ბევრი სიარული დასჭირდა ჩემს გარეშე და ამდენიც უკვე ვეღარ შეძლო)
აი ეს არის პატარა ადგილი, სიმღერა მალე იქნება.
დედა, დიდი მადლობა ასეთი ლამაზი, თბილი და ჩემი გულის შესაფერისი სიმღერისთვის. მიყვარხარ!
ძალიან მალე მთლიან ვერსიასაც დავდებ, იმედია მოგეწონებათ“, -წერს ქარსელაძე.

0
587
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0