x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილი, რომელთა ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერი" ჩაერთო, ნაპოვნია
image

მას შემდეგ, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძარმა გაანადგურა, იმ ადამიანებითვის, ვისაც მის ფონზე ფოტო ჰქონდა გადაღებული, ფოტო უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა.


ალბათ ბევრ თქვენგანს გახსოვთ ისტორია, მამა-შვილის ფოტოს შესახებ, რომელიც "ტვიტერზე" ვირუსულად გავრცელდა.


23 წლის ტურისტი ბრუკ ვინდსორი მამა-შვილს ეძებდა, რომელიც ფოტოზე იყო აღბეჭდილი და რომლებიც ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ მხიარულად თამაშობდნენ.



აღნიშნული ფოტო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვამდე რამდენიმე წუთით ადრე იყო გადაღებული.


როგორც ვინდსორი წერდა, მან ფოტო ხანძრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გადაიღო და უნდოდა რომ ფოტო ადრესატ ოჯახამდე მიეწვდინა.


ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერი" იყო ჩაბმული, ფოტო ვირუსულად ვრცელდებოდა და მას მილიონობით გაზიარება ჰქონდა.


როგორც ამერიკელი ტურისტი აცხადებდა, ფოტოზე თავად რომ ყოფილიყო აღბეჭდილი, აუცილებლად ენდომებოდა ამ სამსახსოვრო კადრის შენახვა, სწორედ ამიტომ დაიწყო ასეთი “კამპანია”.


"მე გადავიღე ეს ფოტო როდესაც ვტოვებდით ნოტერდამს, ერთი საათით ადრე, ვიდრე ის ცეცხლის ალში გაეხვეოდი. "ტვიტერ" შენ თუ გაქვს ჯადნოსნური ძალა დაეხმარე მათ იპოვონ ეს ფოტო "- წერდა ტურისტი.


რა მოხდა შემდეგ


გაგიკვირდებათ და ორი დღის შემდეგ სურათი ადრესატამდე მივიდა. ფოტოზე გამოსახულმა კაცმა, სთხოვა ბრუკს მისი სახელი არ გაემჟღავნებინა, თუმცა გოგონას დიდი მადლობა გადაუხადა ფოტოსთვის და აღნიშნა, რომ ის ამ ფოტოსთვის განსაკუთრებულ ადგილს იპოვის და სწორედ იქ განათავსებს.


ასეთ მომენტებში, ხვდები, რამდენად საოცარი სამყაროა ჩვენს გარშემო და რამდენი რამ ხდება რეალური ინტერნეტის დახმარებით.


ბევრმა ადამიანმა, პარიზის ღვთსმშობლის ფონზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რითაც ფრანგების მიმართ თანაგრძნობა დააფიქსირა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. 400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა. მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან და დღემდე გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშია.


image



ამავე თემაზე:

იძებნება ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილი - ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერი" ჩაერთო

0
436
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0