x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გზა არსაითკენ"-იდუმალებით მოსილი გზის მონაკვეთი ამერიკაში,სადაც ადამიანები უკვალოდ ქრებიან
image
ამერიკის შტატ ნიუ-მეხიკოში არის გზის მონაკვეთი საკმაოდ უცნაური და მისტიური ისტორიით.გზის მონაკვეთი, რომელიც ალბუკერკეს და როზუელის სიახლოვეს არის სულ 15 კილომეტრია, ადგილი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია:უდაბნო.მთის რელიეფები, იშვიათი მცენარეები, თუმცა ადგილობრივები ამ მონაკვეთს "გზას არსაითკენ" უწოდებენ და არც აქვთ სურვილი ამ გზაზე გაიარონ.



1973 წელს გამოდის ამერიკელი მწერლის ანდრე ნორტონის რომანი, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც მოტოციკლით მოგზაურობს ამერიკაში, ერთ-ერთ გაზე მთავარი გმირი პოულობს კაფეს, სადაც კაფეს მეპატრონე უყვება ახალგაზრდას ადამიანთა უცნაურ გაქრობის ისტორიებს, რომელიც ამ გზაზე ხდება.


რომანში აღწერილია უკვალოდ გამქრალი ადამიანების და ავტომობილების რეალური ამბები.


რომანის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ ამბებით, შეისწავლეს ადგილმდებარეობის აღწერა და მართლაც აღმოაჩინეს ასეთი გზა ქალაქ ალბუკერკეს მახლობლად შტატ ნიუ-მეხიკოში.


image

ადამიანების უკვალოდ გაქრობის ფაქტები აქ პირველად ფიქსირდება 1946 წლიდან, მთლიანად ამ გზაზე დაიკარგა 17 ადამიანი, მათ უბრალოდ გაიარეს ამ გზაზე და მას შემდეგ უკვალოდ გაქრნენ, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ეს ამბები არ გაეხმაურებინა, არ სურდათ მოგზაური-ტურისტები დაეფრთხოთ, რომელებიც ამ ადგილებს ფუტკრებივით ესეოდნენ, ლეგენდის მიხედვით აქვე ახლოს, ხომ 1947 წელს როზუელში ამომ განიცადა კატასტროფა.რომელიც ისტორიაში "როზუელის ინციდენტის" სახელით შევიდა.

image


თუმცა ადგილობრივ პრესაში ნელნელა გაჟონა ადამიანთა უკვალოდ გაქრობის ფაქტები, ინფორმაცია დაადასტურეს ადგილობრივმა პოლიცილებმაც და იმ კაფეს თანამშრომლებმაც, რომელიც "გზა არსიათკენ"_ის პირას.


თავიდან სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ ადამიანებს კლავდა ადგილობრივი ბანდა.რომელიც ამ მიდამოებში დათარეშობდა.

image

მექსიკის საზღვართან სიახლოვის გამო, სავსებით ლოგიკური იყო, რომ მარტოხელა მოგზაურები გაეძარცვათ, ან ავტომობილი წაერთმიათ და შემდეგ მექსიკაში გადასულიყვნენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად ძველი ავტომობილი იკარგებოდა, რომ პოლიციელებისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ საერთოდ ვინმეს მისი გატაცების სურვილი ჰქონოდა, ამასთანავე სხვა გზა, სადაც შესაძლებელი იყო ავტომობილი გადაეყვანათ არ არსებობდა, ირგვლივ მხოლოდ უდაბნოა.


გზისპირა კაფეს თანამშრომლები ჰყვებიან, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა შემოიარეს კაფეში, იყიდეს საკვები, გააგრძელეს გზა და შემდეგ უკან დაბრუნებული აღარავის უნახავს.


ერთი შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, კაფესთან გაჩერდა მანქანა:ცოლ-ქმარი ორი ბავშვით ქალაქ ჩიკაგოდან, სადილობის შემდეგ ქმარმა, თომას ოულდრუგმა დასვენება გადაწყვიტა და კაფეში დარჩა, ცოლი მილამ კი ბავშვებთან -ჯოსთან და ლიზასთან ერთად გასეირინება გადაწყვიტა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულად, უკვალოდ გაქრნენ, პოლიციამ ყველა ზომები მიიღო, რომ დაკარგულები ეპოვნათ, მაგრამ უშედეგოდ.

image

"მისის ოულდრუგმა თქვა, რომ სულ ნახევარი საათით გაისეირნებდა ბავშვებთან ერთად და დაბრუნდებოდა..მისტერ ოუდრუგი კაფეში დარჩა, ყავას სვამდა და თან გაზეთებს ათვალიერებდა.თუმცა ისინი აღარ დაბრუნებულან"-იხსენებს კაფეს მეპატრონე.

1
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
2019, 25 აპრილი, 23:57
ფილმი გამახსენდა :"მოსახვევი არსაით".... პირველი საშინელებათა ფილმი იყო, რომელსაც ვუყურე და სამი ღამე ვეღარ დავიძინე მერე :დდ
0 1 1