x
image
ილია მარტყოფლიშვილი
ირაკლი შიოლაშვილის და სიღნაღის მერის იაპონიაში ვიზიტი დასრულდა

image


16-22 აპრილს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი იაპონიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ. კახეთიდან ჩასული დელეგაცია იაპონიაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ პერიოდში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით, ასევე, შემდგომი მეგობრობის და თანამშრომლობის მიზნით მრავალი შეხვედრა გაიმართა.


იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას 120-მდე სტუმარი, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, იაპონიის სომელიეთა ასოციაციის წევრები, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც კენიჩი ოჰაში 3 საათის განმავლობაში ქართული ღვინოსა და მის კულტურას აცნობდა.


კენიჩი ოჰაშიმ სტუმრებს უამბო, რომ ქვევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა, ქართული ქვევრის ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ღვინის წარმოების ქართული მეთოდი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ღვინის მაგისტრმა ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი აზრით, ასევე განაპირობებს ქართული ღვინის გემოვნურ თვისებებსა და განუმეორებლობას.


პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით.


17 აპრილს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ღვინის კომპანიების გამოფენას, სადაც საქართველოს პავილიონიც იყო განთავსებული, „ვაინ ენდ გურმეს“ გახსნას დაესწრნენ. შემდეგ შეხვედრა გამოფენის ორგანიზატორთან, კომპანია „კოლენმესე კაპანის“ პრეზიდენტთან გენიჩიო მიაზაკისთან და მენეჯმენტის დირექტორთან მატიას კუპერთან გაიმართა. შეხვედრისას იაპონიის მხრიდან გაჩნდა სურვილი, რომ ივლისის თვეში დაიგეგმოს მათი ვიზიტი საქართველოში. ამავე დღეს შედგა შეხვედრა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან იაპონიაში, არჩილ მაჭავარიანთან და ასევე, ცნობილ სუმოისტ ლევან ცაგურიასთან, რომელსაც ქართული ღვინის პავილიონში წარმოდგენილი ჰქონდა საკთარი ქვევრის ღვინო სახელწოდებთ „კოკაი“.


აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საგანგებოდ დელეგაციის სანახავად მივიდა იოკაჰამას სიმფონიეტას გენერალური მენეჯერი ტოშიკი უსუი, რომელმაც გასულ წელს იაპონიის ელჩის და საელჩოს თაოსნობით სიღნაღში უფასო კონცერტი გამართა.


18 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს იამანაშის პრეფექტურის კაცუნომას მეღვინეობის გაერთიანების ოფისში. მათ მოინახულეს ღვინის ქარხანა, სადაც ჰქონდათ საქართველოდან ჩატანილი ქართული ქვევრი. იაპონელი მეღვინეები დიდი ინტერესს გამოხატავენ ქვევრის ღვინის მიმართ და უახლოეს მომავალში აპირებენ ამ ტექნოლოგიის მოსინჯვას აღნიშნულ ქარხანაში. მათ გამოთქვევს სურვილი ეწვიონ საქართველოს, კახეთს და კერძოდ ქიზიყს და ადგილზე ნახონ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი. ამავე დღეს, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ასევე, იამანაშის პრეფექტურის ქალაქ კოშუს მერთან, აცუში ტანაბესთან, რაც იაპონიის ცნობილი ტელეარხის NHK Japon-ის მიერ გაშუქდა. იამანაშის პრეფექტურა გამოირჩევა ღვინის და ხილის წარმოებით.


ეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიის, კერძოდ, იამანაშის პრეფექტურის მუნიციპალიტეტებსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების დამეგობრებას, მევენახეობის, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, კულტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორივე მხარის მეგობრობას და ურთიერთობას გააღრმავებს. საინტერესო გამოდგა შეხვედრა იამანაშის პრეფექტურის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორთან მიჩიჰირო ნაკატასთან, სადაც საუბარი შეეხო კახეთთან ტურიზმის კუთხით შემდგომ თანამშრომლობას.


19 აპრილს დელეგაციამ მოინახულა ქალაქ ტოკიოში გახსნილი გამოფენა - „საქართველო ღვინის სამშობლოა“. 20 აპრილს კი ქართულმა დელეგაციამ იაპონიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. 21 აპრილს შეხვედრები შედგა იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან.


imageimage
imageimage


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0