x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მხოლოდ მათ არა ვჭამთ, ვინც გვესიმპათიურება. ზოოდამცველების შერჩევითი თანაგრძნობა

image


21–30 ივნისს იულინში (ჩინეთი) ძაღლის ხორცის ყოველწლიური ფესტივალი იმართება, რომელიც ყოველთვის შოკს და მასობრივ პროტესტს იწვევს ევროპასა და ამერიკაში. რა თქმა უნდა, ვეგეტარიანელის პოზიციიდან, რომელიც ხორცს საკვებად არ მოიხმარს და ცხოველი მისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ხორცპროდუქტი, აღნიშნული ფესტივალისადმი დამოკიდებულება გასაგებია. მაგრამ ყველა, ვინც ჩინელებს განიკითხავს, ვეგეტარიანელი არ არის.
imageმსოფლიო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძაღლის ხორცის გამოყენება მიუღებელია, მაგრამ უარს არ ამბობს საქონლის ხორცზე (საქონლის ხორცი — 11 თვის ხბო არის). არა და ხბოს, ძაღლზე არანაკლებ მეტყველი თვალები აქვს. გოჭებიც არანაკლებ გონიერები და მეგობრულები არიან, ვიდრე დელფინები, ხოლო ცხოველების უმრავლესობის ერთგულებაზე, რომელიც ადამიანისთვის «კვების ღირებული პროდუქტების» სიაშია, საუბარიც ზედმეტია...

მაგ., ევროპის და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, ყველაზე მეტად ძროხის ხორცს მოიხმარენ. ხოლო ინდოეთში, პირიქით, ის წმინდა ცხოველად ითვლება, მისი მოკვლა დიდ დანაშაულად ითვლება და უმკაცრესად ისჯება. 2017 წელს მოსამართლემ, რაჯასტანის შტატში, აღნიშნული დანაშაულისთვის, სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი გამოიტანა.
გამოდის რომ, მაქსიმალური სიმძიმის დანაშაულის კატეგორიაში ხვდება ყველა ევროპელი და ამერიკელი, რომელიც საქონლის ხორცით მომზადებულ, საკუთარ საშუალოსტატისტიკურ სადილს მიირთმევს და აზიელებს განიკითხავს, ძაღლის ხორცის მოხმარების გამო.
ხორცის მოყვარულთა შერჩევით თანაგრძნობას თავი რომ დავანებოთ და საკითხი მორალის თვალსაზრისით განვიხილოთ, რომლის საფუძველს სლოგანი წარმოადგენს – «ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გსურს რომ შენ მოგექცნენ», მაშინ რატომ არის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოდგენებშიც არ უშვებენ, რომ ოდესმე სასაკლაოზე მოხვდებიან, მშვიდად ცხოვრობენ იმ აზრით, რომ მათ გამო, ვიღაც ყოველდღიურად გადის ამ გზას?!
imageუფრო მეტიც: სასაკლაოზე ხვდებიან და სიკვდილის წინ პატარა ცხოველები იტანჯებიან, რომლებსაც სქესობრივი მომწიფების ასაკამდე არ მიუღწევიათ, რადგან ხორცის წარმოება მთლიანად არარეპროდუქციული ასაკის ცხოველის და ფრინველის ხორცზე არის ორიენტირებული. ეს ცხოველები იმის გამო იღუპებიან, რომ ვიღაცამ ძეხვი, ჰოდ-დოგი, მწვადი, ჩახოხბილი, ჩაქაფული, საცივი... მიირთვას.

imageდედამიწაზე მცხოვრები 7 მლრდ-ი ადამიანი, ყოველწლიურად, 70 მლრდ. ცხოველს «მოიხმარს»... მართალია, ადამიანების გარდა ხორცს ვეფხვები, ლომები და სხვა მტაცებლებიც ჭამენ, მაგრამ მათ არჩევანი და საკუთარი ქმედების ანალიზის საშუალება არ გააჩნიათ.

ჩვენ ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ, საუკუნეში —რომელშიც ყველას აქვს ინფორმაცია ვეგეტარიანელების შესახებ და იცის რომ ცხოვრების ამ წესს მილიონობით ადამიანი ირჩევს. ამასთან, ისინი არც ავად ხდებიან, არც კვდებიან და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ.
imageრატომ არ შეიძლება, რომ ხორციან კერძებზე ყველამ თქვას უარი? იქნებ, ამის მიზეზი ჩვევა ან ტადიციაა? ან შიში, რომ ხორცზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები — ცილები და ვიტამინები მოაკლდება? მაგრამ, სწორედ ასე ფიქრობს ის ადამიანიც, ვინც ძაღლის ხორცის ფესტივალს ეწვევა და იქ წარმოდგენილ კერძებსაც დააგემოვნებს! ამ ფესტივალის მონაწილეებმა საკუთარი თავი იმაში დაარწმუნეს, რომ ძაღლის ხორცით, ორგანიზმის სრულფასოვანი დაცვა შეუძლიათ ავადმყოფობისგან. რადგან სიტყვამ მოიტანა, კიდევ ერთ ტრადიციაზე და რწმენაზე მოგახსენებთ: პაპუა-ახალი გვინეას და კალიმანტანის აბორიგენები, სულ ცოტა ხნის წინ თვლიდნენ, რომ ავადმყოფობისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება, მათი მტრის ხორცის მირთმევა იყო...

და ბოლოს, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანს საკვებად, როგორც მცენარეული, ისე ხორცპროდუქტების გამოყენება შეუძლია. ჩვენი მომნელებელი სისტემა, ამ მხრივ, უნივერსალურია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათ, ვინც ხორცის მჭამელებად ანუ მტაცებლებად ითვლებიან, ჩვენზე ძლიერი ყბები, წვეტიანი და ბასრი კბილები და კუჭში, უფრო მაღალი მჟავიანობა აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ველური ბუნების პირობებში ცხოვრების შემთხვევაში, ადამიანს საკვებად, მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების გამოყენება შეეძლება. და ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მგლების ან სხვა მტაცებლების გვერდით გაიზრდება, რადგან ჩვენს ორგანიზმს მხოლოდ თერმულად დამუშავებული ხორცის მონელება შეუძლია.


image


«მართალია, ადამიანი  — ცხოველების მეფეა, რადგან ძალადობის შესაძლებლობის მხრივ, მათ ბევრად აღემატება. მაგრამ, მოვა დრო, და ადამიანები ცხოველის მკვლელს ისე შეხედავენ, როგორც ადამიანის მკვლელს უყურებენ ახლა».

ლეონარდო და ვინჩი

imageimageimageimageimageimageimage






0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0