x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90235
  • ვიდეო:340125
  • სურათი:452526
ნახეთ, რას წერს იუნა შაფათავა ლევან ჯიბღაშვილზე - "ბოდიში დრო არ მქონდა აქამდე დამეწერა"

image


მსახიობი იუნა შაფათავა მსახიობ და ბიზნესმენ ლევნა ჯიბღაშვილზე წერს.


"Levan Jibgashvili სამაგალითო კაცი, უმაგრესი მსახიობი, უნიჭიერესი ბიზნესმენი, უმაგრესი დედის უძლიერესი შვილი!
მესმის, რთულია ასეთი მყვირალა წარმატების ატანა შენი "კეთილოსმსურველებისთვის", სულ არ მაინტერესებს რა მიზეზებს გიგონებენ, მე ჩემ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ შენს მიმართ, როგორც ადამიანი, რომელიც საკმაო ხანია, გიცნობ და მიხარია, ასეთი მაგარი კაცები -ბიჭს ვერ გაკადრებდი ათი წლის წინაც კი- რომ ასეთი მაგარი კაცები ჰყავს საქართველოს!!!
მტვერი ჰაერში ბევრია, გამოეკიდონ!!!
ბოდიში დრო არ მქონდა აქამდე დამეწერა- მაგარი ხარ და შენი რეპუტაცია ასეთი "პადნოჟკებით" ვერ იზარალებს!!!
რთულია მაგრობა აბა რა !
ყველაფერი დალაგდა იმ საბანძეთში და ახლა მაგარ ბიჭებს "ძირავენ" ბანძისტანელები ვიღაც ზურგიდან მოჩურჩულე ვირთხები.... ეგ ხარახურა თვითონ გაუკეთონ შენ მტერს.....
მხარდაჭერა ლევან ჯიბღაშვილს, შენ სამაგალითო ნაღდი ქართველი ხარ "- წერს შაფათავა.


რამდენიმე დღის წინ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.


პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.


მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. აღნიშნული მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.


ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.

0
1177
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0