x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
შრი ლანკაში მომხდარ ტერაქტს 359 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ( + ფოტოები )
image
CNN
-
ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შრი-ლან­კა­ში კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მას აფეთ­ქე­ბე­ბის სე­რია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი­დან იყ­ვნენ.სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით ტე­რო­რიზ­მთან და აფეთ­ქე­ბებ­თან კავ­ში­რის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 70 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. 32 მათ­გა­ნის საქ­მეს კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს.ტე­რაქ­ტებს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გარ­და 6 ქვეყ­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რა იძი­ებს, მათ შო­რის არის დიდი ბრი­ტა­ნე­თის სკოტ­ლანდ იარ­დი და აშშ-ს FBI.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი შრი-ლან­კე­ლია. ინტერნეტში არა ერთი სურათი გავრცელდა და მათ შორის ისეთიც, სა­დაც ჩანს, რო­გორ შე­დის ზურგჩან­თი­ა­ნი ტე­რო­რის­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში. რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი ტა­ძარ­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და.imageimageimageშრი-ლან­კას თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე თვით­მკვლელ ტე­რო­რისტ ძმებს იმ­სათ აჰ­მედ იბ­რა­ჰიმ­ს და ილ­ჰამ აჰ­მედ იბ­რა­ჰიმ­ს სავარაუდოდ ბიზნესმენი მამა აქეზებდა და აფინანსებდა.ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლებ­მა კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მას თავ­დას­ხმე­ბის დროს თავი აი­ფეთ­ქეს. ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად სულ მცი­რე 359 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი.

CNN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის მი­მართ არის და­წყე­ბუ­ლი.ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მას ბა­ტი­კა­ლო­ა­სა და კო­ლომ­ბოს კო­ჩჩი­კა­დეს და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე სამი ეკ­ლე­სია გახ­და, სა­დაც წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბო­და. სულ მალე კი ქვეყ­ნის დე­და­ლა­ქა­ლაქ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი „შან­გრი­ლა“, „კინგსბე­რი“ და „სი­ნა­მონ გრანდ ჰო­ტე­ლი“ აფეთ­ქდა. გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა შრი-ლან­კე­ლია.imageimageimageimageცნობისათვის, შრი ლანკის ტრაგედიას დანიელი მილიარდელის ანდერს ჰოლჩ პოვლსენის სამი შვილის სიცოცხლეც ემსხვერპლა.ის შოტლანდიაში ყველაზე მდიდარი მიწათმფლობელია, რომელიც ახორციელებს პროექტს "Wildland", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ცდი­ლო­ბენ, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და­იც­ვან და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­და­არ­ჩი­ნონ.სწორედ ამ პროექტს უტოვებდა მამა შვილებს, რომელიც ათეული წლები უნდა გაგრძელებულიყო.imageimageმილიარდელი მიწათმფბლობელის ოჯახი სრული შემადგენლობით შრი ლანკაში ისვენებდა და ერთი შვილი ცოცხალი გადარჩა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაბ­ლო­კა წვდო­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­სა“ და WhatsApp-ზე.


ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი კვი­რას ნე­გომ­ბოს, ბა­ტი­კა­ლო­ა­სა და კო­ლომ­ბოს კო­ჩჩი­კა­დეს და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე სამი ეკ­ლე­სია გახ­და, სა­დაც სა­აღ­დგო­მო წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბო­და. სულ მალე კი ქვეყ­ნის დე­და­ლა­ქა­ლაქ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი „შან­გრი­ლა“, „კინგსბე­რი“ და „სი­ნა­მონ გრანდ ჰო­ტე­ლი“ აფეთ­ქდა.შრი-ლან­კას მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბის უკან ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა თა­უ­ჰიდ ჯა­მა­თი დგას.image
imageimageimage
შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელების უმეტესობა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ისი­ნი ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და ოჯა­ხებ­საც სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვთ.მისივე თქმით, ერთმა მათგანმა გა­ნათ­ლე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მა­გის­ტრო კურ­სი ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­ი­ა­რა.imageimage














0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0