x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უშვილო წყვილი

image
---რის გამო გავისარჯე და გავაჩინე ხუთი გოგო და მეექვსე შენ? ამისთვის რომ ქალი მოგეყვანა რომელსაც, შვილი არ უჩნდება? მე რად მინდა უნაყოფო რძალი სახლში. შვილისშვილებს მინდა მოვესწრო და გამრავლდეს გვარი. უნაყოფოს ხეს ჭრიან. ხომ იცი შენ? დროზე მოიფიქრე რამე, სანამ ამიტეხავს ამბავი. --ჩუმათ, დედა, ნუ ყვირი არ მინდა სალომემ გაიგოს. ცოდვაა, ხომ ხედავ ისედაც იშვიათად ჩამოვდივართ სოფელში და მთლად ნუ შემაძულებ აქ მოსვლას. მე მიყვარს ჩემი ცოლი და იმის გამო რომ შვილი არ გვყავს, არ დავშორდები.ჯერ ხომ ისედაც ცოტა დრო არის გასული ჩვენი ქორწინებიდან. ხალხს ათი წელი არ ჰყავთ შვილი და მერე უჩნდებათ. უფლის ნებაა ყველაფერი. მოიცადე ჩვენც გავჩუქრებს უფალი შვილს. სამი წელი გავიდა უკვე ხომ ხედავ. რად მინდა მაგის სილამაზე, თუ კი ვერაფერში გამოვიყენეთ. ან შენ რა თავში იხლი ასეთ სიყვარულს, თუ ნაყოფი არ მოგცა და არ გამრავლდი. ექიმთან მიდით და გაარკვიე, რა ხდება და დროზე მოიშორე თავიდან ასეთი უნაყოფო. ქალები განა დაილია? სხვას მოიყვან და ის გაგიჩენს შვილს ეს თუ ვერ აჩენს. -გაჩუმდი, დედაკაცო, ნუ წაიღე ტვინი შენი ქოთქოთით ამ დილიდან. აცადე ბავშვებს, თვითონ იციან თავისი საქმე. რაც უნდა უფალს იქ იქნება. შენი ყვირილით და ჩხუბით არაფერი გამოვა. მხოლოდ შვილსაც შეაზარებ თავს და რძალსაც. ნოდარი ეცადა გაეჩუმებინა ცოლი რომელიც დილიდან ერთიდაიგივეს ეუბნებოდა ქალაქიდან ჩამოსულ შვილს. რძალი ამ დროს საძინებელ ოთახში იყო და ისმენდა დედამთილის საყვედურებს. ხმას არ იღებდა თავს დამნაშავედ გრძნობდა. სანდრომ, როგორც ყოველთვის, ისევ თავი აარიდა დედას და მეუღლესთან შევიდა საძინებელში. --შენ არაფერზე ინერვიულო, სალომე, ხომ გესმის, დედაა და თავის გულისტკივილს ამბობს. მე შენ ძალიან მიყვარხარ და იმის გამო, რომ შვილი არ გვყავს ოჯახს არ დავანგრევ. ჯერ ხომ სულ რაღაც სამი წელი გავიდა. ექიმებიც იმედს გვაძლევენ, რომ შვილი გვეყოლება მოვიცადოთ და ყველაფერი იქნება თავის დროზე. -მე მეტი არ შემიძლია სანდრო, ყოველი ჩემი აქ ჩამოსვლა ჯოჯოხეთს ემსგავსება. იმის ნაცვლად გამარჯობა მითხრას, ექიმთან თუ იყავი? რა გითხრა ექიმმა? გეყოლება თუ არა შვილი?-- ერთდროულად მომაყრის კითხვებს. მე აწი აქ არ წამოგყვები, სანდრო და ჩემზე გული არ დაგწყდეს, მე მესმის დედაშენის, მაგრამ როგორ ფიქრობს, განა მე ნაკლებად მტკივა გული, რომ არ მყავს შვილი. განა მე არ მინდა ახლა გულში მყავდეს ჩახუტებული ჩემი პატარა ვეფერებოდე და ვზრუნავდე მასზე? ჩემზე მეტად ვინ განიცდის და ვის ტკივა, ყოველი პატარა ბავშვის დანახვაზე ცრემლი მომდის თვალებიდან, ყველა ფეხმძიმე ქალის დანახვა მიხარია თან გულს მიკლავს. მეც მინდა განვიცადო ფეხმძიმობა და დედობა. არა, სანდრო, მე აქ მეტს არ წამოგყვები. მამაშენია ერთადერთი, რომელსაც ესმის ჩემი. არასოდეს უსაყვედურებია ჩემთვის რომ შვილიშვილს ვერ ვჩუქნი. შენ რატომ არ მომყვები ექიმთან იქნებ შენშია პრობლემა და სულაც არ არის ჩემში? ჩემი მკურნალი ექიმი მეუბნება ყველაფერი წესრიგში გაქვსო. შენ კი არ მიდიხარ ექიმთან. -დამშვიდდი სალომე, მეც აუცლებლად მივალ და გავესინჯები. -ეგრე იძახი სულ და სამი წელი გავიდა უკვე. დედაშენი კი ამ ყველაფერს ისევ მე მაბრალებს. უნაყოფოს მეძახის ხომ ხედავ? სანდრო და სალომე კურსელები იყვნენ. პირველივე ლექციის დროს ერთ მერხზე ერთად აღმოჩნდნენ და იმ დღიდან ჯერ მეგობრობდნენ, შემდგე კი მათი მეგობრობა დიდი სიყვარულში გადაიზარდა. ბოლოს კი ჯვრის წერით დააგვირგვინეს თავიანთი სიყვარული. ყველაზე გამორჩეული და ლამაზი წყვილი იყო მთელ ინსტიტუტში. სალომეს სილამაზე არავის რჩებოდა შეუმჩნეველი. სანდრო კი მოხდენილი ვაჟკაცი ბიჭი იყო. ამასთან ერთად წარჩინებული სტუდენტებიც იყვნენ. მომავალს იმედით შესცქეროდნენ. ბევრი შვილის გაჩენა სურდათ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს მუშაობა. სალომე ბავშვთა უფლებებს დაცვის ორგანიზაციაში მუშაობდა. სანდრო კი მოსამართლე იყო. მიუკერძოებლად აკეთებდა თავის საქმეს. ერთადერთი რაც მათ აკლდათ შვილი იყო. რომელიც არ უჩნდებოდათ. ტკივილს კიდევ ის უმძაფრებდათ, რომ სანდროს დედა სალომეს სულ უნაყოფოს ეძახდა. დრო გადიოდა. სალომემ დაპირებისამებრ სანდროს სოფელში არ დაყვებოდა არ სურდა კიდევ იგივე განმეორებულიყო, რაც ყოველთვის ხდებოდა მისი სოფელში ჩასვლის დროს. სალომეს დედამთილი არა მაგრამ მამამთილი კი ხშირად სტუმრობდა ქალაქს და რჩებოდა კიდევაც შვილთან და რძალთან. იმედს აძლევდა შვილებს. ეუბნებოდა:-- ხელი არასოდეს ჩაიქნიოთ ცხოვრებაზე. შეიძლება ის სასწაული მაშინ მოხდეს, როცა არ ელით, ამიტომ სულ ერთად იყავით და არ მიატოვოთ ერთმანეთი, ახლა ჭირდებით თქვენ ერთმანეთს. არ გძლიოთ სისუსტემ და ერთმანეთი არ გაწიროთ იმის გამო რომ შვილი არ გყავთ. ახლა მთავარია, რომ თქვენ ხართ ერთად და გიყვართ ერთმანეთი, დანარჩენი კი დროს მიანდეთ. ამ სიტყვების შემდეგ მამამთილმა სალომეს ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. სანდრომ გადაწყვიტა ექიმთან მისვლა. სალომე სიხარულით შეხვდა სანდროს ამ გადაწყვეტილებას. იმედის ნაპერწკალი ჩაესახა გულში, ფიქრობდა: იქნებ სანდროს ბრალია, იმკურნალებს და შვილიც გვეყოლებაო. ისევ ძველებურად უყვარდათ ერთმანეთი როგორც ადრე. ერთხელ სანდროს საზღვარგარეთ მოუწია მივლინებაში წასვალა რამდენიმე თვით. თავისი ცოდნის კიდევ უფრო გასაღრმაველლად. სალომეს სთხოვა: წყენა დაევიწყებინა და სოფელში წასულიყო, როგორც კი ამის საშუალება ექნებოდა. ერთ შაბათ-კვირას წავიდა სოფელში სანდროს მშობლებთან სალომე. დედამთილს, თითქოს და არც დაუნახავს რძლის მისვლა სახლში. არც კი მისალმებია.მამამთილმა კი როგორც ყოველთვის სიხარულით მიიღო სალომე. სანდროს დედამ მეუღლესთან დაფარა ის აგრესია რაც რძლის მიმართ ჰქონდა და ქმრის დასანახად ხანდახან უღიმოდა და ესუბრებოდა სალომეს, მაგრამ როგორც კი მარტო დაიგულებდა, მაშინვე ლანძღვაზე გადავიდოდა. ---შენს გამო ჩემი შვილი უშვილოდ რჩება, რომ გკითხოს კაცმა გიყვარს სანდრო, შენ არ გიყვარს სანდრო, თორემ აქამდე იფიქრებდი, რომ შენ ხარ ის ვინც ხელს უშლის მას. მიატოვებდი წახვიდოდი და მიცემდი საშუალებას სხვა ქალი შეერთო ცოლად ვინც გაუჩენდა შვილს. მაგრამ შენ ამის ქალობა არ გაქვს, შენ თავზე ფიქრობ და არა სანდროზე, შენ რა გგონია? მას უხარია უნაყოფო ცოლი რომ ყავს გვერდით? აქამდე მიგატოვებდა და სხვას მოიყვანდა მაგრამ ვერ ბედავს. არც მას გააჩნია ბოლომდე ამის კაცობა, რომ ეს გააკეთოს. შენ ქალი ხარ და უნდა მიხვდე ამას ადგე და წახვიდე გაეცალო ჩემ შვილს. --ნუ მტკენთ გულს, დედა, მე და სანდროს გვიყვარს ერთმანეთი. ის არ გააკეთებს იმას რაც თქვენ გინდათ, არც მე მივატოვენ სანდროს, დრო გავა და თქვენ შეგრცხვებათ თქვენი სიტყვების, რადგან ჩვენ შვილი აუცილებლად გვეყოლება. --რა სიყვარულზე მელაპარაკები ამხელა ქალი. გაგიჟდი? რა დროს სიყვარულია, როცა შვილი არ გყავთ, შენ რა გგონია მე მიყვარდა ჩემი ქმარი? სად იყო სიყვარული? დამნიშნეს და მეც გავყვი ცოლად. შვილი რომ არ მყოლოდა ვინ დამტოვებდა მის გვერდით, სანამ ბიჭი არ გავუჩინე, მანამდე მაჩენინა ბავშვები, ალბათ ეს მეექვსე რომ არ ყოფილიყო ბიჭი, კიდე მომიწევდა შვილის გაჩენა და შენ უშვილოს გაგაჩერებ ჩემ სახლში? არც იფიქრო. მე აუცილებლად მოვნახავ იმის გზას, რომ შენ ჩემ შვილს დაანებო თავი. გასაგებია შენთვის?! სალომემ დედამთილის ამ სიტყვებზე ტირილი დაიწყო. ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა, ისე რომ არც დამშვიდობებია მამამთილს.სალომეს ნერვიულობაზე გულის ტკივილები დაეწყო და ვერც სამსახურში დადიოდა. სამი თვის შემდეგ სანდროც დაბრუნდა სახლში. არაფერი უთქვამს სალომეს მეუღლესთვის. არ სურდა დედასთან მის გამო ეჩხუბა სანდროს და ამიტომ გაჩუმება ამჯობინა. მეუღლე ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა სანდრომ დაბრუნებისთანავე ექიმთან წაიყვანა, ექიმმა მკურნალობა დაუნიშნა სალომეს და ურჩია ცოტა ხნით დასვენაბა. ცოლქმარმა ზაფხულში ზღვაზე წასვლა გადაწყვიტეს. სანდროს მარტო მოუწია რამდენჯერმე ზღვაზე გასვლა. ერთხელ როცა სანდრო მარტო იყო სანაპიროზე მის გვერდით რამდენიმე გოგონა მზის რუჯს იღებდა. გოგოებმა სანდროს ჩააბარეს ნივთები და ზღვაში შევიდნენ. ზღვიდან დაბრუნებულმა გოგოებმა მადლობა გადაუხადეს სანდროს ყურადღებისთვის. ერთმა გოგონამ მეგობრების ჩუმრად ტელეფონის ნომერი დაუტოვა სანდროს და უთხრა, დაერეკა მისთვის. სანდრო სასტუმროში წავიდა. სალომე აივანზე იჯდა და წიგნს კითხულომდა. სანდრო მივიდა მეუღლეს უკნიდან ჩაეხუტა აკოცა და უთხრა. --გადავივლებ ძვირფასო და შემდეგ ჩავიდეთ საჭმელი ვჭამოთ. ---კარგი მეც მოვემზადები თან სადმე გავისეირნოთ სანდრო. --აუცილებლად, ჩემო სიყვარულო, აუცილებლად. სანდრო და სალომე სასტუმროს რესტორანში ჩავიდნენ, მაგიდასთან დასხდნენ და ოფიციანტს საჭმელი შეუკვეთეს, რესტორანში ის გოგოები შემოვიდნენ სანდრომ რომ გაიცნო ზღვაზე და სანდროს და სალომეს მაგიდასთან დასხდნენ ახლოს, ის გოგონა კი რომელმაც ტელეფონის ნომერი მისცა სანდროს ისე დაჯდა, რომ სანდროს პირისპირ აღმოჩნდა. მათი თვალები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ეს არ გამოპარვია სალომეს შეუმჩნეველი და მეუღლეს უთხრა. --სანდრო იმ გოგონას იცნობ გვერდით მაგიდასთან რომ ზის? -არა, სალომე, საიდან უნდა ვიცნობდე, საიდან მოიტანე ახლა ეს? -არა, ისე გკითხე. რამდენჯერმე შეგხედა და შენც გახედე. მეგონა იცნობდი. -არა, სალომე, ეტყობა ვეშლები ვინმეში, ნუ მიაქცევ ყურადღებას. -ვინმემ არ წამართვას სანდრო, შენი თავი. -ოჰო, ეჭვიანობს ჩემი გოგო. -ნუ გეშინია სალომე. არავინ წაგართმევს ჩემ თავს. ამ საუბარში შეკვეთილი საჭმელიც მოუტანეს სანდროს და სალომეს. მიირთვეს ორივემ შემდგე კი მანქანით გაისეირნეს. მანქანაში მუსიკა ჩართეს და ნელი სვლით მიუყვებოდნენ ქუჩას. ერთი საათის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ, საღამო კი ზღვაზე წავიდნენ. სანდრო თვალებით ეძებდა დილით გაცნობილ გოგონას, მაგრამ ვერსად დაინახა. სალომე ზღვაში ჩავიდა, სანდრომ მაშინვე იმ გოგონას დაურეკა. --საღამომშვიდობის თუ სწორად ვრეკავ ის გოგონა ხართ დილით, რომ გაგიცანით სანაპიროზე? -დიახ მე ვარ. შევხვდეთ, ცოტა ვისაუბროთ, გავიცნოთ უკეთ ერთმანეთი, თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხართ. -არა, რას ამბობთ, როგორც კი მოვრჩები ჩემ საქმეს, მაშინვე დაგირეკავთ და გნახავთ. -აბა შეხვედრამდე. სანდრომ ტელეფონი გათიშა, ღრმად ამოიხვნეშა და ცოლს გახედა.შემდეგ კი ნომერი წაშალა ტელეფონში, იცოდა რომ სალომე არასდროს ინტერსდებოდა მისი ტელეფონით, მაგრამ სიფრთხილეს თავი არს სტკივაო, გაიფიქრა. სალომე ამოვიდა ზღვიდან და პირსახოცი მოიხურა.მეუღლის გვერდით დაჯდა გაიმშრალა სხეული და ერთად უყურებდნენ მზის ჩასვლას. . სალომეს გაახსენდა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი "მზის ჩასვლა" და დაიწყო: "მზის ჩასვლა იყო - ვით ანარეკლი ძველი დიდების, ღრუბელთა შორის დაიმსხვრა ძეგლი პირამიდების. მე მივდიოდი ნანგრევზე ობლად, ობლად შენს გამო, - მწუხარედ ქროდა ციურთა სოფლად ჩვენი საღამო. ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი, ღრუბლებმა მაშინ გაშალეს ველი ვარსკვლავთ სავალი." ლექსის დასრულების შემდგე სანდროს აკოცა ბეჭზე და უთხრა: - წავიდეთ სანდრო. დღეს ძალიან კარგი დღე გვქონდა. იცი, სანდრო, ერთი ბავშვია, რომლის უფლებასაც ვიცავ მეცოდება. ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება, როგორც კი ჩავალ მაშინვე უნდა მოვინახულო. მშობლები ყავს ლოთები და ბავშვს აიძულებენ იმათხოვროს.ლამაზი გოგონაა. მინდა სოციალურ მუშაკთან ერთად სხვა ოჯახი მოუძებნო ან კიდე ბავშვთა სახლში მივიყვანო. მისთვის მშობლებთან ცხოვრებას ყველა შემთხვევაში აჯობებს. მშვიდად მაინც იქნება ბავშვი და მათხოვრობა არ მოუწევს. -მიხარია ჩემი სიყვარულო, ასეთი ჭკვიანი ცოლი, რომ მყავს. ვამაყობ შენით. უპასუხა სანდრომ. იმ საღამოს სალომე ჩვეულ დროს დაწვა დასაძინებლად. სანდრომ კი უძილობა მოიმიზეზა და გარეთ გასეირნება არჩია. როგორც კი სასტუმროს ოთახი დატოვა მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და იმ გოგონას დაურეკა რომელსაც დაპირდა შეხვედრა. მანაც პირველ ზარზევე უპასუხა და შეთანხმდენ ადგილს სადაც შეხვდებოდნენ. ადგილი პლიაჟი შეარჩიეს, რადგან ღამე არის და ვერავინ დაგვინახავს იქ რომ ვიქნებითო. სანდრომ დაასწრო გოგონას მისვლა ცოტა ხანში კი ისიც მივიდა. სიბნელის მიუხედავად არ გასჭირვებიათ ერთმანეთის ცნობა, ქვიშაზე დასხდნენ და საუბარი დაიწყეებს. მათ ჯერ სახელიც კი არ იცოდნენ ეთმანეთის. სანდრომ ხელი გაუწოდა -მე სანდრო მქვია. -მე ელისაბედი მქვია. დიდი ბებოს სახელი. -ლამაზი სახელი რქმევია შენს ბებოს და შენსავით ლამაზი იქნებოდა ალბათ. -ბებოს მამსგავსებენ. მაქვს მისი რამდენიმე ახალგაზრდობის ფოტო და მართლაც ძალიან ვგავარ. საუბრისას გაირკვა რომ ორივე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ. -რატომ აქამდე არსად შემხვედრილხარ ელისაბეს ასეთი ლამაზი გოგო შეუმჩნეველი არ დამრჩებოდა. -არ ვიყავი საქართველოში ერთი წელია რაც აქ ჩამოვედი. ქმარს დავშორდი და ისევ ჩემ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდი შვილთან ერთად, მას შემდეგ კი დავდივარ ასე მარტოდ მარტოდ. შენ კი როგორც ვხედავ გყავს ან საცოლოე ან კიდე ცოლი. -ჩემი ცოლი არის. ოთხი წელია, რაც ცოლქმარი ვართ. -მერე შენი მეუღლე არ გაგიბრაზდება აქ რომ წამოხვედი? -დაიძინა ის იმდენად მენდობა ჩემში ეჭვს არ შეიტანს. -ძალიან კარგი, სანდრო, სწორედ რომ საჩემო მამაკაცი ხარ. -რას გულისხმობ ელისაბედ? გაეღიმა სანდროს. -კარგი ახლა სანდრო, პატარები ხომ არ ვართ. მე მომეწონე, შენც მოგწონვარ, თორემ აქ ხომ არ მოხვიდოდი, მე ქალი ვარ. შენ კიდე კაცი. -როგორი თამამი ხარ ელისაბედ. -თამამი არა, სანდრო პირდაპირი, არ მიყვარს მიკიბ მოკიბული საუბარი, სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. -ჯერ გაგვეცნო ერთმანეთი ელისაბედ რა იცი რა ხდება. -წინ ბევრი დრო გვაქვს მაგისთვის, მაგასაც მოვასწრებთ სანდრო. იმ საღამოს სანდრომ და ელისაბედმა დიდიხანს ისაუბრეს. შეთანხმდენენ რომ ქალაქში დაბრუნებისას ერთმანეთს ისევ შეხვდებოდნენ. - სანდრო და სალომე ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. მეორე დღესვე წავიდნენ თავთავან სამსახურეში. დღეები გადიოდა ჩვეულ ფორმაში. ცოლ ქმარი ისევ ისე გრძნობდნენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და ისევ ისე ზრუნდავდნენ ერთმანეთზე. სადროს დაავიწყდა პლიაჟზე გაცნობილი გოგონა. სამი თვე გავიდა. ერთხელ ტელეფონმა დარეკა. სანდრომ ნომერი ვერ იცნო. მაინც უპასუხა:- გისმენთ? -სანდრო როგორ ხარ? -რომელი ხარ? ვერ გიცანი? -ელისაბედი ვარ სანდრო, რაიყო დაგავიწყდი? -ვინ ელისებედი შემახსენე თავი? -ის ელისაბედი სანდრო ზღვაზე რომ გაგეცანი და შეხვედრას დამპირდი, ამ დრომდე ველოდე შენ ზარს, არ დამირეკე, ამიტომ გადავწყვიტე მე დამერეკა შენთვის. -ა ხო გამახსენდა, სულ გადარბენაზე ვარ, ათასი საქმე და დამავიწყდა, მაპატიე ელისაბედ. -გამოდის მე რომ არ დამერეკა შენ არცკი გახსოვდი. -რაღა დაგიმალოდა, ეგრე არის. -არაუშავს, სანდრო ხდება ეგრე, ახლა ხომ გაგახსენე ჩემი თავი და მნახე. -შეგეხმიანები ელისაბედ ამ დღეებში, როგორც კი დრო მექნება. დაემშვიოდბია სანდრო ელისაბედს და ტელეფონი გათიშა. თავისთვის ფიქრს მიეცა. რა მონდომებული ქალია, გამაგიჟა კაცი. არ მახსოვხარმეთქი ვიფიქრე გაბრაზდებოდა და ისევ შეხვედრა მთხოვა. გადაგვარდა ყველაფერი აქეთ გეხვეწება დღეს ქალი მასთან იყო. სულ დაკარგეს საკუთარი თავის ფასი და ღირსება. ამ ფიქრებში გართული სანდროო ისევ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. სალომე ურეკავდა. სთხოვა სახლში არ დაეგვიანებინა, საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ დაპატიჟებულები. საღამოს სანდრო და სალომე მეგობრის დაბადების დღეზე წავიდნენ. შუა ქეიფი იყო. მასპინძელს სტუმრები მოუვიდა კიდევ და მათ შორის ელისაბედიც იყო.სანდრო ცდილობდა ელისაბედისთვის თვალე აერიდებინა და არ შეემჩნია მაგრამ აქაც გამოიჩნია ქალმა აქტიურობა და სანდროს მიესალმა, მაშინ როცა მეუღლეს ეცეკვებოდა. სალომემ ჰკითხა სანდროს თუ ვინ იყო ეს უცნობი მანდილოსანი. სანდრო არ დაიბნა და უპასუხა: -ალბათ სამხახურიდან მიცნობს არ ვიცი ვინ არის. ელისაბედმა სანდრო როგორც კი დაიმარტოხელა მაშინვე ჰკითხა.- ხომ არ დაგავიწყდი ისევ? თუ კვლავ საჭიროა შეგახსენო თავი. -არა, ელისაბედ არ დამვიწყებიხარ. მეუღლე მიყურებს. -როგორ უფრთხილდება ცოლს უყურე შენ, ყოჩაღ სანდრო დღითი დღე უფრო და უფრო მიზიდავ. სალომეს არ გამორჩენია მხედველობიდან სანდროს და ელისაბედის საუბარი, მაგრამ არაფერი უთქვანს მეუღლისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ელისაბედმა დაუკრეკა სანდროს და შეხვედრა სთხოვა. შეხვდენ ერთმანეთს. ელისაბედმა ისევ გამოიჩნია ინიციატივა და პირდაპირ უთხრა თავისი სათქმელი. შეთანხმდნენ რომ ბინას დაიქირავებდნენ და იქ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, სანდრომ ელისაბედი გააფრთხილა: როცა სახლში ვიქნები არ დამირეკო და არც მომწეროო. ელისაბედიც დასთანხმდა. ასე ჩუმად გრძელდებოდა მათი შეხვედრები. სანდროს რაც დრო გადიოდა უფრო მეტად უჩნდებოდა სურვილი ელისაბედის ნახვის და ცდილობდა, როგორც კი დრო ექნებოა მასთან გაეტარებინა დრო. სალომესთან კი ისევ ძველებურად იქცეოდა და ისევ მის ზრუნვაში იყო. ერთ საღამოს როცა ცოლქმარი ტელევიზორ უყურებდნენ, ელისაბედმა დაურეკა სანდროს. მაშინვე გათიშა სანდრომ ტელეფონი, შემდგე კი გარეთ გავიდა და დაურეკა, უსაყვედურა ელისაბეს. - მე ხომ გაგაფრთხილე, როცა სახლში ვიქნები არ დაგერეკა ჩემთვის?! -სანდრო სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან. აუცილებლად უნდა მნახო. -რა ხდება ასეთი სასწრაფო? ხვალამდე ვერ მოითმენდი? -არა, არ შემიძლია, ხვალ აუცილებლად მნახე და გეტყვი ყველაფერს. კარგი, მოვალ. -მეორე დღეს სანდრო წავიდა ელისაბედთან. -რა ხდება არ იტყვი? -სანდრო ფეხმძიმედ ვარ, ბავშვს ველოდები. -რას ამბობ ელისაბედ, გაგიჟდი? მე შენგან შვილი არ მინდა, მე არ მინდა შვილი მყავდეს ქალისგან რომელიც არ მიყვარს, შენ ვერ გააჩენ მაგ ბავშვს. -სანდრო შენ გინდა თუ არ გინდა, მე ამ ბავშვს აუცილებლად გავაჩენ და აღიარებ თუ არა ეს არ მადარდებს. შენ გიყვარვარ თუ არა. საკუთარ შვილზე ვერ ვიტყვი უარს. -მე წავედი, შეიძლება ეგ ბავშვი სულაც არ იყოს ჩემი. რაც გინდა ის ქენი. აღარ მინდა შენი ნახვა. ისიც საკმარისია, რაც ამ დრომდე ვაკეთე ჩემი ცოლის ზურგს უკან, მიუხედავად იმისა რომ მინდა მყავდეს შვილი. მაგრამ არა შენგან არამედ ჩემი ცოლიდან. გირჩევ მოიშორო ეგ ბავშვი და იმას მიხედო, რომელიც გყავს მიგდებული დედაშენთან და არ აქცევ ყურადღებას. შენ ის ხომ არ გეგოგა შვილს გამიჩენდი სალომეს მივატოვებდი და შენ ცოლად მოგიყვანდი? აი აქ შეცდი. შენ ტყუილად გქონია ეგ გეგმები, ბავშვი მოიშორე კატეგორიულად მოვითხოვ. ამ სიტყვებსი დასრულების შემდგე სანდრომ დატოვა ელისაბედის სახლი.. ორი დღის შემდეგ დაურეკა სანდრომ ელისაბედს და ჰკითხა თუ რა ქნა, ელისაბედმა უპასუხა რომ ბავშვი მოიცილა და საქართველოდან მიდიოდა სამუდამოდ. გავიდა დრო და სანდრო ჩვეულ სამუშაოს დაუბრუნდა. სალომე ისევ ისე დარდობადა უშვილობას, სანდროს დედა ისევ აყვედრიდა უშვილობას რძალს სალომე ვერ უძლებდა დედამთილის ასეთ ქცევებს და იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო, სანდრომ ბევრი სთხოვა სალომეს დაბრუნებულიყო, მაგრამ სალომემ უარს ამბობდა . -მართალი არის სანდრო დედაშენი. ჩემი ბრალია შვილის რომ ვერ გჩუქნი. გავქორწინდეთ და სხვა შეირთე ცოლად, ვისაც შეუძლია გაგიჩინოს შვილი, სანდრო არ ეშვებოდა სალომეს და როგორც იქნა დააბრუნა სახლში. ერთ დილას ადრე კარებზე ზარის ხმა გაისმა სანდრომ კარი გააღო სალომეც მივიდა კართან, რადგან სანდროს ხმა არ ისმოდა. კართან მოზრდილი კალათა იდო, გაოცებული უყურებდა ორივე ცოლქმარი კალათას, მასში დახლოებით რამდენიმე კვირის ბავშვს ეძინა, კალათის გვერდით კი კონვერტი იპოვეს. სალომე, მე სანდრო მქვია მამას არ უნდოდი და ჩემი მოკვლა გადაწყვიტა. დედამ მაინც გამაჩინა, მაგრამ დედისთვისაც ზედმეტი ტვირთი აღმოვჩნდი. ამიტომ შენთან მოვედი და მიმიღე, როგორც შენი შვილი. სალომემ წერილის წაკითხვა დაასულა და ტირილი დაიწყო, სანდრო კი კიდევ ვერ მოსულიყო გონს რა ხდებოდა მის თავს. სალომემ მოკიდა ხელი კალათას და სახლში შეიყვანა პატარა სანდრო. -კეთილი იყოს უმცროცო სანდრო შენს ოჯახში დაბრუნება. სალომე ყველაფერს მიხვდა, თუ ვისი იყო ბავშვი, მაგრამ ისევ გაჩუმება ამჯობინა, სანდრო კი ვერ ხვდებოდა ეს როგორ მოხდა. სახლში კიდევ ერთი წევრის დამატებამ ოჯახი უფრო ბედნიერი და მხიარული გახადა, სალომეს საკუთარი შვილივით შეუყვარდა პატარა სანდრო. დედამთილი მაინც უკმაყოფილო იყო იმით რომ ეს ბავშვი არ მიაჩნდა მის სიხლ და ხორცად. სანდროს მამა კი ახლა კიდევ უფრო ხშირად დადიოდა შვილებთან ქალაქში და ბავშვსაც იტოვებდა, როცა სნადროს და სალომეს სადმე წასვლა სურდათ. სამი წელი გავიდა ამ ამბიდან პატარა სანდრომ სიარული და ლაპარაკიც ისწავლა. დედის გარეშე დაძინება არ უნდოდა მამას კი სულ ზღაპრის მოყოლას სთხოვდა. ერთ საღამოს როდესაც დასაწოლად ამზადებდა სალომე პატარა სანდროს, ცუდად გახდა და გონება დაკარგა. სანდრომ მაშინვე სასწრაფო გამოიძახა და სავადმყოფოში გადაიყვანეს სალომე, გამოკვლევები გაუკეთეს, ანალიზები აუღეს და აღმოჩნდა რომ სალომე ფეხმძიმედ იყო. ცხრა თვის თავზე კი სანდროს და სალომეს კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ, მას ნოდიკო დაარქვეს. სანდროს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თავს ევლებოდა ცოლშვილს. დედამთილიც ფეხქვეშ ეგებოდა რძალს და პატიებაც სთხოვა, ადრინდელი გულისტკივილისთვის, ბაბუას კი ახლა, სულ არ სურდა სოფელში წასვლა მეტ დროს შვილიშვილებთან ატარებდა. ეკლესიაში ნათლობა ტარდებოდა. ორი პატარა ინათლებოდა იქვე ეკლესიაში ვიღაც ქალი იდგა რომელსაც იქ მყოფები არცერთი არ იცნობდა გარდა ერთისა. მას შარფი სახეს საიმედოდ უფარავდა. იდგა და თვალს ადევნებდა ნათლობას. სანთელი აენთო და ღმერთს რაღაცას სთხოვდა.

0
801
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0