x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა საკითხზე გაიმართება ყველაზე დიდი ქურდული შეკრება თურქეთში?
image
თურქეთში კანონიერი ქურდების ისტორიაში ყველაზე დიდი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაახლოებით 40 კრიმინალური "გენერლები." შეკრების მიზეზი ადხამ სამარყანდსკის კორონაციაა. ქურდული სამყაროს ავტორიტეტები თვლიან, რომ მისი ადგილი "ოჯახში" არ არის.

შეკრების მთავარი მონაწილეები იქნებიან თურქეთში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტები. მათ რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონიერ ქურდებიც შეუერთდებიან, მათ შორის რამაზ ძნელაძე (რამაზ ქუთაისკი), მერაბ ბახია (ბახა-ბახა), კობა ახვლედიანი (კობა სოხუმსკი), როინ უგლავა (მატევიჩი).

ბევრი მათგანი მონაწილეობდა 2015 წელს სომხეთში გამართულ ქურდულ შეკრებაში, როცა შეჩერებულ იქნა რიგი კანონიერი ქურდების კორონაცია, რადგან, ტიტულის მიღება დაიწყო შემთხვევითმა ხალხმა.

ადხამის კორონაციის ინიციატორები იყვნენ დავით ჩხიკვიშვილი ( დათო სურგუტსკი) და თეიმურაზ ნემსიწვერიძე (წრიპა) კორონაციის ინიციატორებმა ვეტო დაარღვიეს. - წერს როსბალტი.


სურგუტსკის და წრიპას მისცეს დრო შეცდომების გამოსასწორებლად, რათა, ანულირება მოახდინონ სამარყანდსკის კორონაციის. " მათ, ისევე, როგორც სხვა სამარყანდსკის კორონაციი მონაწილეებს იბარებენ შეხვედრაზე, სადაც მათ მოუწევთ პასუხები გასცენ ქურდების საზოგადოებას. " - წერს გაზეთი.

მანამდე კი, სურგუტსკი და წრიპა ცდილობდნენ აპელირებას მერაბ ჯანგველიძესთან (მერაბ სოხუმსკი) რომლის კლანსაც მიეკუთვნებიან, თუმცა, ამ უკანასკნელმა საკუთარი გამოძიება ჩაატარა.

მერაბ ჯანგველიძემ, იმ ხალხისგან, ვინც დუბაიში ადხამთან ერთად სასჯელს იხდიდა, გაარკვია, რომ რუსულენოვან პატიმრებსა და არაბებს შორის დაპირისპირებისას, ადხამი იყო პირველი, ვინც ოპონენტების გეგმები გაიზიარა. ამის გამო, ადხამი სცემეს. ამის შემდეგ, ის არაბულ კორპუსში გადავიდა.

მერაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადხამ სამარყანდსკის ადგილი "ოჯახში" არ არის. ამ აზრზე არის ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი.


3
547
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
547
  
2019, 4 მაისი, 0:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 აპრილი, 20:41
სამართლიანად მიუღია გადაწყვეტილება
2019, 25 აპრილი, 18:26
მე არ ვცნობ ამ "მასტს", მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა ჯანგველაძესთან დაჯახებას არავის ვურჩევდი...
0 1 3