x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არასწორი თარგმანის 6 მაგალითი, რამაც კაცობრიობა შეცდომაში შეიყვანა
image

სწორი თარგმანის მნიშვნელობა მაშინ უფრო ცხადი ხდება, როცა შეცდომებს აღმოაჩენენ. მთარგმნელის ნიჭი მხოლოდ უცხო ენის ცოდნაში კი არა, დეტალებისადმი ყურადღების გამოჩენაში და მათი ანალიზის უნარში ვლინდება. პატარა შეცდომებმაც კი შეიძლება ზოგჯერ სერიოზული და ტრაგიკული შედეგი გამოიწვიოს. ამის გამო შეიძლება ისტორია თავდაყირა დადგეს.


სტატიაში გთავაზობთ თარგმანის შეცდომებს, რომლებმაც გავლენა იქონია კაცობრიობაზე. მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იცოდეთ!








რატომ შეიქმნა ევა ადამის ნეკნისგან?

imageბევრ ჩვენგანს გვჯერა, რომ პირველი ქალი, ევა, პირველი კაცის - ადამის ნეკნისგან შეიქმნა. თუმცა, ოდესმე საკუთარი თავისთვის გვიკითხავს - რატომ მაინც და მაინც ნეკნი?



სინამდვილეში, ჩვენი ეს ცოდნა მთარგმნელის შეცდომაა, რომელმაც არ იცოდა, რომ ებრაულ სიტყვა tsela-ს 2 მნიშვნელობა ჰქონდა: "ნეკნი" და "რეფლექსია, ანარეკლი". ასე რომ, ცნობილი ფრაზა ასე უნდა ჟღერდეს: "ღმერთმა შექმნა ქალი, როგორც მამაკაცის ანარეკლი".








ჯიმი კარტერის უხერხული სიტყვები

image1977 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი პოლონეთს ეწვია. მას პოლონური ენის ექსპერტი ახლდა თან. კარტერმა თავისი მისალმება დაიწყო სიტყვებით: "აქ მოვედი, რათა გავიგო თქვენი აზრი და გავარკვიო, რა სურს პოლონელ ხალხს მომავლისგან". მთარგმნელმა მისი უბრალო სიტყვები რაღაც ასეთად გადააქცია: "მინდა, ფიზიკური სიახლოვე მქონდეს პოლონელ ხალხთან".


თუმცა, კარტერის პრობლემა ამით არ დასრულებულა. პრეზიდენტის სიტყვები: "აშშ ამ დილით დავტოვე..." მთარგმნელმა გარდაქმნა ფრაზად "აშშ დავტოვე და აღარ დავბრუნდები". ამის შემდეგ კიდევ დიდ ხანს იცინოდნენ პრეზიდენტის სიტყვებზე.








აქლემისთვის უფრო ადვილია ნემსის ყუნწში გაძვრეს, ვიდრე მდიდარი კაცისთვის - სასუფეველში შევიდეს.

imageიესო ქრისტეს ცნობილი სიტყვები: "აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში" ბიბლიაში ორჯერ გვხვდება. ზოგი ადამიანის აზრით, ეს სიტყვები ჰიპერბოლაა, ზოგს კი სჯერა, რომ ნემსის ყუნწი იერუსალიმის ვიწრო კარიბჭეზე მიანიშნებს.


სინამდვილეში, ეს პოეტური გამოთქმა მთარგმნელის შეცდომის გამო გაჩნდა, რომელმაც სიტყვები kamelos (აქლემი) და kamilos (ძაფი) ერთმანეთში აურია. ასე რომ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: "ძაფი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში".








"ძაღლის" კუნძულები

imageარსებობს არასწორი დებულება, რის მიხედვითაც კანარის კუნძულებს ეს სახელი იქ მცხოვრები კანარის ჩიტების გამო დაერქვა. სინამდვილეში, პირიქით მოხდა - ჩიტებს დაერქვათ ეს სახელი კუნძულის გამო. ადგილს კი ეს სახელი იქ მცხოვრები გარეული და შინაური ძაღლების დიდი რაოდენობის გამო დაერქვა.


სიტყვა კანარი ლათინური სიტყვიდან Canariae Insulae მოდის, რაც შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც "ძაღლის კუნძულები". ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დიდ ჯგუფებად მცხოვრებ მეზღვაურებს წარსულში ძაღლებს ეძახდნენ.








ვაიტანგის ხელშეკრულება

image1840 წელს ბრიტანელებმა მაორისთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონია ხდებოდა. ეს ხელშეკრულება მიჩნეულია ახალი ზელანდიის, როგორც ქვეყნის, ისტორიის დასაწყისად. თავდაპირველად, შეთანხმება ინგლისურად დაიწერა და შემდეგ ადგილობრივმა მისიონერმა ერთ ღამეში გადათარგმნა მაორის ენაზე. თარგმანი ბევრ შეცდომას შეიცავდა და მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან. თუმცა, მაორის ხალხი შეთანხმებას მისი წაკითხვის გარეშე დაეთანხმა.


მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, ბრიტანელებმა მოიპოვეს სრული კონტროლი აბორიგენებზე და მიეცათ მიწის გაყიდვის უფლება, რაც ნათარგმნ დოკუმენტში სულაც არ ეწერა. ამის გამო მაორის ხალხმა შეიარაღებული აჯანყება დაიწყო, ახალმა მთავრობამ კი მათი შეჩერება გადაწყვიტა. მე-19 საუკნის ბოლოს ახალი ზელანდიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტს ლეგალური მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.








სიტყვა, რომელიც 71 მილიონი დოლარი დაჯდა

1980 წელს ესპანელი კაცი, სახელად უილი რამირეზი, ამერიკის საავადმყოფოში მოხვდა. ის კრიტიკულ სიტუაციაში იყო, მაგრამ მისი ოჯახის ვერც ერთმა წევრმა შეძლო, ექიმებისთვის აეხსნა, რა მოხდა, რადგან ინგლისურად ვერ საუბრობდნენ. რამირეზი საჭმელმა მოწამლა. საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოწამვლა ინტოქსიკაციად გადათარგმნა, რაც ნარკოტიკების მიღებასა და ალკოჰოლის დალევას ნიშნავს.


არასწორი დიაგნოზის დასმას არასწორი მკურნალობა მოჰყვა, რაც გართულებებითა და რამირეზის კიდურის პარალიზებით დასრულდა. მოგვიანებით, საავადმყოფომ მიყენებული ზიანისთვის მას 71 მილიონი დოლარი გადაუხადა.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება!

image


2. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი წინაპრები სინამდვილეში

image


3. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი

image

1
5511
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5511
  
2019, 4 მაისი, 0:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1