x
image
_K_
გაირკვა, ვინ არის "მეგობრების" მთავარი პერსონაჟი
2019 წელს 15 წელი შესრულდება, რაც "მეგობრების" ბოლო სერია გავიდა ტელევიზიით. ეს სიტკომი ისეთი კულტურული ფენომენი გახდა, რომ მეცნიერებიც კი დაინტერესდნენ მისით. "მეგობრების" მაგალითზე მათ გამოიკვლიეს პოპულარული ტეველიზიის სპეციფიკური თვისებები და გენდერული სტერეოტიპები. ინჟინერმა იაშუ სეთმა კი საკუთარი კვლევა ჩაატარა, სადაც პერსონაჟები რიცხვებსა და გრაფებში გამოხატა.


სტატიაში ამ საინტერესო ინფორმაციას გაგიზიარებთ და ერთად დავადგენთ, ვინ იყო "მეგობრების" მთავარი პერსონაჟი მეცნიერული ხედვით.

imageიაშუს თქმით, კვლევის ჩატარების იდეა მაშინ დაებადა, როცა "მეგობრების" ერთ-ერთ საყვარელ ეპიზოდს უყურებდა: “The One with Ross’s Tan”. მსახიობის მხიარული პერფორმანსის ყურებისას ის ფიქრობდა: "ვინ არის სინამდვილეში სიტკომის მთავარი გმირი? როსი თუ რეიჩელი? იქნებ სარკასტული ჩენდლერი? სისუფთავის მოყვარული მონიკა თუ ქალების გულთამპყრობელი ჯოუი? ან იქნებ ყველასთვის საყვარელი მომღერალი - ფიბი?"


იაშუმ გადაწყვიტა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავისი მეცნიერება გამოეყენებინა. გთავაზობთ მეცნიერის ანალიტიკურ პასუხებს გრაფების გამოყენებით:








როსი და რეიჩელი ყველაზე მეტს საუბრობენ.

image



თითოეული პერსონაჟის ნათქვამი სიტყვების რაოდენობა:

imageროსი და რეიჩელი პირველ ადგილს იყოფენ. მათ სიყვარულის ისტორიას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს ბოლო სეზონის ჩათვლით. ორივე პერსონაჟმა 10 სეზონის განმავლობაში დაახლოებით 100 000 სიტყვა თქვა. ყველაზე ნაკლები, მხოლოდ 15 000 სიტყვა ფიბი ბუფემ თქვა. საერთო ჯამში კი, პერსონაჟებს შორის დიალოგები დაბალანსებული იყო და ზედმეტად ბევრი არავის ულაპარაკია.








ეკრანზე ყველაზე მეტჯერ ჩენდლერი ჩანს.

image


თითოეული პერსონაჟის ეკრანზე გამოჩენის რაოდენობა:

imageროგორც ვხედავთ, 1400-ზე მეტი სცენით ჩენდლერი პირველ ადგილს იკავებს. რეიჩელი და როსი არც ისე შორს არიან ამ რიცხვისგან, ისინი 1370 და 1330-ჯერ გამოჩნდნენ ეპიზოდებში. ფიბი, როგორც წინა კატეგორიაში, აქაც ბოლო ადგილზეა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ იაშუმ მხოლოდ იმ სცენების ანალიზი გააკეთა, სადაც პერსონაჟები საუბრობდნენ.








ინდივიდუალურ სცენებში ყველაზე მეტად როსი ჩანს.

image



ინდივიდუალური სცენების რაოდენობა თითოეული პერსონაჟისთვის:

imageაქ იგულისხმება სცენები, რომლებშიც პერსონაჟი 6 მთავარ გმირთან ერთად არ იყო, თუმცა, შესაძლებელია მეორეხარისხოვან გმირებთან ერთად ყოფილიყო. აქ განსხვავება ბევრად აშკარაა, ვიდრე წინა გრაფებში. ამ კატეგორიაში 150-მდე ინდივიდუალური სცენით როსი ნამდვილად ლიდერულ პოზიციას იკავებს. რეიჩელი მე-4 ადგილს სჯერდება. ჯოუი მეორე ადგილზეა 130-მდე ინდივიდუალური სცენით. მონიკა კი ყველაზე ნაკლებად, დაახლოებით 50-ჯერ გამოჩნდა ინდივიდუალურ სცენებში.








ეპიზოდის სათაურებში რეიჩელი ყველაზე მეტჯერაა მოხსენებული.

image



ეპიზოდის სათაურებში მოხსენების რაოდენობა თითოეული პერსონაჟისთვის:

imageრეიჩელი და როსი ამ კატეგორიაშიც ლიდერები არიან. რეიჩელის სახელი 27 ეპიზოდის სათაურში მოიხსენიეს, როსისა კი - 24-ში. მონიკა ამ კატეგორიაშიც ბოლო ადგილზეა მხოლოდ 8-ჯერ მოხსენიებული სახელით.








დასკვნა: შოუს მთავარი პერსონაჟი როსია.

imageრიცხვები და გრაფები დაეხმარა იაშუს, დაედგინა, რომ სიტკომის მთავარი პერსონაჟი როსია. მას ყველაზე მეტი ინდივიდუალური სცენა ჰქონდა, ყველაზე ბევრი სიტყვის მქონე და ეკრანზე ყველაზე მეტჯერ გამოჩენილი პერსონაჟების სამეულში იყო. ასევე, ლიდერულ პოზიციას იკავებდა სხვა კატეგორიებშიც.








ბონუსი: შოუს მთავარი წყვილი

imageროსისა და რეიჩელის პოპულარული სიყვარულის ისტორიის მიუხედავად, ამ კატეგორიაში ისინი არ არიან ლიდერები. ჯოუი და ჩენდლერი უფრო მეტჯერ გამოჩნდნენ ეკრანზე, ვიდრე შოუს სხვა რომელიმე წყვილი.








მთავარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი

image6 მთავარი პერსონაჟის გარდა, განტერი, Central Perk-ის ბარისტა, ყველაზე მეტჯერ გამოჩნდა ეკრანზე.








მეგობრების მთავარი შეკრების ადგილი

imageროგორც შეიძლება ბევრი ფიქრობდა, მეგობრების შეკრების მთავარი ადგილი Central Perk სულაც არ იყო. კაფეში სცენების მხოლოდ 16% გადაიღეს, მონიკას სახლში კი - 26%.









ასევე დაგაინტერესებთ:


1. რამდენად კარგად გახსოვთ "მეგობრები"? შეამოწმეთ

image


2. საინტერესო ფაქტები "მეგობრების" შესახებ

image

3. რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი
image

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0